ყირგიზეთი საერთაშორისო მოგზაურებში პოპულარობას ნელ-ნელა იხვეჭს. ჩვენ ამ მრავალფეროვან ქვეყანაში სამოგზაუროდ შეგამზადებთ:

1. ყირგიზეთი არაა მხოლოდ საზაფხულო ან სათავგადასავლო მიმართულება

როგორც წესი, ყირგიზეთს იცნობენ როგორც ცხენებით სასიალურო ან მთებში სალაშქრო მიმართულებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტივობები აქ ვიზიტორებს იზიდავს, ქვეყანა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ზამთარში აქ სრიალის შესაძლებლობაც გექნებათ. ყირგიზეთში კულტურაც ფანტასტიკურია. აქ ხელნაკეთ ნივთებს და ხალიჩებს ამზადებენ. შეგიძლიათ შეუერთდეთ კულინარიულ კლასებსაც.

2. თოვლი შესაძლოა აქ ყველა სეზონზე მოვიდეს

რადგანაც აქ ხშირად მთებისა და ლაშქრობისთვის ჩამოდიან, მოგზაურები ყველანაირი ამინდისთვის უნდა იყვნენ მზად. სონ-კოლის ტბა ცნობილი ადგილია, სადაც ერთ დღეში შესაძლოა 4 სეზონი გამოსცადოთ. ამიტომაც აქ მოულოდნელი თოვლი ზაფხულშიც იცის.

3. ტრანსპორტი აეროპორტიდან

მანას აეროპორტში, ბიშკეკში ბევრი ტაქსის მძღოლია, რომლებიც ცდილობენ ყველა ტურისტი თავისი მანქანისკენ გადაიბირონ. ალტერნატივაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის ცენტრამდე. 380 ნომერი ავტობუსი ყოველ ნახევარ საათში დადის დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათის ჩათვლით. ასევე, დადის შათლი ავტობუსებიც, რომლებიც უფრო დიდ მანძილს ფარავენ.

4. შეიძინეთ ყველაზე იაფი ინტერნეტი მსოფლიოში

ყირგიზეთის მობილური ინტერნეტი მსოფლიოში ყველაზე იაფია. 1 GB აქ დაახლოებით 5 ცენტი ღირს. მსხვილი კომპანიები ბიშკეკის აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს უფასო სიმბარათებს სთავაზობენ.

5. ქეშის შემთხვევაში დოლარი აქ მეფეა

ყირგიზეთის დიდ ქალაქებში საბანკო გადახდები, გადარიცხვები და ბანკომატები იშვიათობა არაა, მაგრამ სოფლებსა და რეგიონებში ქეში მეფობს.

6. რიგში ყოფნისას იკითხეთ: “ვინაა ბოლო?”

ყირგიზეთში რიგის კულტურა უნივერსალური პრაქტიკა არაა. ამიტომაც, აეროპორტში, საკვების დახლებთან თუ ღირსშესანიშნაობების რიგში, აუცილებლად უნდა იკითხოთ თუ ვინაა ბოლო.

7. მზად იყავით ბევრი ხელის ჩამორთმევისთვის

ცენტრალურ აზიაში ხელის ჩამორთმევა ძალიან უყვართ. როცა ხალხით სავსე ოთახში შედიან ან წვეულებას ტოვებენ, კაცები ერთმანეთს ხელს ყოველთვის ართმევენ. ქალები ამას უფრო პროფესიულ, სამსახურეობრივ სიტუაციებში აკეთებენ.

8. პური წმინდაა

პურს ყოველთვის მოგართმევენ ან შემოგთავაზებენ ყველგან, სადაც საკვებს მიირთმევთ. შეგიძლიათ უარი თქვათ, მაგრამ აქ პურს პატივს ცემენ. არასდროს დადოთ ამოტრიალებული მაგიდაზე და არასდროს გადააგდოთ. უბრალოდ დატოვეთ.

9. ცხენის ხორცი და რძე

ცხენი ყირგიზეთის კულტურაში ცენტრალური ფიგურაა. აქ კერძებში მის ხორცს და რძესაც იყენებენ. მაგალითად, ნუდლსის კერძი ბეშბარმაკი, რომელსაც როგორც წესი დღესასწაულებზე მიირთმევენ, ცხენის ხორცით მზადდება. ასევე, პოპულარულია კიმიზი, ცხენის ფერმენტირებული რძე. ყირგიზეთში ასევე სპეციალური ჯანმრთელობის პროცედურებსაც იტარებენ, რომლის დროსაც ცხენის რძეს გარკვეული ინტერვალებით სვამენ. ეს პროცედურები იმუნური სისტემის გაძლიერებას ემსახურება.

10. ყირგიზეთი უსაფრთხოა ვიზიტორებისთვის

საერთაშორისო ტურისტებს აქ მოგზაურობისას პრობლემები არ ექმნებათ და მათი ვიზიტი როგორც წესი ყოველთვის უსაფრთხოა.