თუ საბერძნეთის ცნობილი კურორტების ალტერნატივები გაინტერესებთ, სადაც ადგილობრივები მეტად ავთენტურ ატმოსფეროს ქმნიან, გემრიელ ბერძნულ კერძებს ამზადებენ, წყალს მაგიური შეფერილობა აქვს და ხალხი მეგობრულია, ჩვენს სიას მიყევით და ჩაინიშნეთ! ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში ისიამოვნებენ როგორც სანაპიროების, ასევე ისტორიის მოყვარულები. აქ ისეთივე ანტიკური ისტორიაა, როგორც ათენში და ისეთივე სანაპიროები, როგორც სამხრეთ კუნძულებზე. ამასთან, ქვეყნის საუკეთესო წმინდა ადგილებიც სწორედ აქაა თავმოყრილი. ჩრდილოეთ საბერძნეთი ბევრად ბიუჯეტურიცაა და აქ გადაადგილებაც მარტივია.
ტოპ 5 აქტივობა:
- შეიძინეთ სასმელი, მოუსმინეთ ლაივ მუსიკას, ისიამოვნეთ ღამის ცხოვრებით და ცოცხალი უბნით სახელად ლადადიკა – თესალონიკში.
- ეწვიეთ მეფე ფილიპ მეორეს სამეფო სამარხს სავსეს არტეფაქტებით და აღმოაჩინეთ დაკარგული ქალაქი აიგაი.
- აიღეთ 1 დღიანი კრუიზი ათოსის ნახევარკუნძულზე და დატკბით 1000 წლოვანი მონასტრების არქიტექტურით. ეს რეგიონი ორთოდოქსული საბერძნეთის სულიერი ცენტრია.
- დაჯავშნეთ ვახშამი ჰიერიონის რესტორანში ათენა პალასის კურორტზე. აქ თავს ბიზანტიელ იმპერატორად იგრძნობთ.
- გაიარეთ ულამაზესი ლანდშაფტის გზა ლიტოჩოროს (Litochoro) მთიანი ქალაქიდან ოლიმპოს ეროვნულ პარკამდე. დატკბით ზღვის და მთის ხედებით.
თესალონიკი
დაიწყეთ მოგზაურობა თესალონიკიდან, საბერძნეთის სიდიდით რიგით მეორე ქალაქიდან, რომელიც ეგეოსის ზღვის ნაპირებზე მდებარეობს. იუნესკოს მიერ “გასტრონომიის ქალაქად” წოდებული თესალონიკი არის ადგილი, სადაც ჩინებული ბერძენი მზარეულები საოცარ გემოებს ქმნიან. თესალონიკი გთავაზობთ ისტორიულ ძეგლებს, მაღალი ხარისხის რესტორნებს, ცოცხალ ღამის ცხოვრებას და შოპინგის მრავალფეროვნებას. აქ აღმოაჩენთ მიტოვებულ შენობებს, რომლებიც ლაივ მუსიკის სივრცეებადაა გარდაქმნილი.
ადვილია მოიაროთ 2300 წლიანი ქალაქი ფეხით და დაიკარგოთ რომაული, ბიზანტიური და ოტომანური ისტორიის შრეებში, განსაკუთრებით ანო პოლის გარშემო. ამ უბანში 15 ბიზანტიური მონუმენტია. მოინახულეთ აია სოფია, ჰაგიოს დემეტრიოსი, არისტოტელეს მოედანი, არქეოლოგიური მუზეუმი და თეთრი კოშკის მუზეუმი.
ვერჯინა/Vergina
თესალონიკიდან 70 კილომეტრში ვერჯინაში აღმოჩნდებით, არქეოლოგიის ისტორიის საუცხოოდ შემონახულ ადგილას. მთავარი სანახაობა არა გარედან, არამედ შიგნით დაგხვდებათ. მის მუზეუმში საოცარი არტეფაქტებია შემონახული. აქ ნახავთ ალექსანდრე დიდის მამის, ფილიპ მეორეს სამარხს. აიგაის სამეფო საფლავებს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლარნაკებს, ოქროს იარაღებს, ძვირფას სამკაულებს… ბილეთის ღირებულება ნოემბერსა და მარტში ნახევრდება.
ლიტოჩორო/Litochoro
გაიქეცით მშვიდ მთებში, სადაც ბერძნები, ბულგარელები, სერბები და ალბანელები სათავგადასავლო მოგზაურობებში დადიან. ლიტოჩორო მე-14 საუკუნის ტრადიციული სოფელია მისტიკური ოლიმპოს მთით და საოცარი ხედებით ზღვაზე და მთებზე. გაისეირნეთ ქვაფენილია ქუჩებში, აღმოაჩინეთ მაკენიური სტილის სახლები, ტურისტული მაღაზიები და აშ. მოინახულეთ ოლიმპოს ეროვნული პარკი და გამოქვაბულები. აქ დაცული ბიომრავალფეროვნებაა და ლაშქრობის თუ კანოეთი სეირნობის საშუალება გექნებათ.
გაისეირნეთ სანაპირო ქალაქ პლაკაში და იცურავეთ ფირუზისფერ წყალში.
სიტონიას ნახევარკუნძული
თესალონიკთან ახლოს მდებარეობს ჰალკიდიკის ნახევარკუნძული, რომელსაც სამი განშტოება აქვს, თითოეულს სხვადასხვანაირი ატმოსფერო. შუა და უდიდესია სიტონია, სავსე ზეთისხილის ხეებით. აქ კრისტალივით სუფთა წყლებისთვის მოდიან.
ათოსის მთა
ათოსი ჰალკიდიკის მესამე ნახევარკუნძულია და მას საბერძნეთის ვატიკანს უწოდებენ. აქ 12 ცალი 1000 წლოვანი მონასტერია. წყლიდან ნავის ტურებით შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების არაჩვეულებრივი სილამაზით და მონასტრების არქიტექტურით.