ფრანგული რივიერას ჯგუფური ტური
ნიცა, ეზე, მონაკო, სან-ჟან-კაპ-ფერა, მენტონი, კანი და ანტიბი · 7 დღე





მიმოხილვა
მე ვიქნები შენი მეგზური ფრანგული რივიერას ჯგუფურ ტურში.
ტურის განმავლობაში მოვინახულებთ ფრანგული რივიერას მარგალიტებს: ნიცა, კანი, მონაკო, ანტიბი, სან-ჟან-კაპ-ფერა, მენტონი, ეზე, ფრაგონარდის პარფიუმერიის ქარხანა და ვილა ეფრუსი.
მოგზაურობის პერიოდი: 21–27 მაისი და 10–16 სექტემბერი 2026.
გადახდა შესაძლებელია 4 ეტაპად, დასაჯავშნად საჭიროა 1500 ლარი. ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში, ფასები ცვალებადია.
მარშრუტი დღეების მიხედვით
ჩასვლა ნიცაში
ჩასვლა ნიცაში და ტრანსფერი სასტუმროში (აეროპორტი – სასტუმრო). საფეხმავლო ექსკურსია ნიცაში, ვახშამი (სურვილისამებრ) და დაბრუნება სასტუმროში.
ეზე, ფრაგონარდის პარფიუმერია, მონაკო და მონტე კარლო
გასვლა სასტუმროდან მატარებლით. ეზე: ძველი ქალაქი, ხედები და თავისუფალი დრო. ფრაგონარდის პარფიუმერიის ქარხანა. მონაკო და მონტე კარლო: სასახლე, კაზინო, პორტი. დაბრუნება ნიცაში.
სან-ჟან-კაპ-ფერა და ვილა ეფრუსი
გასვლა სასტუმროდან ავტობუსით და ტაქსით/ტრანსფერით. სურვილისამებრ კრუიზი ნიცის პორტიდან. სან-ჟან-კაპ-ფერას საფეხმავლო ექსკურსია და ვილა ეფრუსი. დაბრუნება ნიცაში და თავისუფალი დრო (სავაჭრო ქუჩები, კაფეები, მუზეუმები). სურვილისამებრ Musée Matisse ან Palais Masséna.
მენტონი
გასვლა სასტუმროდან მატარებლით. ქალაქ მენტონის საფეხმავლო ექსკურსია (ბაღები, ბულვარები), თავისუფალი დრო ზღვისპირას ან ქუჩებში სასეირნოდ და საყიდლებზე. დაბრუნება ნიცაში და თავისუფალი საღამო.
ნიცა – კანი – ანტიბი – ნიცა
გასვლა სასტუმროდან მატარებლით. კანის საფეხმავლო ექსკურსია (Palais des Festivals) და ანტიბის საფეხმავლო ექსკურსია. თავისუფალი დრო ზღვისპირას ან ქუჩებში სასეირნოდ და საყიდლებზე. დაბრუნება ნიცაში და თავისუფალი დრო.
თავისუფალი დღე ნიცაში
საყიდლები ან დრო სანაპიროზე.
გამომგზავრება
გამოსვლა სასტუმროდან, ტრანსფერი აეროპორტში და ფრენა თბილისში.
ფასში შედის
- ორმხრივი პირდაპირი ავიაბილეთი თბილისიდან
- 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი და 8 კგ ხელბარგი
- 3* სასტუმრო ნიცაში, საუზმით
- ტრანსფერები: აეროპორტი – სასტუმრო და სასტუმრო – აეროპორტი
- ტრანსპორტი პროგრამის მიხედვით: მატარებელი (2, 4 და 5 დღე), ავტობუსი და ტაქსი/ტრანსფერი (3 დღე)
- გამყოლის/გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
ფრენა
ბარგი: 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი და 8 კგ ხელბარგი





