ჰიმარე იგივე ჰიმარა, ერთ-ერთი ტოპ ადგილია, რომელსაც ალბანეთში მოგზაურობისას უნდა ეწვიოთ. ერთ დროს სათევზაო სოფელი უფრო და უფრო დიდ პოპულარობას იხვეჭს ყოველწლიურად. აქაური კრისტალივით სუფთა წყალი იდეალური საცურაო ადგილია ფერად ქვიშიან სანაპიროებთან და ფარულ მღვიმეებთან კომბინაციაში. ის 4 საათის სავალ გზაზეა ტირანადან და ალბანეთის სხვა კურორტებთან შედარებით ნაკლებად დატვირთულია. ჩვენ გირჩევთ აქტივობებს და საკვებ ობიექტებს ამ ულამაზეს ალბანურ სანაპირო ქალაქში.
ჰიმარეს ციხესიმაგრე
ჰიმარეს ანტიკური ციხესიმაგრე ჩ.ვ.-მდე მე-5 საუკუნით თარიღდება. გარდა იმისა, რომ ის ისტორიული ადგილია, ძველ ქალაქზე და სანაპიროებზე ბრწყინვალე ხედებს გვთავაზობს. ეწვიეთ მას მთავარი სანაპიროდან მიმავალი ბილიკით ან გაყევით ტაქსს ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 4 დოლარად. აქ ჩაიკარგებით ქვის შენობებში, პატარა მაღაზიებსა და კაფეებში.

სანაპიროები
ჰიმარეს მისი სანაპიროების გამო სტუმრობენ. ის ორი სხვადასხვა სანაპიროსგან შედგება. ერთ-ერთი პოპულარულია მისი ბულვარით და რესტორნებით, მეორე უფრო წყნარი სანაპირო მშვენიერი ადგილია რუჯის მისაღებად. თუმცა, ჰიმარეს ფარგლებს გარეთაც ბევრი ლამაზი სარელაქსაციო სანაპიროა.
Himare Beach – მთავარი სანაპიროა ქალაქის გულში. ეს დატვირთული არეალი ბულვარით სავსეა რესტორნებით, მაღაზიებით, ნაყინის და სუვენირების დახლებით. ამ სანაპიროზე ადგილობრივებიც და ტურისტებიც დადიან და სუფთა წყლით ტკბებიან.

Gjipe Beach – მაღალ კლდეებს შორის მდებარე ეს მწვანე ქვიშიანი სანაპირო კანიონის ნაწილია და აქ ნაკლები ადამიანი იყრის თავს. ჰიმარეს ცენტრიდან აქ მოსახვედრად ავტობუსით 30 წუთია საჭირო. გჯიპეს პარკის შესასვლელიდან კი 2 კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროთ. გზად დაგხვდებათ გადმოსახედები პანორამული ხედებით.

Palasa Beach – ამავე სახელწოდების სოფლის პალასა გრძელი და ფართო სანაპიროა. მასზე მოსახვედრად ყველაზე ადვილია მანქანის ქირაობა. გზა 40 წუთს წაიღებს.
Dhermi Beach – დიდი სანაპიროა, ამიტომაც მიუხედავად პოპულარობისა, ხალხმრავლობა მაინც არ შეგაწუხებთ. დერმის სანაპირო ქალაქ დერმიდან 2 კილომეტრშია. ჰიმარედან აქ მანქანით 30 წუთში მოხვდებით ან ადით ავტობუსში (Furgon), რომელიც დერმიში ჩაგიყვანთ, იქიდან კი სანაპიროზე ფეხით ან ტაქსით გახვალთ.

ნავის ტური
ალბანეთის სანაპიროზე ბევრი შთამბეჭდავი ლოკაცია ხმელეთით შეგიძლიათ მოინახულოთ. მაგრამ, აქ არის ფარული ლამაზი ადგილები, რომლებშიც ნავით შეაღწევთ. შეუერთდით ნავის ტურებს და აღმოაჩინეთ ლამაზი დამალული სანაპიროები პატარა გამოქვაბულებით და კლდეებით. ჰიმარეში ყოფნისას ნახევარი დღის წყალში გატარება მშვენიერი აზრია. ნავები როგორც წესი დილით ადრე გადიან და ჰიმარეს პორტში შუადღეს ბრუნდებიან.

