რა ვნახოთ

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

ვენეციის ხალხმრავლობას და ქაოსს რომ გაექცეთ, გირჩევთ, ვენეციიდან 9 კილომეტრში მდებარე ქალაქ მესტრეს ეწვიოთ. მესტრე მშვენიერი ალტერნატივაა მოგზაურებისთვის, რომლებსაც ავთენტური იტალიური გამოცდილების მიღება სურთ, განსაკუთრებით მჭიდრო ბიუჯეტით. თუ ვენეცია არხებით და ინდივიდუალური არქიტექტურით ხასიათდება და მისი ისტორია მე-6 საუკუნით თარიღდება, მესტრე უფრო თანამედროვე და პრაქტიკული ქალაქია, შექმნილი ყოველდღიური იტალიური ცხოვრებისთვის. მისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ხელმისაწვდომობით და ვენეციასთან მარტივი კავშირით, მესტრე უფრო ადგილობრივ და სარელაქსაციო ატმოსფეროს გთავაზობთ, თავისუფალს ტურისტული ქაოსისგან.

თუ ვენეციის ფოტოგენური არხები და რომანტიკული ატმოსფერო წლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს, მესტრე რეგიონის უფრო მშვიდი და ბიუჯეტური ადგილია. აქ სასტუმროს ნომრების უფრო დიდი და თანამედროვეა ვიდრე მეზობელ ვენეციაში.

მესტრეში ყოფნისას ვენეციაში ჩასვლა რეგიონული მატარებლითაა შესაძლებელი, რომელსაც ვენეცია მესტრეს სადგურიდან ვენეციის სანტა ლუჩიას სადგურამდე 10 წთ სჭირდება. ბილეთის ღირებულებაა 1.60$. ასევე შეგიძლიათ გაყვეთ ავტობუსს ან ტრამვაის. ავტობუსის ბილეთის ფასია 10$ და აქტიურია 75 წუთის მანძილზე. ნავი ვაპორეტოს ფასი კი 2 $-ია.

შესაძლოა მესტრეს ვენეციის არხები არ აქვს, მაგრამ ბევრ თავშესაქცევს გთავაზობთ. მისი ცენტრია ფერეტოს მოედანი, ცოცხალი ცენტრალური მოედანი, რომელიც გარშემორტყმულია კაფეებით, რესტორნებით და მაღაზიებით. მოედნის შუასაუკუნოვანი საათის კოშკი და პატარა მოედანი ედმონდოს პიაცეტა აუცილებლად მოსანახულებელია.

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი ფორტე მარგერაა Forte Marghera, მასიური მე-19 საუკუნის სამხედრო ციხესიმაგრე, რომელიც დღეს კულტურული და რეკრეაციული ადგილია. მესტრესა და ვენეციურ ლაგუნას შორის მდებარე ეს ციხესიმაგრე გვთავაზობს ბაღებს, ხელოვნების გამოფენებს, საკვებ სივრცეებს და სარელაქსაციო ატმოსფეროს. შესვლა უფასოა.

ასევე, მოინახულეთ სან გილიანოს პარკი, ევროპის უდიდესი ურბანული პარკი. მისი სივრცე გვთავაზობს ხედებს ვენეციაზე და ლაგუნაზე. აქ შეძლებთ ველოსიპედით კატაობას, პიკნიკს და მოინახულებთ მუზეუმს.

მესტრეში ვახშმობა მოიცავს ძველის და ახლის შერწყმას, შემოთავაზებულია რა ტრადიციული ვენეციური სამზარეულო და თანამედროვე იტალიური კერძები. აქ მდებარეობს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანიც. ჩვენ გირჩევთ ტრადიციულ ვენეციურ ბიუჯეტურ ტავერნას: Hostaria Vite Rossa.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე