გერმანიაში მიემგზავრებით? ალბათ წარმოიდგენთ ციხესიმაგრეებს, ალპების ხედებს, ბერლინის ღამის ცხოვრებას და ოქტობერფესტს. მაგრამ, “პოეტებისა და მოაზროვნეების მიწაზე” ბევრი სხვა რამეც დაგხვდებათ. ეს ქვეყანა სავსეა პატარა დასახლებებით, რომლებიც ზღაპრული მაგიურობით გამოირჩევიან.
-
Ramsau bei Berchtesgaden
გერმანიის სამხრეთ ნაწილში მშვენიერი პატარა რამსაუ დაგხვდებათ: სოფელი 1800 მოსახლით და ალპების შთამბეჭდავი ხედით. აქ ნახავთ მდინარეს, განსხვავებული არქიტექტურის ეკლესიას და მშვიდ ტბებს. თოვლის ფანტელების მოსვლასთან ერთად, მთელი რეგიონი ზამთრის საოცრებათა ქვეყნად იქცევა. გაზაფხულსა და ზაფხულში კი ყვავილების მინდვრებით ივსება.

-
Rothenburg ob der Tauber
როტენბურგი გერმანიის ზღაპრული სოფლის უბადლო ნიმუშია. აქ თავს შუა საუკუნეებში იგრძნობთ. მისი ძველი ქალაქი ევროპის ფარული საგანძურია. აქ ყველა ფერის სახლს აღმოაჩენთ. მაგიური ატმოსფერო მხოლოდ ტურისტებს არ იზიდავთ. აქაა გადაღებული კადრები “ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები”-დან.

-
Ahrenshoop
მარილიანი წყლის სურნელება, ბალტიის ზღვის ხმა და გასაოცარი კოტეჯები სანაპირო ზოლზე – აჰრენშუფის ატმოსფერო ნამდვილად მოგხიბლავთ. ერთ დროს მეთევზეთა სოფელი დღეს პოპულარული კურორტია ინდივიდუალური შარმით. ეს იდეალური ადგილია სარელაქსაციო უიქენდის გასატარებლად: ქვიშაში სასეირნოდ და ველოსიპედით საკატაოდ.

-
Schiltach
ხშირი ტყეები, სალაშქრო ბილიკები და სპა სასტუმროები – აქ კიდევ ბევრი რამაა აღმოსაჩენი. ეს იდილიური სოფელია გაშენებული მდინარეზე. შილტაჰი “შავი ტყის” დასახლების ბოლოს შემოგეგებებათ. ის გერმანიის ყველაზე ფოტოგენური ისტორიული ლოკაციის წოდებას ატარებს.

-
Meissen
მეისენი პოპულარობას მაღალი ხარისხის სუფრის ჭურჭელს უმადლის. აქ ცნობილი მეისენის ქარხანა დიდიხანია რაც მდებარეობს. 100 წლის ისტორიის მქონე არქიტექტურა მეისენის კათედრალსა და ალბრეჰტსბურგის ციხესიმაგრეში გამოსჭვივის. გერმანიის უძველესი სასახლე ისტორიულ ქალაქს და მის გარშემო არსებულ მთებს გადმოჰყურებს.

-
Miltenberg
ფრანკფურტიდან და ვურსბურგიდან სულ რაღაც 1 საათის გზაზე მდებარე ეს ქალაქი მდინარის პირას მდებარეობს. მილტენბერგი ერთ დროს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ლოკაცია იყო. დღეს მხოლოდ ანტიკური ნანგრევები აღბეჭდავს ადრეულ ისტორიას. აქ ნახევრად ხის სახლები, სავაჭრო მოედანი და ბუნების ხედები დაგხვდებათ.

-
Sieseby
ეს ქალაქი თეთრი კოტეჯებით გამოირჩევა, რომლებიც მორთულნი არიან ყვავილებითა და ბუჩქებით. სისბაიში ცხოვრება თითქოს შენელებულია და აქ თავს საოცრად მშვიდად იგრძნობთ. იქირავეთ ნავი და გაისეირნეთ წყალზეც.

-
Rüdesheim am Rhein
ეს ადგილი კი ალბათ ყველაზე რომანტიკული წყლისპირა დასახლებაა გერმანიაში. რუდეშეიმი ვენახებით, სასახლეებით, მთებით და ლანდშაფტით ბრწყინავს. ის იდეალური სოფელია იმისთვის, რომ გერმანული კულტურა გაითავისოთ.

-
Meersburg
კონსტანსის ტბა რამდენიმე გერმანული, შვეიცარიული და ავსტრიული სოფელითაა გარშემორტყმული. პატარა მერსბურგი კი გასაოცრად შთამბეჭდავია. ისეირნეთ ძველ ქალაქში და დაათვალიერეთ ფოტოგენური სახლები, ალპური პანორამები და ტბის ლანდშაფტი. მოინახულეთ მე-7 საუკუნის ალტე ბურგის ციხესიმაგრე.

-
Quedlinburg
ჰარცის მთები ყველაზე ლამაზ გერმანულ ლანდშაფტად ითვლება. თქვენ აქ ბევრ სალაშქრო ბილიკს და საველოსიპედო გზას ნახავთ, ასევე, ტყეებს და საოცარი ფორმების ქვებს. ქვადლინბურგი უნიკალურად მაგიური ადგილია ქვაფენილიანი გზებით და ლამაზ სახურავებიანი სახლებით.

-
Dinkelsbühl
დინკელსბუჰლმა მეორე მსოფლიო ომის ნაღმებს გაუძლო და მისი ისტორიული ცენტრი ხელუხლებელი დარჩა. ნურემბერგსა და შტუტგარტს შორის მდებარე დასახლება ბევრ ადამიანს იზიდავს. შობას, განსაკუთრებით მაგიურია ციმციმა მორთლობებითა და ნაძვის ხით.











