ფლორენციის ტრანსფორმაცია უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე შესაძლოა ერთი შეხედვით შესამჩნევი არ იყოს, რადგანაც წითელმა სახურავებმა, ქვის ხეივნებმა და რენესანსის მონუმენტებმა აქ საუკუნეების მანძილზე მტკიცედ დაიმკვიდრეს ადგილი. ეს ქალაქი ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმია. იუნესკოს სიაში შესულ ცენტრს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
საუკეთესო სუვენირებისთვის: გალერეა რომანელი
მე-14 საუკუნის ქალაქის კარიბჭესთან, პორტა სან ფრედიანოსთან მდებარე ეს გალერეა ანტიკურ ხელოვნებას რეალისტურ ფიგურებად გარდაქმნის. რომანელების ოჯახი ამ ყოფილ ტაძარში მე-19 საუკუნის დასაწყისიდან მუშაობს. ამ მაღაზიამ არტისტების 6 თაობა გამოიარა. გალერეის (Galleria Romanelli) შუშის კედლებში შებიჯებისას, ვიზიტორები ისტორიული ფიგურების მონუმენტებს აღმოაჩენენ. თუ ვორქშოფს შეუერთდებით, საკუთარ მიქელანჯელოს დავითსაც შექმნით.
საუკეთესო ადგილობრივი დიზაინი: Apelle Lab
ფლორენციის ტყავთან ურთიერთობა 800 წელზე დიდი ხანია რაც გრძელდება. ჯერ კიდევ 1282 წელს აქ პროფესიონალი ტყავის ოსტატები ცხოვრობდნენ და ტყავზე მუშაობის ტრადიციას საფუძველი დაუდეს. სან ლორენცოს ბაზრის დატტვირთული დახლების მიღმა, პანდოლფინის ქუჩაზე მიწისქვეშა მაღაზიას აღმოაჩენთ. აქ ნახავთ ხელნაკეთ ქამრებს, ფეხსაცმელებს, სათვალის ჩანთებს და კედლის დეკორაციებს.
საუკეთესო კერამიკა: Bottega Pendolare
მადრიდში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დახურვის შემდეგ, ვიოლა მშობლიურ ფლორენციაში დაბრუნდა და კერამიკის სტუდია 2021 წელს გახსნა. დელი ალფანის ქუჩაზე მდებარე ეს მაღაზია ინსპირაციას ნამდვილად მოგცემთ. აქ წარმოდგენილი კერამიკის ნამუშევრები თითქოს ცოცხალი პიროვნებები არიან.
საუკეთესო წიგნებისთვის: L’Ornitorinco
ეს წიგნის მაღაზია სან ფრედიანოს უბანში მდებარეობს, დი კამალდოლის ქუჩაზე. აქ ნახავთ ნათარგმნ იტალიურ წიგნებსაც. მაღაზიის კაფეში შეგიძლიათ გემრიელი ესპრესოც დააგემოვნოთ და წიგნები ისე დაათვალიეროთ. ამ უსაყვარლეს სივრცეში სარელაქსაციო ატმოსფერო დაგხვდებათ. აქ პოეტების საღამოები და სხვა ღონისძიებებიც აქტიურად ტარდება.
საუკეთესო საკვებისა და ღვინისთვის: Enoteca Fratelli Zanobini
ღვინო დიდიხანია ფლორენციელების კულტურის ნაწილია. ისტორიულ ცენტრში ბევრ ღვინის მაღაზიას გადააწყდებით, მაგრამ ეს ერთ-ერთი გამორჩეულია თავად ადგილობრივებშიც. გაზაფხულისა და ზაფხულის თბილ საღამოებს ადამიანები მის წინ სასიამოვნოდ ატარებენ. აქ ტოსკანური ღვინის ბევრი სახეობა დაგხვდებათ და მათ თან წაღებასაც შეძლებთ. გაესაუბრეთ მასპინძლებს და გვერწმუნეთ, ისინი საუკეთესო რეკომენდაციებს მოგცემენ.