ალბანეთი ბალკანეთის ფარული მარგალიტია, რომელიც ნელ-ნელა ტურისტების აქტიურ ყურადღებას იპყრობს. მისი კრისტალივით სუფთა წყლები, შთამბეჭდავი მთები და ხელმისაწვდომობა ყველა ტიპის მოგზაურს იზიდავს. იყავით მზად, რომ აქ მდიდარი კულტურა დაგხვდებათ, ისეთი, როგორიც არსად ევროპაში. ალბანეთის ბუნება ნამდვილად დასაფასებელია.
1. სოფელი ტრეტი
საუკეთესო ადგილი ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის
Theth – ალბანეთის ყველაზე მშვიდი ადგილია. ეს პატარა სოფელი ალბანეთის ალპებს შორისაა მოქცეული და დრამატულ ლანდშაფტებზე ხედებით გამოირჩევა. პირველ სალაშქრო ბილიკს “ლურჯი თვალი” ეწოდება და ის ტყეებში, მდინარეებზე და წყაროებზე გაგიყვანთ. ის მარტივია ნებისმიერი მსურველთათვის. მეორე სალაშქრო ბილიკი ტრეტიდან ვალბონაში მიდის და ასეც ქვია “ტრეტი ვალბონა”. მის დაფარვას 6 საათი სჭირდება მაგრამ იმდენად საოცარი ბუნების მომსწრე გახდებით, რომ ნამდვილად ღირს.

2. კორჩე
Korce-ში ჩასვლისას აუცილებლად ინახულეთ ძველი ბაზარი, რომელიც მე-13 საუკუნეში შეიქმნა და ოტომანური სტილის არქიტექტურას აირეკლავს. დააგემოვნეთ ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი რაკი, რომელიც აქ ძალიან პოპულარულია.

3. გჯიროკასტრა
Gjirokastra – ქვის ქალაქია სამხრეთ ალბანეთში, რომელიც იუნესკოს დაცულ ტერიტორიადაა აღიარებული. ეწვიეთ ძველ ბაზარს და ციხესიმაგრეს. აქაური გარემო ალბანეთის ტრადიციებს საუკეთესოდ წარმოგვიჩენს, დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები და ღვინო.

4. დერმი
Dhermi – თუ ეძებთ მიმართულებას, სადაც უბრალოდ წამოწვებით და მზეს მიეფიცხებით, დერმის უნდა ეწვიოთ. ეს ალბანეთის რივიერას ნამდვილი მარგალიტია. აქ ბევრი საზაფხულო ფესტივალი იმართება. ულამაზესი სანაპიროებით და ხედებით, რომლებიც მუდამ თან გსდევენ, დერმიში წვეულებები და ღამის გართობაც დაგხვდებათ.

5. შკოდერი
Shkoder – ეს ქალაქი სუფთა ჰაერის ამოსუნთქვაა. მოსახლეობის უმეტესობა აქ ველოსიპედებით დადის და ბუნების სიმშვენიერე განსაკუთრებულად შეიგრძნობა. ეწვიეთ როზაფას ციხესიმაგრეს და დატკბით ხედებით.

6. ლინი
Lin – ალბანეთის ყველაზე მშვიდი სოფელი ოჰრიდის ტბაზე მდებარეობს. შეგიძლიათ ტბის წყნარ ატმოსფეროში ჩაიძიროთ, ითევზაოთ, ახვიდეთ მთაზე შემორჩენილ არქეოლოგიურ ნანგრევებთან, სადაც პალეო-ქრისტიანული ეკლესიის მოზაიკებს იხილავთ. მოშორებით ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიასაც მოკრავთ თვალს, რადგანაც ოჰრიდის ტბა ერთდროულად ორ ქვეყანაში მდებარეობს.

7. სარანდა
Saranda – ალბანეთის ყველაზე პოპულარული ადგილია საზაფხულო დასვენებებისთვის. სწორედ აქ მდებარეობს ალბანეთის რივიერას ვარსკვლავი – კსამილის სანაპირო (Ksamil Beach). აქ დაგხვდებათ ცოცხალი ღამის ცხოვრებაც. ნავის ტურებით შეგიძლიათ Kakome-სა და Krorez-ის სანაპიროებზე გადახვიდეთ და სულ რაღაც 30 ევროდ მოინახულოთ ადგილები, რომლებითაც ალბანეთი ასეთი ცნობილია. ვიზიტისთვის საუკეთესო დროა მაისი, ივნისი და სექტემბერი, როდესაც ხალხის რაოდენობა იკლებს.

8. პორტო პალერმო
Porto Palermo – ეს უნიკალური სამოგზაურო მიმართულება ცნობილია თავისი სამკუთხა ფორმის ციხესიმაგრით და ხელშეუხებელი სანაპიროებით. შეგიძლიათ იქირაოთ კაიაკი და გაისეირნოთ მშვიდი ნაპირების მიღმა. პორტო პალერმო გაჟღენთილია დიდი ისტორიით.











