შუა აღმოსავლეთის გამორჩეული ქალაქი დოჰა, კულტურის სამოთხეა მდიდრული სასტუმროებით, საოცარი მუზეუმებით, ისტორიული ძეგლებით და ბედუინებით. ჩვენ აქ ყველაზე ფოტოგენურ ადგილებს გირჩევთ საუკეთესო ფოტოების გადასაღებად:

კატარის ეროვნული მუზეუმი

დოჰაში მდებარე კატარის ეროვნული მუზეუმი აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა. ფრანგი არქიტექტორის, ჟან ნუველის მიერ დაპროექტებული შენობა საკმაოდ ფოტოგენურია.

ისლამური ხელოვნების მუზეუმი

2008 წელს დაარსებული ისლამური ხელოვნების მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ კოლექციებს აერთიანებს. ხელოვნების ნიმუშები შუა აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდანაა. ვიზიტორები აღმოაჩენენ კერამიკის, შუშის, ტექსტილის, მეტალის საოცარ ნივთებს, მათ შორის ანტიკურ მანუსკრიპტებს. ეს ყველაფერი კი საკულტო არქიტექტურის მქონე შენობაშია განთავსებული. დაგხვდებათ ხედი სპარსულ ყურეზე.

კატარის ეროვნული ბიბლიოთეკა

უზარმაზარ ალმასის ფორმის კატარის ბიბლიოთეკის შენობას 1 მილიონი წიგნი ჰყავს შეფარებული. შეგიძლიათ კომფორტულად მოთავსდეთ და რეგიონის ისტორიას გაეცნოთ, ასევე ყურანის კოლექციას და ანტიკურ რუკებს.

ფანარის ისლამური კულტურის ცენტრი

ეს გასაოცარი ნაგებობა დოჰას ერთ-ერთი საკულტო შენობაა და გვთავაზობს კურსებს არაბულ სამყაროზე, კატარის კულტურაზე და ისლამურ რწმენაზე. შეგიძლიათ შეუერთდეთ უფასო ტურს ტრადიციული არაბული ყავის თანხლებით და იხილოთ მსოფლიოს უძველესი ყურანის რეპლიკა.

ალ ჰაზმი

ალ ჰაზმი მილანის სავაჭრო გალერეის შთაგონებითაა შექმნილი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული სავაჭრო ცენტრია. ის ტოსკანური მარმარილოთი და სიცილიიდან ჩამოტანილი ზეთისხილის ხეებითაა გაფორმებული. მოლს რეგულარულად სტუმრობენ კატარის მდიდარი ფენის წარმომადგენლები. აქ ლუვრის შუშის პირამიდის რეპლიკის საშალებით მოხვდებით.

ქანათის უბანი

Qanat Quartier – დოჰას “პატარა ვენეციაა”. ეს ტრენდული უბანი მაღალი კლასის იახტებს, პასტელურ სახლებს და პატარა ბუტიკებს აერთიანებს. გაისეირნეთ წყლის ტაქსით ამ ვენეციური სტილის უბანში, გაიარეთ რიალტოს ხიდზე და მიირთვით გემრიელი ჟელატო.

კატარას კულტურის სოფელი

კატარა დოჰას ცენტრალური ხელოვნების ჰაბია. აქ მდებარეობს ოპერის შენობა და ბერძნული სტილის ღია ცის ქვეშ ამფითეატრი. კატარა ეგებება მუსიკოსებს, მსახიობებს და კომედიანტებს მთელი მსოფლიოდან. მისი რეტრო-რომანტიკული არქიტექტურა საინტერესო ფონი იქნება თქვენი ფოტოებისთვის.

კატარის დიუნები და ხმელეთის ზღვა

ადრენალინის მოყვარულებმა ფოტოების გადასაღებად უდაბნოში შეჭრილ ზღვას უნდა ეწვიონ. აქ მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით მოხვდებით. დიუნები ფოტოგენურია ყველანაირ ამინდში.

სუქ ალ ვაკრა

ეწვიეთ სუქ ალ ვაკრას და დაიკარგეთ ქუჩების და ეზოების ლაბირინთებში. შოპაჰოლიკებს აქ სხვადასხვა ნივთის შეძენა შეუძლიათ. სუქი ალ ვაკრას სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს.

მონდრიან დოჰა

მონდრიანი დოჰას ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა. აქ ფოტოგენურია შავი სპირალის ფორმის კიბე და არაბული ლამფები. შენობაში განთავსებულია რესტორანი და ჰამამი სარელაქსაციოდ.

‘EAST-WEST / WEST-EAST’

კატარის უდაბნოს შუაგულში მდებარე რიჩარდ სერას ინსტალაცია: “აღმოსავლეთი-დასავლეთი/დასავლეთი-აღმოსავლეთი” 17 მ სიგრძის 4 კოლოსალურ სკულპტურას წარმოგვიდგენს. ისინი ფერს იცვლიან ნაცრისფრიდან ნარინჯისფრამდე, ყავისფრიდან ქარვისფრამდე.

საცერემონიო დარბაზი

იაპონელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ეს საცერემონიო დარბაზი ღია ცის ქვეშ არსებული ამფითეატრია დიდი კიბეებით და პალმის ხეებით. აქ შეგიძლიათ დაესწროთ მუსიკალურ შოუს 3000 მაყურებლის თანდასწრებით.