იაპონიის მატარებლით დათვალიერება ერთი დიდი სიამოვნებაა. ეს ქვეყანა მრავალფეროვან სარკინიგზო გამოცდილებას შეგძენთ. აქ ულტრათანამედროვე მატარებლები, ვინტაჟური ვაგონები და ორთქლის ლოკომოტივები ყავთ: როგორც ნელი, ასევე სწრაფი მგზავრობისთვის. ჩვენ მსგავსი მოგზაურობისთვის რჩევებს მოგცემთ:

1. ჩამოწერეთ თქვენი სურვილები

იაპონია სამოგზაუროდ ყველაზე სასიამოვნოა გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რადგანაც ზაფხულში როგორც წესი, ცხელა. თავი აარიდეთ ეროვნულ დღესასწაულებს, მაგალითად “ოქროს კვირას” მაისის დასაწყისში. სასურველია ჩამოწეროთ თუ რისი ნახვა გსურთ ამ ქვეყანაში. მაგალითად, მშვენიერი იდეაა იაპონიის 12 ისტორიული სასახლის მონახულება. ან მისი საყდრების და ბაღების. შესაძლოა დიდ ქალაქებზე გსურთ ფოკუსის გაკეთება, ან ქალაქგარეთ, მთებში მშვიდი გასეირნება, ან რომელიმე იაპონური პოპულარული კულტურის გაცნობა: სტუდიო გიბლის ან პოკემონის. მონიშნეთ რუკაზე სასურველი მიმართულებები და შეადგინეთ მარშრუტი.

2. დასაწყისი და დასასრული

თუ ფრენით ტოკიოში ჩადიხარ, იაპონიის რომელიმე აეროპორტში მოხვდებით: ან ჰანედაში ან ნარიტაში. ჰანედა უფრო ახლოსაა ქალაქის ცენტრთან, ნარიტა კი 1 საათის გზაზე. როგორც წესი, ჰანედა უფრო მოსახერხებელია, მაგრამ ნარიტა მატარებლით პირდაპირ ტოკიოს სადგურს უკავშირდება. ამ შემთხვევაში პირდაპირ ქალაქგარეთ გასვლასაც შეძლებთ. ძირითად შემთხვევებში თქვენი საწყისი და დასასრული ტოკიო იქნება.

3. აღმოაჩინეთ შესაფერისი ბარათი თქვენი მოგზაურობისთვის

იაპონიის სარკინიგზო ბარათის სამი ვერსია არსებობს:

7 დღე: 50,000 იაპონური იენი;
14 დღე: ¥80,000 იაპონური იენი;
21 დღე: ¥100,000 იაპონური იენი.

გადაწყვიტეთ რა დროის გატარება გსურთ მატარებელში

4. მოგზაურობა უიქენდებზე უფრო საინტერესოა

უიქენდებზე იაპონიაში დამატებითი მატარებლები მუშაობენ. მაგალითად, მატარებლებს, რომლებიც კულტურულ ექსკურსიებს გვთავაზობენ “Joyful Trains” ეწოდებათ. თემატური მატარებლები სპეციალურ გზებზე გადიან. შეგიძლიათ დაჯავშნოთ ბილეთების ავტომატებიდან.

5. ბუნების ძეგლები მოინახულეთ სამუშაო დღეებში

პოპულარული ღირსშესანიშნაობები ქალაქგარეთ კვირის დღეებში უფრო მშვიდია. ამ დროს შეძლებთ იაპონიის ულამაზესი ლანდშაფტის დათვალიერებას გრძელ დისტანციებზე. აირჩიეთ ან ექსპრეს მატარებლები ან ადგილობრივი მომხიბვლელი ვაგონები.

სადგურებზე იყიდება გემრიელი ლანჩბოქსები და შეძლებთ მობილურის დატენვას.