თუ ევროპის ცეცხლოვან ქვეყანაში აპირებთ მოგზაურობას, რამდენიმე რჩევის გათვალისწინება ნამდვილად სასარგებლო იქნება. გაითვალისწინეთ ისინი და ესპანეთში მოგზაურობას გაცილებით სასიამოვნოდ აქცევთ.

1. შეისწავლეთ რამდენიმე ადგილობრივი სიტყვა

მართალია, ბევრმა ესპანელმა იცის ინგლისური, მაგრამ ეს ენა აქ ისეთივე გავრცელებული არაა, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში. ამიტომაც, რამდენიმე ესპანური სიტყვის სწავლა ნამდვილად გამოგადგებათ. მაგალითად, „დონდე ესტა…?“ – „სად არის…?“ როცა რაიმეს ვერ აგნებთ. ხოლო, რაც შეეხება სიტყვებს: „ჰოლა“, „ბუენოს დიას“ და “გრასიას“ ბევრად უფრო უხარიათ ადგილობრივებს.

2. ესპანელები გვიან ჭამენ

ესპანური კვების განრიგი სხვა ქვეყნებისგან განსხვავდება. ისინი ლანჩს შუადღის 2 საათიდან 4 საათამდე მიირთმევენ, ვახშამს კი საღამოს 9 საათის შემდეგ. თუ ლანჩისთვის რესტორანს ეძებთ, ისინი შესაძლოა 2 საათამდე დახურულები იყვნენ.

3. აქ ყველგან მზე არაა

ესპანეთზე ძირითადი ასოციაციებია: მზე, ზღვა და სანგრია, თუმცა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი მწვანე ლანდშაფტითაა დატვირთული და აქ ხშირად წვიმს. მაგალითად, გალისია ქვეყნის ყველაზე წვიმიანი რეგიონია.

4. საჯარო ტრანსპორტი გამართულია

იქნება ეს ქვეყნის გარშემო მოგზაურობა თუ ქალაქების შიგნით, აქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ მოწესრიგებულია. ბიუჯეტური სატრანსპორტო ხაზებია ვუელინგი და იბერია ექსპრესი. მათ გარდა, ქვეყანაში ბევრი ავტობუსი დადის იაფად. ქალაქებში დღიური და კვირის ულიმიტო ბილეთების აღება საკმაოდ ხელსაყრელია.

5. შეგიძლიათ დალიოთ წყალი ონკანიდან

დიდ ქალაქებში, როგორებიცაა მადრიდი და ბარსელონა, ონკანის წყალი დასალევად უსაფრთხოა. მეტიც, მადრიდში ის გუადარამას მთიდან მოდის. ამიტომაც, ნუ შეიძენთ ძვირადღირებულ წყლის ბოთლებს.

6. ფრთხილად იყავით ჯიბის ქურდებთან

ესპანეთის ზოგიერთ არეალში, განსაკუთრებით მადრიდსა და ბარსელონაში ჯიბის ქურდები არიან, რომლებიც ტურისტებს პოპულარული ლოკაციების და მეტროების სიახლოვეს აკვირდებიან. დარწმუნებული იყავით, რომ ფული და ძვირფასი ნივთები ელვით შეკრულ წელის ჩანთაში გიდევთ ან სხვა ნებისმიერი ჩანთა მჭიდროდ გაქვთ დახურული.

7. სასმელს ხანდახან უფასო წასახემსებელი მოყვება

ესპანეთში ტაპასის კულტურა ნიშნავს, რომ როდესაც რაიმე სასმელს უკვეთავთ ის წასახემსებელთან ერთად მოვა. მაგალითისთვის, ეს იქნება კარტოფილის ჩიფსი, ზეთისხილი ან მინი სენდვიჩი. თქვენ ამისთვის ცალკე არაფერს იხდით, უბრალოდ სასმლის საფასურში შედის.

8. ჯამონი მეფეა!

არ უნდა დატოვოთ ესპანეთი ამ ნაციონალური კერძის გარეშე. ჯამონ იბერიკო ღორის ხორცისგან დამზადებული შაშხით კეთდება და საუკეთესო ხარისხის კერძადაა აღიარებული.

9. ჩაის დატოვება აუცილებელი არაა

ჩაის დატოვების კულტურა ესპანეთში არ არსებობს და თავად ესპანელები ან საერთოდ არ ტოვებენ მას ან მხოლოდ რამდენიმე ცენტს. ძვირადღირებული კერძებისთვის შეგიძლიათ დატოვოთ 10% ჩაი, თუმცა ეს აუცილებელი არაა.

10. პაელა ვალენსიიდანაა

შესაძლოა პაელას დაგემოვნება ესპანეთის ყველა ქალაქში გაგიხარდეთ, თუმცა იცოდეთ რომ ის ვალენსიიდანაა და აქ მას ყველაზე ავთენტურად ამზადებენ. თუ ვალენსიაში არ ხვდებით, მოძებნეთ ვალენსიური რესტორანი. ესპანელები პაელას ლანჩზე მიირთმევენ და არა ვახშამზე. ასე ორგანიზმს მეტი დრო ეძლევა რომ ეს მძიმე საკვები მოინელოს.

11. მაღაზიები შესაძლოა შუადღეს დაიხურონ

ბევრი მაღაზია და ბიზნესი ესპანეთში შუადღეს 3 საათით იკეტება. ასე, რომ ნუ დაგეგმავთ რაიმეს ყიდვას დღის 1 საათიდან დღის 4 საათამდე. დიდ ქალაქებში, მსხვილი მაღაზიები და სუპერმარკეტები არ დაიხურება, თუმცა არაფერია გარანტირებული. ამის საკომპენსაციოდ, შეგიძლიათ იშოპინგოთ გვიანობამდე. ესპანეთში მაღაზიები ძირითადად საღამოს 10 საათამდეა ღია.

12. არავის აქვს სიესტა…

მითიური სიესტა, ერთგვარი სტერეოტიპი, რომელიც ესპანეთში ძველმა დრომ ჩამოყალიბა, დღეს აღარ მოქმედებს. ადრე მშრომელები მინდორში გატარებული გრძელი დილის შემდეგ ცოტა ხნით იძინებდნენ. დღეს სიტყვა სიესტა მატვრულ ტერმინად შემორჩა, ესპანელები შუადღეზეც საკმაოდ ფხიზლად არიან.

13. …და არც სანგრია

სანგრია ტურისტული სასმელია. ადგილობრივებს ტინტო დე ვერანო უყვართ, ზაფხულის ღვინო, რომელიც წითელ ღვინოს და ლიმონათს შეიცავს. შეუკვეთეთ ის თუ გსურთ, რომ ადგილობრივებს დაუახლოვდეთ.

14. ესპანელები კოხტად იცვამენ

ესპანელებს უყვართ საკუთარ თავზე ზრუნვა და მოსწონთ ფაქტი, რომ კარგად გამოიყურებიან. ასე, რომ მათ სპორტულ სამოსში ვერ იხილავთ. შორტებით ესპანელები მხოლოდ სანაპიროზე დადიან, ამიტომაც ქალაქის ქუჩებში მათ ადვილად გამოარჩევთ ტურისტებისგან.

15. ესპანელები მეგობრულები არიან

თუ გასაჭირში ხართ, არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა. ესპანელები ძალიან კეთილები არიან. ისინი მაშინაც კი დაგეხმარებიან, თუ ამას არ თხოვთ.

როგორ მოვხვდეთ ბარსელონას და მადრიდის აეროპორტებიდან ქალაქის ცენტრში