არაბული ყურის ნაპირებზე მდებარე აბუ-დაბი ხელოვნების მნიშვნელოვან ნამუშევრებს აერთიანებს. მისი ხელოვნების და კულტურის სცენა უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი
Warehouse421
ეს დიდი ინდუსტრიული კომპლექსი კულტურის ცენტრია, სადაც გამოფენებს და ხელოვანების სტუდიებს ნახავთ. ის ქალაქის გულში, ალ მინას უბანში მდებარეობს. ცენტრი არაბთა გაერთიანებული სამეფოების არტისტთა შემოქმედებას უხჭერს მხარს. აქ ეწყობა საერთაშორისო ფილმების ჩვენებებიც.
Abu Dhabi Art Hub
როგორც სახელი გვეუბნება, ეს არის ხელოვნების ჰაბი სხვადასხვა ტიპის სივრცეებით, რომელიც მსოფლიო სავაჭრო მოლშია განთავსებული. აქ ნახავთ ფერად პორტრეტებს და გამოფენებს, რომლებიც ერთი თემის გარშემო ტრიალებს, მაგალითად “ქალები” ან “ტოლერანტულობა”.
Louvre Abu Dhabi
აბუ დაბის ლუვრი კოლაბორაციაა ემირატებსა და საფრანგეთს შორის, რომელიც 2007 წელს გაფორმდა. 10 წლის შემდეგ მუზეუმი თავისი უნიკალური ფილოსოფით გაიხსნა. ის პირველი უნივერსალური მუზეუმია არაბულ სამყაროში. მხოლოდ მისი ფუტურისტული არქიტექტურის გამოც კი ღირს სტუმრობა.
Manarat Al Saadiyat
მაღალტექნოლოგიური მანარათი დიდი ზომის ინსტალაციებით გამოირჩევა, რომელიც საერთაშორისო არტისტებს ეკუთვნით. ის იყო პირველი მუზეუმი, რომელიც ქალაქის კულტურულ უბანში, საადიატში გაიხსნა და ადგილობრივი თუ ჩამოსული ხელოვნების ენთუზიასტებისთვის ერთგვარი ჰაბი გახდა. შთამბეჭდავი ინსტალაციები ფასადზეცაა.
Abu Dhabi Heritage Village
აბუ დაბის მემკვიდრეობის სოფელი, ტრადიციული სოფლის სახეა. ის პოსტ-თანამედროვე ქალაქში ერთგვარ ოაზისს წარმოადგენს და რეგიონის წარსულს გვაჩვენებს.
Emirates National Auto Museum
ქალაქის ცენტრის მიღმა, უდაბნოს კიდეზე მდებარე ემირატების ავტო მუზეუმი ვინტაჟური მანქანების შთამბეჭდავი კოლექციით გამოირჩევა. აქ 200-ზე მეტი მანქანაა, რომლებიც შეიხ ჰამად ბინს ეკუთვნის.
Zayed Heritage Center
ზაიდის ცენტრი პატარა მუზეუმია ისტორიის მოყვარულებისთვის. აქ დაცული კოლექციები დიდი ისტორიის ნაწილია. რამდენიმე ოთახში ემირატების მნიშვნელოვან არტეფაქტებს იხილავთ.
Abu Dhabi History Museum and Aquarium
აბუ დაბის ისტორიის მუზეუმი და აკვარიუმი ხალიფას პარკში მდებარეობს, დიდ მეჩეთთან ახლოს. აქ თვალსაჩინოდ ჩანს თუ როგორ განვითარდა აბუ დაბი უდაბნოდან ცათამბჯენებამდე. შეისწავლით აბუ დაბის ეკოსისტემას, წყალსაც.
Etihad Modern Art Gallery
ეთიჰადის თანამედროვე ხელოვნების გალერეა აბუ დაბის საუკეთესო თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს წარმოგვიდგენს. აქ არაბი არტისტების კოლექციებთან ერთად საერთაშორისო არტისტების ნამუშევრებიცაა, მათ შორის 160 იაპონელი არტისტის.
N2N Gallery
ეს პატარა მაგრამ მნიშვნელოვანი გალერეა წარმოგვიდგენს სკულპტურებს, გრაფიკულ ხელოვნებას და ევროპელი არტისტების ნახატებს. შავი კედლები მას ინდუსტრიულ ატმოსფეროს სძენს.