მოკრძალებული ფართობის მიუხედავად, ლუქსემბურგში უამრავი ღირსშესანიშნაობა, არქიტექტურული ძეგლი და მუზეუმი მდებარეობს, რომელთა ძირითად ჩამონათვალზე ჩვენს ბლოგში მოგიყვებით.
ბუნებრივი ლანდშაფტის გამო, დედაქალაქს მრავალფეროვანი რელიეფი აქვს. მას ზედა და ქვედა ქალაქად ყოფენ. ქალაქის ნაწილები მიწისქვეშა გვირაბებით უკავშირდებიან ერთმანეთს და ქმნიან ერთიან სისტემას. ზედა ნაწილში მდებარეობს ქალაქის ცენტრი მრავალი სადამკვირებლო მოედნით. ქვედა ქალაქი კი მყუდროდ ისვენებს ალზიუტის და პეტრუსის მდინარეების გასწვრივ.
ქალაქის რატუშა
ქალაქის რატუშა (მისამართი: Place Guillaume, 42) აშენდა 1830-1838 წლებში და ნეოკლასიციზმის სტილში იყო შესრულებული. 1795 წლამდე აქ მდებარეობდა ფრანცისკანული მონასტერი, მაგრამ ნაპოლეონის მოსვლისთანავე გადაწყდა, რომ აქ რატუშას აღორძინება უფრო მნიშვნელოვანი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში ქვეყანაში ომი იყო, ოფიციალურად რატუშა ექვს წელიწადში გაიხსნა ნიდერლანდების მეფის და ლუქსემბურგის დიადი ჰერცოგის, ვილლემ II-ს მიერ. დღესდღეობით აქ ტურისტული ოფისი მდებარეობს.
ჰერცოგების სასახლე
ჰერცოგების სასახლე (მისამართი: Rue du marche-aux-Herbes, 15) 200 წლის მანძილზე შენდებოდა და ფართოვდებოდა. მშენებლობა 1572 წელს დაიწყო და შესრულებული იყო რენესანსის სტილში მრავალი ბარელიეფით. დღესდღეობით აქ ჰერცოგების ოფიციალური რეზიდენცია მდებარეობს სხვადასხვა დელეგაციების მისაღებად. 1995 წლიდან სასახლე კი ვიზიტორთათვის გაიხსნა. აქ დასწრება და ტურის დაჯავშნა კი შეიძლება ზემოთაღნიშნულ ტურისტულ ოფისში.
ნოტრ-დამი
საკათედრო ტაძარი “ნოტრ-დამი” (მისამართი: Place de Clairefontaine, 4) 1613 წელს აშენდა და თავდაპირველად წარმოადგენდა იეზუიტების კოლეგიალურ ეკლესიას. ეკლესიას სახელწოდება მრავალჯერ შეეცვალა და უკვე 1870 წელს მიიღო საბოლოო სახელი. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შენობას მიუშენეს სივრცე, სადაც დღესაც ტარდება წარმოდგენები. ტაძარში მდებარეობს აკლდამა, სადაც დაკრძალული არიან ჰერცოგის ოჯახის წევრები და ასევე მდებარეობს გრაფ იან დე ბლინდეს საფლავი. ღვთისმშობლის ძეგლი სასწაულმოქმედად ითვლება და ბევრი პილიგრიმი აქ ყოველწლიურად ლოცვისა და ამ ძეგლის პატივსაცემად ჩამოდის.
სადამკვირებლო მოედანი (Corniche)
Corniche (მისამართი: Chemin de la Corniche) სხვაგვარად “ევროპის აივანს” ეძახიან. ეს სადამკვირებლო მოედანი მდებარეობს ციტადელზე, საიდანაც საოცარი ხედი იხსნება ქვედა ქალაქზე.
ისტორიული მუზეუმი
ისტორიული მუზეუმი (მისამართი: rue du Saint-Esprit, 14) მდებარეობს სხვადასხვა დროში აღორძინებულ ოთხ შენობაში. მისი ექსპოზიცია მოგიყვებათ ჰერცოგობის განვითარების და დედაქალაქის ისტორიაზე და პირობითად ორ ნაწილად არის დაყოფილი – არქიტექტურა და ცხოვრება და დროებითი ექსპოზიციები.
სამუშაო საათები: სამშაბათი – კვირა 10.00 საათიდან 18:00 საათამდე, ხუთშაბათს 20.00 საათამდე.
წმინდა მიქაელის ეკლესია
წმინდა მიქაელის ტაძარი (მისამართი: Rue Sigefroi, 12) – ქალაქის ყველაზე ძველი ეკლესიაა, რომელიც 987 წელს გრაფ ზიგფრიდის ბრძანებით აშენდა. ეკლესია საუკუნეების მანძილზე ნადგურდებოდა და შემდგომ კვლავ შენდებოდა, ბოლო ცვლილებები კი მე-17 საუკუნის ბოლოს განხორციელდა.
ადოლფის ხიდი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალაქის ღირსშესანიშნაობა – ადოლფის ხიდია. ის 1903 წელს აშენდა და მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვის ხიდს წარმოადგენს, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან სამეფო ბულვარს და Gare-ს რაიონს. მისი სიგრძე 85 მეტრს შეადგენს.მრავალწლიანი ისტორიის მიუხედავად, მას ხშირად “ახალ ხიდს” ეძახიან.