მონტე კარლოში ნახავთ ცნობილ ადამიანებს, მდიდრულ შენობებს, დიდ კაზინოებს და სუპერ მანქანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ბიუჯეტურად ვერ იმოგზაურებთ. უფასო პარკები, სასეირნო გზები და ბაზრობები საშუალებას მოგცემთ ადგილობრივ კულტურას მცირე ხარჯებითაც გაეცნოთ. მონტე-კარლოს ფეხით მოვლაც მარტივი აქტივობაა. ჩვენ გირჩევთ ფრანგული რივიერას მდიდრული ნაწილის ბიუჯეტურ მოვლას:

დაისვენეთ სან-მარტინის ბაღებში

სან მარტინის ბაღები (Jardins Saint-Martin) ოკეანოგრაფიის მუზეუმსა და მონაკოს კათედრალს შორის მდებარეობს. ის 1816 წელს გაიხსნა და ადგილობრივ და ეგზოტიკურ მცენარეებს და სკულპტურებს მოიცავს. აქედან დატბებით ხმელთაშუაზღვის ხედებითაც. შესვლა უფასოა.

გაისეირნეთ პრინცის სასახლის მოედანზე

პრინცის სასახლეში (Palais du Prince Square) შესვლა 8 ევრო ღირს, თუმცა შეგიძლიათ უყუროთ უფასოდ თუ როგორ იცვლება დაცვა შთამბეჭდავი ფასადის ფონზე. სასახლე მონტე კარლოსა და მონაკოში თითქმის ყველა ლოკაციიდან მოსჩანს, მაგრამ მისი ახლოდან შეფასება განსხვავებული გამოცდილებაა. ჯარისკაცების შეცვლის ცერემონიალი დაახლოებით 12-ის ნახევარზე იწყება.

გაყევით სკულპტურების ბილიკს

მონაკოში ბევრი ხელოვნების მუზეუმია მსოფლიო დონის კლასიკოსებისა და თანამედროვე არტისტების ნამუშევრებით. სამეფო ინიციატივის წყალობით, ქუჩებსა და პარკებში 100-ზე მეტი სკულპტურაა განთავსებული, რომელთა ხილვა ტურისტებს უფასოდ შეუძლიათ. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

მისამართი: 62 Boulevard du Jardin Exotique

გაიარეთ “ჩემპიონების ბულვარში”

ჰოლივუდის ვარსკვლავების ხეივნის მსგავსად, მონაკოში სპორტის ჩემპიონების ხეივანია მოწყობილი და ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია.

მისამართი: 12 Avenue Princesse Grâce

არ ეწვიოთ მონტე-კარლოს პიკ სეზონში

ზაფხული მონტე კარლოში სამოგზაუროდ საუკეთესო დროა, მაგრამ ბიუჯეტური მოგზაურობისთვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ დროს მომატებული ფასების და მოთხოვნის გამო ეს მიზანშეწონილი არაა.  მონაკო პატარაა, მაგრამ აქ ნახავთ იაფ და ბიუჯეტურ სასტუმროებსაც.

გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მონტე-კარლოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება საკმაოდ მარტივია. ისინი ყველა ქუჩაზე დადიან და განრიგს და მიმართულებებს ინგლისურად ნახავთ. სამუშაო დღეებში ინტერვალი 10 წუთია. ავტობუსების და ბორნების დღიური ფასი აქ 3 ევროა, ხოლო ერთჯერადი მგზავრობა მხოლოდ 1 ევრო ღირს. 10 დღიან სამოგზაურო ბარათს 6 ევროდ შეიძენთ. პარასკევსა და შაბათს ავტობუსები ღამის 4 საათამდე მუშაობენ.

შეიძინეთ იაფი პროდუქტები კონდამინის ბაზრობაზე

ავთენტური გემოების იაფად დასაგემოვნებლად კონდამინის ბაზარს (Marché de la Condamine) ესტუმრეთ და მიირთვით აქაური ფანქეიქი სოკა. ბაზარი დილის 6 საათიდან შუადღის 2 საათამდე მუშაობს.

შეიძინეთ კოტაზურის ბარათი

Cote d’Azur Card – იაფი საშუალებაა მონაკოს ძეგლები რომ მოინახულოთ. აქ ბევრი მუზეუმი და გამორჩეული ნაგებობა, მაგრამ ფასიანი. ბარათის ღირებულებაა 45 ევრო და საშუალებას გაძლევთ ფრანგულ რივიერაზე 60 ადგილი უფასოდ მოინახულოთ. მათ შორისაა მონაკოს ოკეანოგრაფიის მუზეუმი, პრინცის სასახლე და მონაკოს სამთავრობო რეზიდენცია.