კამპანია ცხელი, ხმაურიანი და ცოცხალია რომაული ნანგრევებით, ვულკანებით და ქალაქებით, რომლებიც სავსეა სასახლეებით, პიაცებით, გოთიკური ეკლესიებით და გალერეებით. სანაპიროს გასწვრივ კლდეებზე გაყვანილ გზებზე პასტელური ფერის ქალაქები და სოფლებია ფარული გამოქვაბულებით და ოქროს ქვიშით. შენი მეგზური აქ დაუვიწყარ მოგზაურობას დაგიგეგმავთ:
შენი მეგზური:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
კამპანიის მთავარი ქალაქებია: ნეაპოლი, სორენტო და სალერნო.

როდის უნდა წახვიდეთ კამპანიაში? თუ ხალხმრავლობა არ გსურთ, ერიდეთ პიკ სეზონს: ივლისს და აგვისტოს. ამ დროს ტემპერატურაც, ფასებიც და ტურისტების რაოდენობაც მაღალია. გაზაფხულზე ტემპერატურა საშუალოდ 20 გრადუსია და ლაშქრობითაც შეგიძლიათ დაკავდეთ. შემოდგომაზე აქ რთველი და საჭმლის ფესტივალებია. ზამთარი მშვიდი და უფრო ცივია.

გირჩევთ კამპანიას მინიმუმ 5 დღე დაუთმოთ. აქ რამდენიმე დღით ჩამოსვლის შემთხვევაში აუცილებლად მოინახულეთ პომპეის ნანგრევები, ნეაპოლი, საოცარი კაპრი, ისკია ბაღებით და მშვიდი პროჩიდა. დაისვენეთ ამალფის სანაპიროზე.

რა უნდა გააკეთოთ კამპანიაში: მოინახულეთ რომაული პომპეი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. იგრძენით წარსულის პულსი, გამოიკვლიეთ ბაზრობები, აბანოები, საყდრები, ფრესკებით მორთული ვილები და ამფითეატრები.

პროჩიდა: ნეაპლის სანაპირო ზოლთან მდებარე კუნძული პროჩიდა ხშირად მისი მეზობლების, კაპრის და ისკიას გამო უგულველყოფილია, მაგრამ სწორედ აქ დაგხვდებათ პასტელური შეფერილობის ბულვარი, კლდის გამოქვაბულები, გემრიელი ზღვის პროდუქტები და სამხრეთ იტალიური ცხოვრების ავთენტური ატმოსფეროს შეგრძნება.

ნეაპოლიტანური პიცა: რომისგან განსხვავებით, ნეაპოლში უფრო ფუმფულა და რბილი პიცა აქვთ, მეტი ცომი, ნაკლები ტოპინგი. კამპანიაში ვიზიტი ნეაპოლიტანური პიცის დაგემოვნების გარეშე არ უნდა დაასრულოთ. გირჩევთ მე-19 საუკუნის L’ Antica Pizzeria da Michele-ს, სადაც პიცებს ხის ღუმელში იდეალურად აცხობენ.

რომანტიკა სორენტოს ნახევარკუნძულზე: ისეთმა პოეტებმა როგორებიც არიან ლორდ ბაირონი, რომანტიკა სორენტოში იპოვნეს. წადით სამხრეთით და აღმოაჩინეთ კამპანიის სანაპიროების სილამაზე, სადაც იცურავებთ და კაიაკით ივლით.

დალაშქრეთ ვესუვიუსის მთა: 1281 მ. სიმაღლის ვესუვიუსის მთაზე ევროპის ერთადერთი აქტიურ ვულკანი მდებარეობს. შეგიძლიათ სალაშქრო ბილიკების მეშვეობით დატკბეთ მისი სილამაზით.

როგორ შეიგრძნობთ ადგილობრივი ცხოვრების გემოს? გაისეირნეთ პიაცებზე, დაისვენეთ კაფის ტერასებზე, დააგემოვნეთ ჟელატო და შეეკითხეთ ადგილობრივებს მათი ფავორიტი ადგილის შესახებ. ერიდეთ რესტორნებს ტურისტული მენიუთი.

კამპანია და ყავა: კამპანიაში ყავაზე გიჟდებიან და ადგილობრივები დაგარწმუნებენ, რომ აქ იტალიის საუკეთესო ყავის გასინჯვაა შესაძლებელი. შეუკვეთეთ ტრადიციული ყავა, მდიდრულად არომატული ესპრესო. რძიანი ყავა, ლატე და კაპუჩინო მიირთვით დილით.











