ეს ულამაზესი ბერძნული კუნძული ითაკა მითიური ლეგენდების, მშვიდი სოფლების, ფოტოგენური სანაპიროების და სიმწვანის ერთობლიობაა. 7 მთავარ იონურ კუნძულს შორის, ითაკა ერთ-ერთი ყველაზე პატარაა. აქ კეფალონიიდან 25 წუთში ნავით ან ბორნით მოხვდებით. ითაკა ცნობილია როგორც ოდისევსის სახლი, ჰომეროსის საკულტო პოემიდან “ოდისეა”. ამ კუნძულზე, მისი ცოლი პენელოპე 20 წელი ელოდა ოდისევსის დაბრუნებას ტროას ომებიდან. ამ მიზეზით ითაკა რომანტიკული დასვენების მიმართულებადაც მიიჩნევა.
ითაკას დედაქალაქი, ვატი (Vathy) ულამაზესი წყლისპირა სანაპიროებით, საინტერესო ფოლკლორით და არქეოლოგიური მუზეუმით გამოირჩევა. კიონი (Kioni) კურორტია მთის ფერდობების ქვეშ, პერაჰორი (Perahóri) კი ლამაზი სოფელია ტყეებით.
ითაკა სამოთხის მსგავსი გასაქცევია ოქროს ქვიშებით, ბუნებრივი გამოქვაბულებით, მშვიდი სოფლებით და ბუნებით. გადაინაცვლეთ სრულიად სხვა საბერძნეთში იმაზე ნაკლები ტურისტით და ხალხით ვიდრე კორფუზე, სანტორინიზე და მიკონოსზე.
-
ეწვიეთ ოდისევსის სასახლის ნანგრევებს
ეს 3000 წლოვანი ნანგრევები შეგიძლიათ გამოიკვლიოთ დამოუკიდებლად ან შეუერთდეთ სამ საათიან ტურს, რომლის ღირებულებაცაა 20 ევრო.
-
დაისვენეთ სანაპიროებზე
ითაკას საუკეთესო სანაპიროებია: Filiatro, Gidaki, Loutsa Beach და Agios Ioannis.
-
დაათვალიერეთ ვატი (Vathy)
ითაკას დედაქალაქი შოპინგის, კულტურული ღირსშესანიშნაობების და რესტორნების მთავარი ცენტრია. ეს ძველი ქალაქი პირველი საუკუნით თარიღდება და მშვენიერი ადგილია ოდისევსის და ჰომეროსის ქანდაკებების ფონზე ბერძნული ყავა მშვიდად მიირთვათ. მოინახულეთ ნავსადგურიც.
-
გაისეირნეთ კაიაკით ყურეებში
კრისტალივით სუფთა და მშვიდ წყლებში კაიაკით სეირნობა მშვენიერი გამოცდილება იქნება. სხვადასხვა კლუბები სხვადასხვა ტურებს შემოგთავაზებენ.
-
მოინახულეთ ნიმფების მითიური გამოქვაბული
ზღვის დონიდან 190 მეტრზე მდებარე ამ გამოქვაბულს მხოლოდ 1 შესასვლელი აქვს და ამ ადგილთან ბევრი მითი და ლეგენდაა დაკავშირებული.
-
გამოსცადეთ სკუბა დაივინგი
აქ ყველას შეუძლია თავი სკუბა დაივინგში სცადოს, დამწყებმაც და პროფესიონალმაც. ითაკის გარშემო სუფთა და თბილი წყლები სკუბა დაივინგისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. წყლის ქვეშ ნახავთ ფერად თევზებს, კლდეებს და ქვის ფორმაციებს.
-
გადადით ბორნით კეფალონიაზე ან ლეფკადაზე
ითაკას გარშემო ბევრი კუნძულია, რომლებსაც მარტივად მოინახულებთ. კეფალონია და ლეფკადა ორი პოპულარული ბერძნული კუნძულია, სადაც ბორნით გადახვალთ.