პატარა სიროსი ტრადიციულ და თანამედროვე საბერძნეთს აერთიანებს. ციკლადების ერთ-ერთი ყველაზე პატარა კუნძული, დედაქალაქის მიღმა ველური ბულებით გამოირჩევა. მისი სანაპიროები არასდროსაა ისეთი სავსე, როგორც მისი მეზობლების. სიროსზე ნამდვილ ბერძნულ ცხოვრებას შეიგრძნობთ.

როდის უნდა წახვიდეთ სიროსზე?

კუნძულზე ზაფხული საკმაოდ ცხელია, მაგრამ რადგანაც სიროსი ტურისტულად არც ისე გადატვირთულია, სანაპიროზე პირსახოცის გასაშლელ ადგილს პიკი სეზონზეც თავისუფლად იპოვნით. გვიანი გაზაფხული და ადრეული შემოდგომაც სასიამოვნო ამინდს გვთავაზობს მზიანი დღეებით.

მთავარ ქალაქში ერმუპოლიში (Ermoupoli), სხვადასხვა ბიზნესი არასეზონზეც ღიაა, მიკონოსისგან და სანტორინისგან განსხვავებით. სხვადასხვა ობიექტები სიროსზე სეზონურად არ მუშაობენ. ბორნებიც მთელი წლის მანძილზე დადიან. იანვარსა და თებერვალში ტემპერატურა 12 გრადუსზე ჩამოდის, მაგრამ უფრო დაბლა აღარ ეცემა. თებერვლის ბოლოს აქ ბერძნული კარნავალიც ეწყობა.

რა დრო უნდა გაატაროთ სიროსზე?

აქ ერთი ან ორი ღამით მაინც უნდა დარჩეთ. იდეალურ შემთხვევაში, ერთი დღე აუცილებლად დაუთმეთ ერმუპოლის გამოკვლევას, მეორე კუნძულის ისტორიულ ძეგლებს და მესამე დღეს უბრალოდ ულამაზესი სანაპიროებით დატკბით.

ადვილია სიროსზე მოძრაობა?

სიროსს თავისი აეროპორტი აქვს და სქაი ექსპრესი ათენიდან აქ ნახევარ საათში ჩადის. აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, მაგრამ აეროპორტიდან ტაქსები დადიან. აღსანიშნავია, რომ სიროსს მნიშვნელოვანი ბორნების ჰაბი აქვს და წყლის ტრანსპორტით აქ მარტივად მოხვდებით და იმოძრავებთ. მის სანაპირო ქალაქებში ავტობუსები ჩაგიყვანენ, რომლებიც დღეში სამჯერ მაინც მოძრაობენ. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანაც.

დედაქალაქის ქუჩები და საფეხმავლო სივრცეები სავსეა კაფეებით, მაღაზიებით, სუვლაკის დახლებით და ბარებით. ნავსადგურსა და მოედანს შორის იყიდება ადგილობრივი პროდუქცია, მათ შორის კუნძულის საუცხოო ყველი. მიირთვით ახლად დაფქული ყავაც კუთხის კაფეებში.

იხილეთ რენესანსის ხელოვნება მის მთავარ ტაძარში, დაგეგმეთ სანაპირო დღე ერმუპოლის მიღმა, დატკბით ხედებით სან ჯორჯის კათედრალიდან და ეწვიეთ სოფლებს. სანაპიროებზე ავტობუსები გამართულად დადიან. ერთ-ერთი საუკეთესო ქვიშიანი სანაპიროა კინი / Kini. ასევე, გირჩევთ: Finikas; Voulgari Beach, Agathopes Beach, Komito.

და ბოლოს, უყურეთ მზის ჩასვლას პლატეიაზე (Plateia Miaouli), ის სიკლადების საუკეთესო ურბანული სივრცეა. დაათვალიერეთ ნეოკლასიკური მერიის შენობა, დაისვენეთ პალმების ხის ქვეშ და დასხედით კაფეებში.