ქალაქი დერმი
დერმი ავთენტური მთიანი სოფელია ჰიმარეს სიახლოვეს. ეს დასახლება სავსეა საყვარელი სახლებით, ისტორიული ეკლესიებით, ქვაფენილიანი ქუჩებით და გადმოსახედებით. ეწვიეთ ულამაზესი ფრესკებით დამშვენებულ წმ. მარიამის მონასტერს და ულამაზეს სანაპიროს. მზის ჩასვლის პერიოდში ქალაქი განსაკუთრებით ლამაზია. ჰიმარედან ავტობუსის ბილეთის ფასი 250 ალბანური ლეკია, დაახლოებით 2$. წინასწარ გააფრთხილეთ მძღოლი ქალაქ დერმიში აპირებთ ჩასვლას თუ დერმის სანაპიროზე.

ქსამილი
Ksamil-ის სანაპიროს სამოთხეს უწოდებენ და აქ მოხვედრისას მიხვდებით რატომაც. ჰიმარეს მსგავსად, აქ ფერადი სანაპიროები და სუფთა წყალია. განიტვირთეთ რომელიმე სანაპიროზე, გაისეირნეთ ბულვარში და მიირთვით კაფეში მზის ჩასვლისას. აქ 4 პატარა კუნძულიც მდებარეობს, რომლებსაც კაიაკით ან ნავის ტურებით მოინახულებთ. ბორნები აქედან საბერძნეთის კუნძულ კორფუზეც გადადიან. ქსამილი ჰიმარედან 1.45 საათის გზაზეა. შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა კომპანიისგან: Sunny Cars, რომლებსაც დაზღვევა მოყვებათ.

ბუტრინტის ეროვნული პარკი
ქსამილიდან არც თუ ისე შორს, ამ მშვენიერ ეროვნულ პარკს აღმოაჩენთ, რომელიც იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაშია შესული და ალბანეთის ისტორიის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ადგილია. პარკში დაგხვდებათ შენობები რკინის ხანის პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე. ბევრი მონუმენტი საუცხოოდაა შემონახული. ჩრდილიანი ბილიკები ულამაზეს ბუნებაში სეირნობის საშუალებას მოგცემთ. პარკი ჰიმარედან საათნახევრის გზაზეა, ხოლო ქსამილიდან 10 წუთის. ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე და შესვლის ღირებულებაა 700 ლეკი ანუ 6 $.

პორტო პალერმო
ჰიმარედან რამდენიმე კილომეტრში, კიდევ ერთი გასაოცარი პალერმოს ციხესიმაგრე მდებარეობს. ეს უცნაური ფორმის ციხე ლურჯ, კამკამა წყალს გადმოყურებს. ის მე-19 საუკუნეში აშენდა და იმ დროის მთავარ ნავსადგურს წარმოადგენდა. ციხეში შესვლის ღირებულებაა 300 ლეკი – 2.50$.

როგორ უნდა მოხვდეთ ჰიმარეში? უახლოესი აეროპორტი ბერძნულ კუნძულ კორფუზეა, თუმცა ბევრი ტურისტი აქ ტირანას აეროპორტიდან მოფრინავს. დედაქალაქიდან მანქანით აქ 3.5 საათის სავალი გზაა. ალტერნატივაა ავტობუსი: ტირანადან ყოველდღიურად ორი ავტობუსი გადის, დილის 6-ის ნახევარზე და დღის 1 საათზე. ბილეთის ფასია 1000 ლეკი (8.50$) და მგზავრობის დროა 4 საათი.
საუკეთესო რესტორნები ჰიმარეში: აქაურ საკვებ ობიექტებში ახლად დაჭერილ თევზის პროდუქტებს შემოგთავაზებენ. თუ გსურთ რომ სადილობის დროს ზედხედებით დატკბეთ, ადით კლდეზე, საიდანაც ჰიმარეს სანაპირო გადმოხედავთ. იქ ერთ-ერთი გემრიელი პიცერიაა – Pizzeria La Famiglia. სხვა გემრიელი საკვები ობიექტებია:
- Merkur Merkuri (ალბანური სამზარეულო)
- ELÉA restaurant (ბერძნული სამზარეულო)
- UMI Sushi & Cocktail (იაპონური სამზარეულო)
- Lefteri’s Tavern (თევზის რესტორანი)
- Pizzeria Bella Italia (იტალიური სამზარეულო)










