ზღვა და კუნძულები

ლასტოვო – ხორვატიის პატარა ეგზოტიკური სამოთხე ცარიელი სანაპიროებით

ხორვატია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი მიმართულებაა და მის ბევრ ადგილას ტურისტების სიმრავლე დაგხვდებათ. ლასტოვოს კუნძული, რომელიც 47 კუნძულისგან შემდგარი ლასტოვოს არქიპელაგის ნაწილია, დალმატიანის სანაპირო ზოლის სამხრეთით მდებარეობს და მშვენიერი გასაქცევი ადგილია ქაოსისგან გასატვირთად.

ლასტოვოს აქვს ღვინის ბარები, ტავერნები და რესტორნები. ლობსტერი სპაგეტით – ლასტოვოს საავტორო კერძია. ამ ადგილს “ეგზოტიკურ სამოთხესაც” უწოდებენ ბევრი იახტით და ბუნების სილამაზით. ლასტოვოს კუნძულის ეროვნული პარკი უდიდეს რეკრეაციულ მნიშვნელობას ატარებს.

ლასტოვოს მოსახლეობის რაოდენობა 1000-ზე ნაკლებია და აქ მხოლოდ ბორნით მოხვდებით დუბროვნიკიდან, ჰვარიდან ან სპლიტიდან. ზაფხულში აქ ტემპერატურა სტაბილურად 30 გრადუსს ინარჩუნებს და ზღვაზე დასვენებისთვის იდეალური ატმოსფეროა. ის არ ჰგავს ხორვატიის წვეულებებით აქტიურ კუნძულებს და აქ ბუნებით დასატკბობად უფრო ჩამოდიან.

კუნძულის ხმელეთის 70% ფიჭვის ხეებითაა დაფარული, სანაპირო ზოლი კი კრისტალივით სუფთა წყლითაა გარშემორტყმული. ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა – მიჰაილა. სხვა გამორჩეული სანაპიროებია: Zaklopatica bay, Skrivena Luka bay, Velo და Malo Lago bays. ლასტოვოს ცას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უწოდებენ. ეს მინიმალური გამონაბოლქვის დამსახურებაა.

ლასტოვო ცნობილია საკუთარი ღვინის წარმოებით, რომელსაც – მარასტინა ქვია. კუნძულის ერთადერთ ოფიციალურ სასტუმროს კი სოლიტუდო ეწოდება. ის სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ხორვატიახორვატია
ხორვატია2 აგვ 2026

პორეჩი ადრიატიკის სანაპიროს დაუფასებელი მიმართულება

პორეჩი, ხორვატია: ევფრაზიუსის ბაზილიკა, მარაფორის მოედანი, სანაპირო ბულვარი, კუნძული სვეტი ნიკოლასი და ახლომდებარე მოტოვუნი და გროჟნიანი.

ხორვატიახორვატია
ხორვატია22 ივლ 2026

8 საუკეთესო აქტივობა პულაში, ხორვატიაში

რა ვნახოთ პულაში: რომაული არენა, ავგუსტუსის საყდარი, სერჯის თაღი, ციხესიმაგრე, კამენჯაკის პარკი და ბარედინეს გამოქვაბული. ფასები და სამუშაო საათები.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები