ნიკოლა ტესლა და საინტერესო არქიტექტურა ალბათ პირველი ასოციაციებია სერბეთის ხსენებისას. ეს პატარა ბალკანური ქვეყანა 7 მილიონი მაცხოვრებლით, რომელსაც უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა და მონტენეგრო ესაზღვრებიან, საკმაოდ გემრიელი სუფრით გამოირჩევა. ჩვენ 10 მათგანის დაგემოვნებას გირჩევთ:
1) Sarma/სარმა
სერბული ჩათუშული კომბოსტო
სარმა კომბოსტოს ტოლმის აქაური ვარიანტია, მას ხორცით და ბრინჯით ავსებენ. ის საკმაოდ გემრიელი და წვნიანია და სერბეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Manufaktura-ში სარმას გემრიელ ვარიანტს იაფად მიირთმევთ.

2) Ćevapi/სევაპი
სერბული სოსისი გრილზე
ოდესმე გდომებიათ ბურგერი სოსისად გექციათ? ეს გრილზე შემწვარი ხორცი სწორედ ამ სურცილის რეალიზებაა და ის სერბეთში ყველაზე ტიპური ტრადიციული კერძია. როგორც წესი, მას ხახვთან და ფრანგულ ფრისთან ერთად მოგიტანენ. მიირთმევთ თითქმის ყველა რესტორანსა თუ ქუჩის კუთხეში.

3) Pljeksavica/პლეკშავიცა
სერბული ჰამბურგერი
სერბული ჰამბურგერი საქონლის, ცხვრის ან ღორის ხორცისგან მზადდება. მას აზავებენ ხახვით, ნივრით, პაპრიკათი და მარილით. იწვება ტაფაზე ან გრილზე. მიირთვით ის სერბულ კარტოფილის სალათასთან ან ფრისთან ერთად. Prava Pljeskavica და Mara საუკეთესო სწრაფი კვების ობიექტებია.

4) Riblja Čorba/რიბლია კორბა
არა, ეს სერბული როკ ბენდის სახელი არაა. რეალურად, ბენდმა დაირქვა სერბული საჭმლის სახელი. ეს წითელი ფერის, პაპრიკით შეზავებული თევზის სუპია, რომელიც შეიცავთ ლოქოსაც. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხარე კერძია სერბიაში.

5) Mućkalica/მუკალიცა
სერბული ბარბექიუს ხორცი ბოსტნეული ამერიკულ ვარიანტს ვერ შეედრება, მაგრამ აქ დაგემოვნებად ნამდვილად ღირს. ჩვენ მის დასაგემოვნებლად გირჩევთ: Kod Dače.

6) Gibanica/გიბანიცა
პიტა ყველით, გამოცხობილი სპეციალურ ქოთანში
ეს ტიპური სერბული ყველის ღვეზელია, რომელსაც წასახემსებლად აქ ხშირად იყენებენ. ფენებად გამოცხობილი პიტა ამოვსებული ყველით და კვერცხით ყველა რესტორანში აპეტაიზერადაა გაფორმებული.

7) Krofne/კროფნე
დონატი შაქრის პუდრით
ეს სერბული დესერტია – დონატი სავსე შოკოლადით, კრემით, დარიჩინით, შაქრით ან კრემით.

8) Pečenje/პეტენიე
ეს ითარგმნება როგორც “დაბრაწული ხორცი”. ის შეიძლება მომზადდეს ღორის ან ცხვრის ხორცისგან და როგორც წესი, გვხვდება დღესასწაულებზე, ქორწილებზე ან დიდ დაბადების დღეებზე.

9) Karađorđeva Šnicla/კარადორდევა
ეს შნიცელის მაგვარი კერძია ამოვსებული სპეციალური კრემით და შემდეგ შემწვარი. მას როგორც წესი კარტოფილთან და ტარტარის სოუსთან ერთად მოგიტანენ. დააგემოვნეთ ის ბოჰემურ უბანში, სასიამოვნო ლაივ მუსიკის თანხლებით, ბარში – Dva Jelena.

10) Rakija/რაკიჯა
ეს ბალკანური მძიმე ალკოჰოლური სასმელია. ის ხილის ბრენდია, სერბეთის ეროვნული სასმელი. რაკიჯა მოიცავს ყურძენს, ქლიავს, ატამს და გარგარს. ის აქ არამხოლოდ ალკოჰოლი, არამე კულტურული ელემენტია, რომელიც ნებისმიერი ღონისძიების აღნიშვნასთან ასოცირდება. მას სერბეთში ყველგან იპოვნით.











