ამ მზიან სანაპირო ქალაქს იმაზე მეტის შემოთავაზება შეუძლია, ვიდრე უბრალოდ ქვიშიანი ნაპირებია. ბუდვა სანაპიროს მოყვარულებისთვის და სიმშვიდისთვის იდეალური მიმართულებაა. ბუდვას ზღვის პროდუქტები გამორჩეულია მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთში. ჩვენ მონტენეგროს ამ სამოთხეში ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.

ბუდვა რივიერა

მიიღეთ D ვიტამინის დოზა ბუდვას ნაპირებზე

ბუდვას რივიერა 35 კმ-იანი სანაპირო ზოლია, რომელიც ქალაქ ბუდვას აკრავს გარს. ზაფხულობით აქ მრავალფეროვანი წყლის სპორტით ერთობიან. მოგრენის და ჯაზის სანაპიროები განსაკუთრებით პოპულარულია ივნისიდან აგვისტომდე. მზეზე გატარებული დროის შემდეგ, მიირთვით ახალი ზღვის პროდუქტები.

თანამედროვე გალერეა

Moderna Galerija – მონტენეგროელი და იუგოსლავიელი მხატვრების ნამუშევრებს წარმოგვიდგენს. ძველ ქალაქში მდებარე ეს კულტურული სანახაობა მშვიდი ადგილია ხმაურიანი სანაპიროების მიღმა. შესვლა უფასოა. ღიაა ორშაბათი-პარასკევი დილის 8 საათიდან საღამოს 9 საათამდე.

მისამართი: Cara Dušana, 19

ბუდვას აკვაპარკი

ბუდვას აკვაპარკი იმაზე ამაღელვებელია, ვიდრე უბრალოდ სანაპიროზე წოლა. აქ სხვადასხვანაირი სასრიალოები, აუზები, ჰიდრომასაჟის აბაზანები და ბარებია. აკვაპარკში ბუდვას ძველი ქალაქიდან ავტობუსით მოხვდებით. ღიაა ყოველდღე 10-დან 6-მდე.

“ჰავაის სანაპირო”

უნიკალური კუნძული ადრიატიკის ზღვაში

Sveti Nikola/Hawaii Island – ადრიატიკის ზღვის მარგალიტია სადაც წყლის ტაქსით ან ნავით მოხვდებით. აქ ექსკურსიები ხშირად ტარდება. ბუდვასთან მდებარე ჰავაის კუნძული 3 დიდ სანაპიროს და რამდენიმე პატარა ნაპირს აერთიანებს. აქ კრისტალივით სუფთა წყალი და მწვანე ლანდშაფტებია.

რასტოვოს მონასტერი

Rustovo Monastery – ადრიატიკის ზღვას მთიდან გადმოჰყურებს და მზის ჩასვლის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავ გამოცდილებას გთავაზობთ. ადგილზე მისვლისას კარზე უნდა დააკაკუნოთ და მონაზონი იქაურობას დაგათვალიერებინებთ. ეკლესია იკეთება საღამოს 8-ის ნახევარზე. აქვე არის სუვენირების მაღაზია ნატურალური პროდუქტებით: ჩაით, საპნით, ზეითუნის ზეთებით.

რესტორანი ჯადრანი

Jadran – ოჯახური რესტორანია ზღვასთან. აქ დააგემოვნებთ ზღვის პროდუქტებს და ბალკანურ სამზარეულოს. ჩვენ გირჩევთ ადგილობრივ თევზის კერძს: ćevapčićia. საღამოობით ბარში ლაივ მუსიკა ისმის და სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება.

ბუდვას ძველი ქალაქი

ქვის კედლებით გარშემორტყმული ბუდვას ძველი ქალაქი ღიაა მხოლოდ ქვეითებისთვის და მშვენიერ სასეირნო ადგილს წარმოადგენს. აქ ბევრი კაფე-რესტორანი და წვრილი ქვაფენილიანი ქუჩაა სადაც მზის ჩასვლის შემდეგ, სიცოცხლე ჩქეფს. ღამის გართობისთვის ეწვიეთ რომელიმე კოქტეილის ბარს ან პაბს.