ზაფხული სიცილიაზე ყოველთვის ძალიან ცხელი დროა სამოგზაუროდ. ამ საოცარ კუნძულზე ყველა თვეს თავისი სილამაზე აქვს. აქ ნახავთ მსოფლიო კლასის მონუმენტებს და მუზეუმებს, რაც ამ მიმართულებას მთელი წლის მანძილზე საინტერესოს ხდის. ჩვენ აქ ყველა სეზონის დადებით მახასიათებლებს წარმოგიდგენთ.
გაზაფხული და შემოდგომა: ლაშქრობისთვის, სნორკელინგისთვის და ნაკლები ხალხისთვის
აპრილში, მაისში, სექტემბერსა და ოქტომბერში სიცილიაზე სასიამოვნო ტემპერატურაა და იდეალურია სანაპირო ზოლის ფეხით მოსავლელად, მთა ეტნას მოსანახულებლად და მთების დასალაშქრად. ზომიერ ტემპერატურაშიც კი, სიცილიური მზე მძვინვარეა: დაგჭირდებათ ქუდი, მზისგან დამცავი და წყალი. არქეოლოგიური ნანგრევების მოსანახულებლად თუ წახვალთ, საყდრების ველზე, საგესტაში ან სელინუნტში, შესაძლოა ჩრდილი სულაც არ დაგხვდეთ. ასევე, თუ სნორკელინგი გიზიდავთ, ამ პერიოდს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე დასარჩენი ადგილებიც იაფია და ხალხიც ნაკლებია. პალერმოს და კატანიის კაფეების მშვიდ ტერასებზე გემრიელ ადგილობრივ სამზარეულოსაც დააგემოვნებთ.
ივნისიდან აგვისტომდე: სანაპიროებისთვის და საზაფხულო ფესტივალებისთვის
სიცილიის სანაპიროები საოცნებო ლურჯი ზღვით და გასაოცარი ხედებით ნამდვილად მონუსხულს დაგტოვებთ. მაგრამ, იცოდეთ, რომ პალერმოში მზე სახლების აივნებს უკვე დილის 10 საათიდან აჭერს და სანაპიროებზე ქოლგები და გადახურული სანაპირო კლუბები ძალიან მალე ივსებიან. როცა მზე ჩადის, აქ ღია ცის ქვეშ კონცერტები, ფილმის ჩვენებები და თეატრალური წარმოდგენები ეწყობა. მაისიდან ივლისის ჩათვლით, მე-5 საუკუნის სირაკუზას ამფითეატრის ტერიტორიაზე ბევრი ღონისძიება ეწყობა.
თებერვალი და მარტი: რელიგიური დღესასწაულებისთვის, ქუჩის წვეულებებისთვის და ყვავილობისთვის
სიცილიური ცა ყოველთვის მზიანი არაა, ხანდახან აქაც გრილა. სიცილიაზე აღდგომის პერიოდში ადგილობრივი ტრადიციების დროა. ქალაქებს მოიცავს კარნავალები და სააღდგომო ღონისძიებები. წმინდანების დღესასწაულები აქ საკმაოდ მხიარულად აღინიშნება. ამ პერიოდს განსაკუთრებით ალამაზებს ხეების და ყვავილების ყვავილობა.
ნოემბრიდან იანვრამდე: ბიუჯეტური მოგზაურობისთვის
სიცილიის ყველაზე არაპოპულარულ პერიოდში სეზონისთვის განკუთვნილი ობიექტები დაკეტილია. ტემპერატურა ამ დროს მკვეთრად ეცემა. მაგრამ, ამ დროს სასტუმროების ფასი ყველაზე დაბალია და ბიუჯეტური მოგზაურებისთვის იდეალური პერიოდია. შეგიძლიათ ისიამოვნოთ მუზეუმების, გალერეების და ეკლესიების მონახულებით მშვიდ ატმოსფეროში და ხშირად განმარტოებით. არ გექნებათ სანერვიულო სადმე მაგიდის დაჯავშნაზე, რადგანაც რაც მთელი წელი ღიაა, ამ პერიოდში ადგილი აუცილებლად აქვთ, მათ შორის ყველაზე პოპულარულ რესტორნებს. ეტნას მთა და სხვა მწვერვალები ხანდახან თოვლიანია.