ხორვატიის შთამბეჭდავ ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ქალაქი სიბენიკი მდებარეობს – ნამდვილი ფარული მარგალიტი, რომელიც მდიდარი ისტორიით და ცოცხალი ატმოსფეროთი გამოირჩევა. ქვაფენილიანი ქუჩებით, ლამაზი არქიტექტურით და მბზინავი ლურჯი წყლით, ეს სანაპირო ქალაქი მშვენიერი გასაქცევია ხორვატიაში მოგზაურობის დაგეგმვისას. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

პატარა და მომხიბვლელი სიბენიკი სპლიტის ჩრდილოეთით 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და შეგიძლიათ აქ 1 დღიანი მოგზაურობაც მოიწყოთ. ის ცნობილია როგორც მანქანებისგან დაცლილი ქალაქი, აშენებული მთაზე. პატარა ნავსადგურით, ბულვარით, გალერეებით და გადმოსახედი ტერასებით აქაური სიმშვიდე ნამდვილად მოგცემთ დასვენების საშუალებას.

1. გამოიკვლიეთ ძველი ქალაქის ქუჩები

სიბენიკის ძველი ქალაქი ლაბირინთია ლამაზი კარებებით, ვიწრო ქუჩებით და დაუსრულებელი ხეივნებით. აქ რუკა საჭირო არაა, დაიკარგეთ მის ულამაზეს ატმოსფეროში! ყველა ქუჩა საბოლოოდ მაინც ნაპირზე გადის. ხორვატიის სხვა ლოკაციების მსგავსად, სიბენიკმა Game of Throne-ს შემქნელები შთააგონა და  აქ რამდენიმე მისტიკური სცენაა გადაღებული. დაათვალიერეთ ხმელთაშუაზღვიური ბაღი წმ. ლოურენსის მონასტერთან ან იშოპინგეთ. აქ ბევრი ძალიან კარგი ტანისამოსის მაღაზიაა. დაასრულეთ საღამო რივას ბულვარში სეირნობით და დატკბით გემრიელი კოქტეილით რომელიმე ტერასაზე.

2. შუასაუკუნოვანი შენობები

სიბენიკის ძველი ქალაქის ულამაზეს ქვაფენილიან ქუჩებზე ისტორიის გამორჩეული ქვის ნაგებობებია: 4 ვენეციური სტილის ციხესიმაგრე, ეკლესია-მონასტრები და კათედრალები. ციხესიმაგრეები გთავაზობენ პანორამულ ხედებს ქალაქზე და ზღვაზე. ბარონის ციხესიმაგრე ყველაზე მაღალია, მაგრამ ცენტრალური წმ. მაიკლის ციხე ყველაზე შთამბეჭდავი ხედებით ხასიათდება. ის ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. შესვლის ღირებულება 10 ევრო. დაასრულეთ მოგზაურობა ქალაქის გულში, სადაც იუნესკოს დაცული ძეგლი: წმ. ჯეიმსის კათედრალი მდებარეობს. ეს საკულტო შენობა ხორვატიის უმნიშვნელოვანესი რენესანსის მონუმენტია, რომელიც სერიალ Game of Thrones-შიც ჩანს. აქ ბევრი რესტორანიცაა.

3. გაატარეთ დრო სანაპიროზე

ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე სიბენიკზე რამდენიმე ლამაზი სანაპიროა საცურაოდ და გასარუჯად. მიირთვით გემრიელი სასმელი მუსიკის ფონზე. Banj Beach ყველაზე ახლოსაა – ეს პატარა ქვიანი სანაპირო მშვენიერია განსატვირთად.

4. გამოიკვლიეთ ადრიატიკის კუნძულები

ხორვატიის სანაპიროზე 78 კუნძულია. სიბენიკიდან გაყევით წყლის ტაქსის ან ბორნებს და აღმოაჩინეთ ქვეყნის მალული საგანძური. მანქანებისგან თავისუფალი კუნძულებია:  Zlarin, Zirje, და Prvi. იცურავეთ კრისტალივით სუფთა წყლებში, გამოქვაბულებში და კუნძულების სანაპიროებზე.

5. ეწვიეთ რომელიმე საგანძურს მახლობლად

ხორვატია მდიდარი ქვეყანაა საუკუნოვანი ქალაქებით და მშვიდი სანაპირო დასახლებებით. ლამაზი ბუნებით გამორჩეული ადგილია: პლიტვისის ტბები. რადგანაც სიბენიკი ქვეყნის ცენტრალური ქალაქია, საშუალება გაქვთ, რომ ადვილად იმოგზაუროთ ხორვატიის სხვა ადგილებში.

Trogir/ტროგირი

ეს მშვიდი სანაპირო ქალაქი სპლიტის არაჩვეულებრივი ალტერნატივაა. აქ ქვაფენილიანი ქუჩები, ლამაზი ბულვარი და ბევრი პალმის ხეა, რაც ლოკაციას მშვენიერს ხდის სამოგზაუროდ. სიბენიკის ტბაც “სამეფო კარის თამაშებშია” გამოყენებული თავისი ლამაზი სასახლეებით და ნაპირით. გამოიკვლიეთ მისი ლამაზი ქუჩები და გემრიელი სამზარეულო. ნახევარი დღით მონახულებისთვის ტროგირი მშვენიერი ადგილია.

Split/სპლიტი

თუ ტროგირიდან სამხრეთით გააგრძელებთ სვლას, მალევე აღმოჩნდებით ულამაზეს სპლიტში. სავსე არქიტექტურული საოცრებებით, ლამაზი ბულვარებით, ცოცხალი ღამის ცხოვრებით და გასაოცარი სანაპიროებით, ეს იუნესკოს დაცული პორტი ხორვატიის პოპულარული მიმართულებაა. დააგემოვნეთ ნაყინი ჟელატო და უყურეთ მზის ჩასვლას ნავსადგურიდან.

Krka National Park/კრკას ეროვნული პარკი

სიბენიკიდან 30 წუთის სავალ გზაზე ნამდვილი სამოთხე დაგხვდებათ. აქ კრკას ეროვნული პარკი, ჩანჩქერები და გასაოცარი ფლორაა. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტურიც.

6. დაესწარით რამე ღონისძიებას

სიბენიკში ბევრი საინტერესო ფესტივალი და ღონისძიებაა. ივნისში საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალი ტარდება და ქუჩები ფერადი დროშებით ივსება. ივლისსა და აგვისტოში კი სიბენიკის კულტურის გასაცნობი ფესტივალები ეწყობა ლაივ მუსიკის გაფორმებით. თუ აქ სეზონზე არ ჩადიხართ, სექტემბერში შაუსაუკუნეების გამოფენა დაგხვდებათ.

როგორ მოვხვდეთ სიბენიკში? უახლოესი აეროპორტია სპლიტში. ნებისმიერი ქალაქიდან მოხვდებით აქ სწრაფად და კომფორტულად ავტობუსით ან ნაქირავები მანქანით.

საუკეთესო დრო აქ სამოგზაუროდ: გვიანი გაზაფხული და ნაადრევი შემოდგომა, როცა აქ სასიამოვნო ამინდია და კრიალა ცაა. პიკი სეზონზე ბევრი გასართობით შეიქცევთ თავს, მათ შორის ფესტივალებით, თუმცა ამ დროს ფასები მთელ ქვეყანაში ოდნავ მაღალია.