ბუნებრივი ღირშესანიშნაობებიდან საოცარ არქიტექტურამდე, ტრადიციული ფესტივალებიდან თანამედროვე გასართობ ღონისძიებებამდე, მშვიდი კუთხეებიდან სათავგადასავლო სივრცეებამდე, ტაილანდს ყველასთვის შეუძლია მისთვის სასურველი რამის შეთავაზება. ფუკეთს ყველაზე მეტად მისი პოპულარული ქალაქებით და სანაპიროებით იცნობენ. ჩვენ აქ ორ არაჩვეულებრივ დღეს დაგიგემავთ:
დღე 1
გამოიკვლიეთ ძველი ქალაქი
დაიწყეთ დღე ფუკეთის ძველ ქალაქში, მომხიბვლელ ისტორიულ უბანში, რომელიც პოპულარული ტურისტული მიმართულებაა ქალაქის მდიდარი მემკვიდრეობის აღმოსაჩენად. მოიწყვეთ სასიამოვნო სეირნობა და დაათვალიერეთ ფერადი სახლები, მუზეუმები, მაღაზიები და ღამის ცოცხალი ბაზრობა. ზოგიერთი ძველი შენობა დღეს აქ მუზეუმია, მაგალითად – Phuket Thai Hua Museum, ზოგი კი კაფე. მოინახულეთ ქუჩის მხატვრობა, დააგემოვნეთ ადგილობრივი საკვები და შეიძინეთ სუვენირები.
საყდარი
შემდეგ ეწვიეთ შალონგის საყდარს (Chalong Temple), უდიდეს და ყველაზე ხშირად მონახულებად საყდარს ფუკეთში. ის მე-19 საუკუნეში აშენდა და სამი სართული აქვს. ვიზიტორებს შეუძლიათ ავიდნენ ტერასაზე და პანორამული ხედებით დატკბნენ.
მიეფიცხეთ მზეს სანაპიროზე
წადით მზის ჩასვლის საყურებლად სანაპიროზე. პატონგის სანაპირო (Patong Beach) კრისტალივით სუფთა წყლით და და თეთრი ქვიშით გამოირჩევა. ამ სანაპიროზე თვალწარმტაცი ხედები და მწვანე მთებია. ის თითქოს პატარა ქალაქის ატმოსფეროს ქმნის. აქ ყველანაირი ბიუჯეტის რესტორანს და ობიექტს ნახავთ.
ივახშმეთ ტივტივა რესტორანში
მიიღეთ გამოცდილება კურორტის ტივტივა საკვე სივრცეში გემრიელი ზღვის პროდუქტების დაგემოვნებით. იქამდე ხმელეთიდან ნავით უნდა მიხვიდეთ.
დღე 2
დაუახლოვდით ჯეიმს ბონდს
წადით ცნობილ კუნძულზე: Phang Nga Bay და გამოიკვლიეთ ამ რეგიონის პატარა კუნძულები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია “ჯეიმს ბონდის კუნძული”, რომელმაც პოპულარობა გაუხმაურებული ჯეიმს ბონდის გადაღების შემდეგ მოიპოვა. აქ ულამაზესი კლდეები და ბუნებაა.
დიდი ბუდას ქანდაკება
ლანჩის შემდეგ, მოინახულეთ ფუკეთის უდიდესი ბუდა, რომელიც ნაკერდის მთებში მდებარეობს. ეს შთამბეჭდავი რელიგიური ძეგლი 45 მ. სიგრძისაა და მთიდან ზღვაზე საოცარ ხედებს გვთავაზობს.
გამოსცადეთ აქაური ღამის ცხოვრება
თუ ღამით გართობა გსურთ, Bangla Road საუკეთესო მიმართულებაა. ეს ცოცხალი ქუჩა სანაპიროდან პატონგის ცენტრამდეა გაჭმული და ბარებს და მუსიკალურ სივრცეებს გვთავაზობს. აქ გაერთობით მეგობრებთან ერთადაც და ცალკეც.