ქვიშიანი სანაპიროებიდან დაწყებული, ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე კუნძულებით დამთავრებული, ბავარიული ალპებისა და მდელოების გავლით – გერმანია ახლად შეუღლებულებს ბევრ იდილიურ ადგილს სთავაზობს. ჩვენ ამ ქვეყნის 12 ყველაზე რომანტიკული მიმართულება შეგირჩიეთ.
რუგენი/Rügen
რუგენი გერმანიის უდიდესი კუნძულია და ბალტიის ზღვაში მდებარეობს. თქვენ აქ დღეებს სანაპიროს ტყეების, ჟასმუნდის ეროვნული პარკის და კლდეების გასაოცარი ხედების თვალიერებაში გაატარებთ. აქ სპა მომსახურეობებიც დაგხვდებათ, სავახშმო ადგილებიც და კრუიზიც, რომელიც ზღვაში მზის ჩასვლის დროს შედის.
მოზელის ველი/Moselle Valley
მოზელის ტერიტორია გერმანიაზე, საფრანგეთზე და ლუქსემბურგზე ნაწილდება. მისი გერმანული ნაწილი განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა. აქ ზღაპრული სოფელი დაგხვდებათ ანტიკური ციხესიმაგრეებით. დააგემოვნეთ რეგიონის საუკეთესო ღვინო – რა შეიძლება იყოს აქ ამაზე რომანტიკული!
შპრეეს ტყე/Spree Forest
მდინარე შპრეეს ბერლინის მიღმა დასახლება ჭაობის მაგიურ ლანდშაფტს ქმნის. რომანტიკული კოტეჯები და საოჯახო სასტუმროები თაფლობისთვის გასატარებლად მშვენიერი არჩევანია. ბუნებრივი წყალსაცავის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ნავიც იქირაოთ.
ბერშტეგადენი/Berchtesgaden
ეს პატარა ქალაქი გერმანიის სამხრეთ კუნჭულში მდებარეობს, ავსტრიის საზღვართან. ზამთარში ის ზღაპრულ საოცრებათა ქვეყნად იქცევა. ბერშტეგადენში სალაშქრო ბილიკები და მყუდრო რესტორნები დაგხვდებათ ღვინითა და აგიზგიზებული ბუხრით.
როტენბურგ ობ დერ ტაუბერი/Rothenburg ob der Tauber
სამხრეთ ბავარიის ეს ქალაქი ბევრმა გამოცემამ აღიარა გერმანიის ყველაზე პოპულარულ ადგილად, რომელსაც ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა ეწვიო. ნახევრად ხის სახლები, ქვაფენილიანი ხეივნები და მშვიდი მოედნები მშვენიერია რომანტიკული სეირნობებისთვის ამ ფოტოგენურ ქალაქში.
ჰეიდელბერგი/Heidelberg
ჰეიდელბერგმა რომანტიკული ქალაქის წოდება საუკუნეების მანძილზე მოიპოვა. მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი მწერალი, მათ შორის ერნესტ ჰემინგუეი, მარკ ტვენი და გოეთე, სწორედ ამ ქალაქით იყვნენ შთაგონებულები. ჰეიდელბერგმა მეორე მსოფლიო ომის ნაღმებს გაუძლო და დღემდე, რენესანსის შედევრულ არქიტექტურას წარმოგვიდგენს. მათ შორის ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს. აუცილებლად უყურეთ მზის ჩასვლას აქედან.
დრეზდენი/Dresden
დრეზდენის ძველი ქალაქი ბაროკოს არქიტექტურით ბრწყინავს და მას “ჩრდილოეთის ფლორენციასაც” კი უწოდებენ. დაათვალიერეთ ქალაქის ფანტასტიკური ხელოვნების საგანძური და დატკბით მისი პანორამული ხედებით რომანტიკულ კრუიზში, მდინარე ელბადან. იდეალური იქნება თუ ოპერის სახლში, კლასიკური მუსიკის კონცერტსაც დაესწრებით.
სილთი/Sylt
სილთი ჩრდილოეთ ზღვის ნამდვილი დედოფალია. ის ცნობილია მიშლენის ვარსკვლავებიანი რესტორნებით, გამაჯანსაღებელი პროცედურებით, დაუსრულებელი ქვიშის სანაპიროებით და ზღვით, რომლის გამოც აქ ვარსკვლავებიც კი ჩამოდიან. თაფლობისთვის მშვენიერი მიმართულება ბევრ აქტივობას გთავაზობთ.
კონსტანსის ტბა/Lake Constance
კონსტანსის ტბა შვეიცარიის და ავსტრიის საზღვარზე მდებარეობს და სამ ქვეყანას იყოფს. მის გარშემო ფოტოგენური საკურორტო ქალაქები მდებარეობს. ლინდაუ, კონსტანზი და მირსბურგი მათ შორის ყველაზე ლამაზ დასახლებებად ითვლებიან და ახლად შეუღლებულებს ბევრ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან. მათ შორის: რომანტიკულ ადგილებს სავახშმოდ და ტურებს ტბის გარშემო.
ფუსენი/Füssen
რამდენიმე პატარა ტბას შორის მდებარე ფუსენი გერმანიის ყველაზე მაგიური ციხესიმაგრეების ადგილია. ისტორიული ქალაქი ჰოჰენშვანგაუს ციხესიმაგრესთან და ლინდერჰოფის სასახლესთან ახლოს მდებარეობს. თუმცა, უდავო ფავორიტი მაინც ნეუშვანშტეინის ციხესიმაგრეა. გაატარეთ დღეები მათ დათვალიერებაში ისე, თითქოს დისნეის წყვილი ხართ და გახადეთ თაფლობისთვე დაუვიწყარი გამოცდილება.
ბამბერგი/Bamberg
ეს ბავარიული ქალაქი კარგად შემონახული შუასაუკუნოვანი ძველი ქალაქია, რომელსაც იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსი აქვს. ქვაფენილიანი ქუჩები, ნახევრად ხის სახლები და უამრავი ხიდები, რომლებიც გამზირებს ერთმანეთთან აკავშირებენ, რომანტიკული სეირნობებისთვის ჰარმონიული მიმართულებაა. მიირთვით ვახშამი სანთლის შუქზე.
შავი ტყე/Black Forest
“შავ ტყედ” წოდებული დასახლება ზღაპრებით, გუგულის საათებით და შოკოლადითაა ცნობილი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ახალი წყვილები იმედგაცრუებულები არ დარჩებიან თუ თაფლობისთვის მიმართულებად სწორედ მას აირჩევენ. ისეირნეთ ულამაზეს ბუნებაში, მიიღეთ რელაქსაცია ბადენ-ბადენის სპა სასტუმროში და ესტუმრეთ ტბას ტიტისიში.
გსურთ გამოიკვლიოთ გერმანიის მეტი მაგიური მიმართულება? აი ადგილები, რომლებიც თავს ზღაპარში გაგრძნობინებთ.