🇫🇷✨ფრანგული რივიერა არაა უბრალოდ სამოგზაურო მიმართულება, ესაა მზის სხივებით დახატული ოცნება.
⭐ნიცაში ჩასვლისას ჰაერი უფრო მსუბუქი, ფერები უფრო მკაფიო, ცხოვრება კი უფრო ელეგანტური მოგეჩვენებათ. ზღვა ლურჯის უამრავ ელფერს აერთიანებს, პალმები ხმელთაშუაზღვის მონაბერ ნიავში ნაზად ირხევიან. აქ ყველა ქუჩა ფრანგული ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს და თქვენი ყველა დილა სილამაზის ცქერით დაიწყება.
☕🌸ნიცაში, მომხიბვლელ ძველ უბანში სეინობისას, ახლად გამომცხვარი პურის და ყვავილების სურნელებას იგრძნობთ. შეეგებებით ცნობილ ინგლისურ ბულვარს, სადაც ცა იდილიურ ჰარმონიას ერწყმის. ციხესიმაგრის მთიდან იხილავთ ხედს, რომელიც თქვენს გონებაში მუდამ მკვეთრ კადრად დარჩება და დროც ვერ გაცრიცავს.
🏰ეზეში, ზღაპრულ სოფელში შეაბიჯებთ, რომელიც ზღვას ზემოდან გადაჰყურებს. ქვის ქუჩებსა და ყვავილებით მორთულ აივნებზე მაგიური ატმოსფერო იქმნება. აქ მდებარეობს სუნამოების ქარხანა, სადაც აღმოაჩენთ თუ როგორ იქცა ფრანგული ელეგანტურობა სურნელებად. ესაა უნიკალური გამოცდილება, რომელიც ფრანგულ რივიერასთან ასოცირდება.
👑⛵მონაკო და მონტე კარლო რივიერას გლამურულ მხარეს გაჩვენებთ. მდიდრული იახტები ნავსადგურში ისვენებენ, პრინცის სასახლე ამაყად დგას, ლეგენდარული კაზინო კი უსასრულო პრესტიჟით ბრწყინავს. აქ იმ სამყაროს შარმს შეიგრძნობთ, სადაც სიტყვები: სამეფო, ელეგანტურობა და ხმელთაშუაზღვიური სილამაზე ერთ კონცეფციად იქცევა.
🌿 სან-ჟან-კაპ-ფერატიში ვილები ფირუზისფერ ნაპირებსა და მწვანე მთებს შორის იმალებიან. ვილა ეფრუსიში, ვარდისფერ სასახლეს სამოთხის მსგავსი ბაღები ეკვრის. აქ თითოეული კუთხე ნახატს მოგაგონებთ, ყველა ხედი კი საფოსტო ბარათს.
🍊მენტონი ლიმნისფერი სახლებით და ნაზი ზღვისპირა შარმით მიგიზიდავთ.
🎬 კანი ქუჩებში წითელ ხალიჩას გაგიფენთ და გაგრძნობინებთ თითქოს თქვენ გვერდით კინო ლეგენდები დადიან.
☀️ანტიბე ძველი ნავსადურით, არტისტების ენთუზიაზმით და სანაპირო ცხოვრებით შეგამკობთ.
💙✈️ჩვენ ამ ტურში თქვენი გიდი ვიქნებით და თითოეულ ნაბიჯს გაგიფერადებთ.











