აბუ დაბი ცოცხალი 21-ე საუკუნის ჰაბია, ვიზუალური შედევრი, კულტურათა გადაკვეთა. აბუ დაბი აქტიური ქალაქია სადაც შენი მეგზური თქვენზე მორგებულ ტურს დაგიგეგმავთ.

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

დღე 1

დაიწყეთ დღე ახალი საპრეზიდენტო სასახლის სტუმრობით, რომელიც 2017 წელს აშენდა. Qasr Al Watan – მეტია ვიდრე უბრალოდ სასახლე. ის უნიკალური შენობაა, სადაც ემირატების სული გამოსჭვივის. მის აუჩქარებლად დასათვალიერებლად 2 სთ დაგჭირდებათ.

შემდეგ ესტუმრეთ ემირატების სასახლეს. მდიდრულია მისი ინტერიერიც და ექსტერიერიც. დააგემოვნეთ ცნობილი ნაყინი მის კაფეში.

დღე 2

მეორე დღე დაუთმეთ საადიატის კუნძულს (Saadiyat Island). ეს ემირატების ახალი კულტურული ჰაბია და თქვენი პირველი გაჩერება უნდა იყოს აბუ დაბის ლუვრი. ეს მუზეუმი წარმოგვიდგენს საოცარ სკულპტურებსა და ხელოვნების ნიმუშებს. თავად შენობაც ხელოვნების ნიმუშია.

შემდეგ გაეშურეთ სულის სანაპიროზე

Soul Beach – არის ადგილი, სადაც რელაქსაციის გარდა, გემრიელადაც მიირთმევთ. აქ კაფე-რესტორნები ასარჩევადაა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს წარმოგვიდგენენ.

Jubail Mangrove Park – ამ პარკში კი აბუ დაბის ბუნებას გაეცნობით. ის ემირატების ერთგვარი სამოთხეა. გაყევით 2 კმ სიგრძის ბილიკს ტყეებსა და წყლებში.

დღე 3

მესამე დღე დაიწყეთ Qasr Al Hosn-ის მონახულებით. ეს ისტორიული ძეგლი და აბუდაბის უძველესი ქვის ნაგებობაა. დღეს ის სრულებითაა განახლებული და წარმოგვიდგენს საინტერესო მუზეუმს ქვეყნის ისტორიული არტეფაქტებით, მათ შორის იარაღებს.

ამის შემდეგ, დრო შეგიძლიათ დაუთმოთ შოპინგს. The Galleria Al Maryah Island – აბუ დაბის უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია. აქ შეგიძლიათ წაიხემსოთ კიდეც. ნახავთ როგორც საერთაშორისო, ასევე პატარა ბრენდებს.

მზის ჩასვლის პერიოდში აუცილებლად მოინახულეთ ომის მემორიალი და მონუმენტი – Wahat Al Karama. ის შეიხ ზაიდის დიდ მეჩეთთან ახლოს მდებარეობს.

ბოლოს კი გადაინაცვლეთ შეიხ ზაიდის დიდ მეჩეთთან (Sheikh Zayed Grand Mosque). ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი და არქიტექტურული შედევრია, რომელიც ისლამური დიზაინის და არქიტექტურის სილამაზეს აერთიანებს. მეჩეთში შესვლა უფასოა და დაახლოებით 1-2 საათი დაგჭირდებათ მის დასათვალიერებლად. აქ შესაბამისი ჩაცმულობა აუცილებელია. ქალებისთვის მიზანშეწონილია კაბა და მხრების და მუხლების დაფარვა.

დღე 4

აბუ დაბის ბოლო დღე კი დაუთმეთ პატარა ოაზისს – Al Ain. მისი განსაკუთრებული ნაწილია ალ ჯაჰილის ციხესიმაგრე (Al Jahili Fort). ის ემირატების უდიდესი ციხესიმაგრეა, სიძლიერის სიმბოლო.