თუ ტაილანდში ერთი კვირის გატარებას ფიქრობთ, რთულია გადაწყვიტოთ ჩრდილოეთს მიაკითხოთ თუ ანდამანის სანაპიროს. სწორი დაგეგმვით 5 დღეში აქ ყველაფრის ჩატევა შეგიძლიათ. შენი მეგზური ტაილანდში დაუვიწყარ მოგზაურობას დაგიგემავთ.
დღე 1: დატვირთული ბანგკოკი
ბანგკოკი ტაილანდის თავგადასავლების საწყისია. მოინახულეთ ქალაქის ცნობილი საყდრები და სასახლეები. დააგემოვნეთ ტაილანდური სამზარეულო. საღამოს კი შეძლებთ ღამის გართობას, რადგანაც აქ დაბნელების შემდეგ ბევრი ბარი იხსნება.
დღე 2: ტაილანდის ყურე
აქ შეგიძლიათ აირჩიოთ სამი კუნძულიდან რომელიმე: კო სამუი, კო ტაო ან კო ფა-ნგანი. იქ ბორნებით მოხვდებით, რომლებიც რამდენიმე კუნძულზე ჩერდებიან. კოჰ სამუი უფრო დიდი და განვითარებულია სავაჭრო ცენტრით და აეროპორტით. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ცარიელ სანაპიროებზეც და შეუერთდეთ ღამის წვეულებებს. ჩავენგსა და ლამაიზე (Chaweng & Lamai) კარგი საკვებია და ისინი უფრო ფოტოგენურები არიან. მაე ნამი და აო ფანგ კა (Mae Nam, Ao Phang Ka) უფრო მშვიდი კუნძულებია ჯუნგლებით, მდიდრული გამოსაკვლევად.
კო ფა-ნგანი (Ko Pha-Ngan) ცნობილია სავსემთვარეობის წვეულებებით, რომლებიც ათასობით ახალგაზრდა მოგზაურს იზიდავენ, მაგრამ აქ წვეულებების მიღმა მოინახულებთ გამოქვაბულებს და სალაშქრო ბილიკებს პანორამული ხედებით მთელ კუნძულზე. კო ტაო (Ko Tao) გვთავაზობს მშვიდ სანაპირო გამოცდილებას ლამაზი ნაპირებით და კაფეებით. აქ სკუბა დაივინგის გამოცდასაც შეძლებთ.
დღე 3: რელაქსაცია მზეზე
დამსახურებული დასასვენებელი დღისთვის წადით სანაპიროზე. დილა კუნძულებზე უფრო ზანტად იწყება, ამიტომაც შესაძლოა ყავა 10 საათამდე ვერსად იშოვოთ. სადილად დააგემოვნებთ გემრიელ ზღვის პროდუქტებს. წყლის სპორტი კი დაუსრულებენ მხიარულებას გპირდებათ.
დღე 4: ანდამანის სანაპირო
გაყევთ ბორანს უკან ხმელეთზე და გამოიკვლიეთ ანდამანის სანაპირო. ყველაზე იაფი ვარიანტია ბორანი-ავტობუსის კომბო ბილეთები, რომლებსაც სასტუმროებში, ტურ-ოპერატორებთან ან სანაპიროზე შეიძენთ. შეგიძლიათ დაათვალიეროთ კრაბი, სამხრეთ ტაილანდის მშვენიერი პროვინცია, ნახოთ ქვის ფორმაციები, თეთრი სანაპიროები და კრისტალივით სუფთა წყლები. Hat Railay და Hat Ton Sai მხოლოდ ნავითაა ხელმისაწვდომი და იდეალური სამოთხეა მთელ ტაილანდში.
დღე 5: ფიფი, ფუკეთი ან კრაბი
გაეშურეთ ბორნით კო ფი-ფიზე და დაკავდით სნორკელინგით ან სანაპიროზე წამოწოლით. მაიას სანაპირო ძალიან ლამაზია მაგრამ პიკ სეზონზე ტურისტებითაა სავსე. იქიდან გაყევით ბორანს ფუკეთში. ალტერნატივაა დარჩეთ კრაბიზე და მოიაროთ მისი ნაწილი: კო ტან მინგი, პუიას სანაპირო, პოდას კუნძული და აშ.