სერფინგისთვის შესაფერისი საოცარი ადგილებით, მშვიდი წყლით და ქვიშიანი ნაპირებით, საფრანგეთს ფანტასტიკური და მრავალფეროვანი სანაპირო ზოლი აქვს. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო სანაპირო ქალაქებს გაგაცნობთ.

სენ-ჟან-დე-ლუზი/Saint-Jean-de-Luz,

სამხრეთ საფრანგეთი

ეს ატლანტიკის სანაპიროს ის იშვიათი სანაპირო ქალაქია, რომელიც ძლიერი ქარისგან საგულდაგულოდაა დაცული. ქვიშიან ნაპირს თეთრი სახლების ქუჩა ჩაუყვება წითელი სახურავებით. ადგილობრივ ნობათს გემრიელი რძე წარმოადგენს და საშუალებას გაძლევთ ცხვრის რძის უგემრიელესი ნაყინი დააგემოვნოთ. სენ-ჟან-დე-ლუზიზე სერფინგის სწავლასაც შეძლებთ.

ტრუვილ-სურ-მერი/Trouville-sur-Mer,

ჩრდილოეთ საფრანგეთი

აქ ქვიშიანი სანაპირო ძალიან ფართოა და მშვენიერი არჩევანია თუ დატვირთულ ზაფხულის თვეებში მეტი ადგილი გესაჭიროებათ. მთაზე არსებული ძველი ვილები ლამაზი არქიტექტურით ხასიათდებიან. ტრუვილ-სურ-მერი კალვადოსის რეგიონია, ახლოს ქალაქ ჰავრისთან. ამიტომაც, ეს საკულტო ფრანგული სასმელი აქ აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

სეტე/Sète,

სამხრეთ საფრანგეთი

სეტე ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მას 13 კილომეტრიანი ნაპირი აქვს. ზღვის გარდა, აქ ტბასაც იხილავთ. აქაური ნაპირები სხვა ხმელთაშუაზღვის ნაპირებისგან განსხვავებით, საერთოდ არაა დატვირთული. ქალაქში უგემრიელესი თევზის კერძების რესტორნებია.

ჰონფლორი/Honfleur,

ჩრდილოეთ საფრანგეთი

ჰონფლორი კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ტრადიციული ფრანგული დასვენება უნდა. აქ მდინარე სენაზე უძველესი ნავსადგურია, მე-16 საუკუნის დროინდელი სახლებით. აქ მოხვედრის შემთხვევაში შეგიძლიათ მონეს ცოცხალი სცენებით დატკბეთ. მან ჰონფლორი ბევრჯერ დახატა. მოინახულეთ მე-15 საუკუნის ეკლესია ან გაისეირნეთ ბოტანიკურ ბაღში.

პინია/Pigna,

კორსიკა

კორსიკას კუნძული ულამაზესი სანაპიროებით გამოირჩევა. წყალი გამჭვირვალე და მშვიდია, კლდეები ვარდისფერი, ხოლო სანაპირო ქვიშიანი. პინია ძველი სოფელია, რომელიც მთაზე ააგეს და აქ მშვიდ, სოფლურ ცხოვრებას აღმოაჩენთ. აქაური სამზარეულო ნამდვილად აღსანიშნავია, გირჩევთ უგემრიელეს კერძს სახელად: civet de sanglier.

მარსელი, Marseille

სამხრეთ საფრანგეთი

მარსელი კანზე და სან-ტროპეზე იაფია თუ საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე გსურთ დასვენება. ის ქვეყნის რიგით მეორე უდიდესი ქალაქია და ისტორიული უბნების ერთობლიობას წარმოადგენს. დაათვალიერეთ ძველი პორტი და ევროპული ცივილიზაციების მუზეუმი. აქ ფართო ქვიშიანი სანაპიროები დაგხვდებათ.

ბიარიცი/Biarritz

სამხრეთ საფრანგეთი

იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ ეს კურორტი მას შემდეგ გახადა პოპულარული, რაც 1854 წელს, თავის ცოლ ევგენიასთან ერთად ეწვია. მოგვიანებით, ევროპელი მონარქები სწორად აქ ისვენებდნენ. საზღვართან სიახლოვის გამო, ბიარიცის სამზარეულო ფრანგული და ესპანური გავლენების ნაზავია. სანაპიროები კარგია სერფინგისთვის. ასევე, აქ ტალახის და სხვა სამკურნალო მასაჟების სერვისებსაც გთავაზობენ.

აულტი/Ault

ჩრდილოეთ საფრანგეთი

ორი პორტის გამო, აქ ტურისტების უმრავლესობა ნავით ჩამოდის. აულტის შარმი არა მდიდრულ რესტორნებსა და ბუტიკ სასტუმროებშია, არამედ თეთრ კლდეებში, ქვიან სანაპიროებში და ცხოვრების ნელ რიტმში.

მარტიგესი/Martigues

სამხრეთ საფრანგეთი

აქ სათევზაო პორტს, უძველეს ეკლესიებს და ტბას იხილავთ. საუკეთესო ქვიშიანი სანაპიროებია: La Couronne და Plage de Sainte-Croix. სანაპიროები შესაბამისადაა აღჭურვილი და იქ ყველაფერს მიირთმევთ, ნაყინს, ლუდს, სენდვიჩებს…

სენ-მალო/Saint-Malo,

ჩრდილოეთ საფრანგეთი

სენ-მალო ლამაზი სანაპირო ქალაქია კულტურული მემკვიდრეობით. მე-6 საუკუნეში ბერებმა აქ დიდი მონასტერი ააგეს. ქალაქმა მე-12 საუკუნეში ვიკინგების შემოტევები მოიგერია. ციხესიმაგრე ქალაქს დღესაც გარშემორტყმული აქვს.

ეტრეტა/Étretat,

ჩრდილოეთ საფრანგეთი

ეტრეტა კირქვის კლდეებითაა ცნობილი და საუკეთესო არჩევანია სანაპიროზე პიკნიკების მოსაწყობად. კლდეებს 4 კილომეტრი სიგრძის სანაპირო მიუყვება. ქალაქში ტურიზმი მისი გეოლოგიური მემკვიდრეობის გამო დუღს, თუმცა ვიზიტორების უმეტესობა აქ სანაპიროზე დასვენებისთვის ჩამოდის.