იტალია ეკრანზე კიდევ უფრო ჯადოსნური და მიმზიდველი ხდება. მისი სხვადასხვა მხარე ხშირად გამხდარა რეჟისორების და სცენარისტების ინსპირაციის წყარო. ჩვენ რამდენიმე საუკეთესო ფილმს და სერიალს წარმოგიდგენთ, რომლებიც თქვენც მოგანდომებთ ამ ქვეყანაში ვიზიტს, დაგეგმვას კი “შენი მეგზურის” ტურ-ოპერატორები უზრუნველყოფენ.
✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 895 895 – სოფი
1. რომაული არდადეგები, 1953
ეს მარადიული სიყვარულის ისტორია მთლიანად რომშია გადაღებული და ევროპელი პრინცესას ამბავს მოგვითხრობს, რომელიც გრეგორი პეკის პერსონაჟს ხვდება. ამ ფილმის ნახვის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ მიირთვათ ჟელატო ესპანურ კიბეებზე, იცეკვოთ სან-ანჟელოს ციხესიმაგრის სიახლოვეს და იაროთ პიაცა ვენეციაზე ვესპათი. გრეგორი პეკის მსგავსად, გამოსცადეთ თქვენი იღბალი ანტიკურ ნახვრეტში ხელის შეყოფით.
2. თეთრი ლოტუსი, 2022
ამ ცნობილი სერიალის მეორე სეზონი საოცნებო სიცილიის კუნძულზეა გადაღებული. კადრებში ვხედავთ ტაორმინას ულამაზეს სანაპირო სამოთხეს. თუ სიცილიას ეწვევით, თავისუფლად შეგიძლიათ მოინახულოთ ადგილები, რომლებიც ამ სეზონშია ნაჩვენები, მათ შორის კეფალუს სანაპირო და ნოტოს სასახლე.
3. ნიჭიერი მისტერ რიპლი, 1999
მეთ დეიმონის გმირი ჯუდ ლოუს გმირს იტალიაში აკითხავს რათა დაარწმუნოს ის, რომ შეერთებულ შტატებში დაბრუნდეს. მეთი გამოგონილ ქალაქ მონჯიბელოში ჩადის, ნეაპოლის სანაპირო ზოლზე და ხვდება ჯუდს და მის შეყვარებულს, რომელსაც გვინეტ პელტროუ ანსახიერებს. ნიჭიერი მისტერ რიპლის სცენები გადაღებულია ისკიასა და პროჩიდას კუნძულებზე. ამ კუნძულებს მეზობელი კაპრისგან განსხვავებით, მშვიდი ატმოსფერო აქვთ და ტურისტების სიმრავლე არ აწუხებთ.
4. ტკბილი ცხოვრება, 1960
ფედერიკო ფელინის ეს შედევრი იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია. ის მარჩელო მასწტროიანის, მწერლის 1 კვირას წარმოგვიდგენს რომში. ისევე როგორც რომი 7 მთის ქალაქია, ფილმიც 7 ნაწილადაა დაყოფილი. ყველაზე ცნობილ ეპიზოდში ვხედავთ ტრევის შადრევანს და 60-იანი წლების რომის ავთენტურ გარემოს.
5. სტენლი ტუჩი: იტალიის ძიებაში, 2021
სტენლი ტუჩი იტალიაში მოგზაურობს რათა ადგილობრივი სამზარეულოები დააგემოვნოს: რომში პასტა, ვენეციაში ზღვის პროდუქტები, უმბრიაში ღორის ხორცი და აშ. ამ სერიალში გაიგებთ თუ იტალიის რომელ ნაწილში რომელი კერძი უნდა მიირთვათ.
6. დიდებული სილამაზე, 2013
ამ ოსკაროსან ფილმშიც მწერალს აედევნებით, რომელიც ქალაქში სერინობს. ის თავის 65-ე დაბადების დღეზე, რომის ფარულ სილამაზეებს ეძებს. ამ ფილმს ქალაქის სასიყვარულო ბარათადაც მიიჩნევენ. ის უნიკალური მხრიდან გვანახებს სან პეტრეს ბაზილიკასაც.
7. შენი სახელი დამიძახე, 2017
ეს ისტორიაც ტიმოთი შალამეს მონაწილეობით, განსაკუთრებულ სასიყვარულო ისტორიას მოგვითხრობს იტალიურ არდადეგებზე. გადასაღები ლოკაცია მილანთან ახლოს მდებარეობს. ის პატარა ქალაქებში, კრემაში და ბერგამოში გადაიღეს. ეწვიეთ კრემას პიაცა დელ დუომოს, სადაც გმირები თავიანთ უკანასკნელ ღამეს ატარებენ იტალიაში.
8. ორი პაპი, 2019
აქ ენტონი ჰოპკინსი და ჯონათან პრაისი პაპ ფრანსის და ბეენდიქტს განასახიერებენ. ნეტფლიქსის ეს ფილმი ვატიკანის პოლიტიკაში გვახედებს. თუ ვატიკანის სულიერი მხარის გამოკვლევა გსურთ, ეს ფილმი აუცილებლად შთაგაგონებთ.
9. ტოსკანას მზის ქვეშ, 2003
ახლად განქორწინებული ამერიკელი მწერალი დასასვენებლად ტოსკანაში მიდის და სპონტანურად გადაწყვეტს, რომ იქ ძველი სახლი შეიძინოს და ლამაზ ვილად აქციოს. ტოსკანას მზის ქვეშ გვაყვარებს ამ არაჩვეულებრივ იტალიურ რეგიონს, რომელსაც ჯერ კადრებით, შემდეგ კი რეალურადაც მოინახულებთ.
10. წერილები ჯულიეტას, 2010
ამანდა სეიფრიდის გმირი ნიუ-იორკელი ჟურნალისტია, რომელიც ასაკოვან წყვილს ძველი სიყვარულის პოვნაში ეხმარება. ფილმი გადაღებულია ვერონასა და ტოსკანაში. ამ ფილმის რომანტიკული კადრები თქვენც რომანტიკული მოგზაურობისკენ განგაწყობთ.
11. ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი, 2018
ნოველაზე დაფუძნებული ეს სერიალი ორი გოგონას მეგობრობაზე, რომლებიც ომის შემდგომ ნეაპოლში ცხოვრობენ. კადრები გადაღებულია მთელ ნეაპოლში, კუნძულ ისკიაზე და მის სანაპიროებზე.