500 მილიონი ტირაჟით და 8 არაჩვეულებრივი ფილმით, ჰარი პოტერი კულტურის ფენომენი გახდა. ლოკაციები მისი ფილმებიდან მთელ დიდ ბრიტანეთშია მიმოფანტული. თუ რომელიმე სცენაში მოხვედრაზე გიოცნებიათ, ამ საოცარ ადგილებს უნდა ეწვიოთ:
ლონდონი: King’s Cross Station
სცენა: პლატფორმა 9¾
ჰოგვარტსის ექსპრესი, რომელსაც ჰარი პირველად მიყვება სკოლაში მოსახვედრად, სწორედ აქ გადაიღეს. იპოვნეთ ნიშანი კედელზე, რომელიც ჰარი პოტერის სუვენირების მაღაზიასთან მდებარეობს.

ლონდონი: Leadenhall Market
სცენა – მაღაზიების ხეივანი
ეს ულამაზესი ვიქტორიანული შოპინგ ცენტრიც ალბათ მარტივად გეცნოთ. ფილმში პატარა ჯადოქრები სწორედ აქ მოდიან ნივთების შესაძენად. აქ რამდენიმე რესტორანს და მაღაზიას აღმოაჩენთ.
მისამართი: Gracechurch St

ლონდონის გარეუბანი: Warner Bros. Studios
ბევრი სცენა ფილმებიდან
ჰარი პოტერის ბევრი სცენაა გადაღებული ვორნერ ბრაზერსის სტუდიაში, სადაც ამ ფილმის ფანები საუცხოო დროს გაატარებენ. აქ აღმოაჩენთ თუ როგორ იღებდნენ ფილმს, იცნობ ბევრი სცენის დეკორაციას და ნახავთ ორიგინალ კოსტიუმებს. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
მისამართი: Studio Tour Drive, Leavesden WD25 7LR

სამხრეთ ინგლისი, ოქსფორდი: Christ Church College
სცენა: ჰოგვარტსის დიდი დარბაზი
ოქსფორდის უნივერსიტეტს ბევრი გასაოცარი ნაგებობა აქვს, მაგრამ ამ კოლეჯში აღმოაჩენთ იმ დარბაზს, სადაც ჰარი და მისი მეგობრები სადილობდნენ ჰოგვარტსში ყოფნისას. მე -16 საუკუნის შენობა იმ პერიოდის შარმს ასხივებს.
მისამართი: Christ Church, St. Aldates

ჩრდილოეთ ინგლისი: Alnwick Castle
სცენა: ჰოგვარტსის ექსტერიერი
ალნვიკის ციხესიმაგრე ჰარი პოტერის ფილმებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქ თამაშობენ გმირები სხვადასხვა თამაშებს, ცდილობენ ცოცხით ფრენის სწავლას.

ჩრდილოეთ ინგლისი: Durham Cathedral
სცენა: ჰარის საკლასო ოთახი
დარჰამის კათედრალი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შუასაუკუნოვანი შენობაა. ის ფილმის სხვადასხვა სცენაშია გამოყენებული. გიდის ტურების ფასია 5 ფუნტი.

ჩრდილოეთ ინგლისი, იორკი: Goathland Train Station
სცენა: ჰოგსმიდის სადგური
ეს სოფლის სადგური წყლისპირა ქალაქ ვითბისთან ახლოსაა. ის 1865 წელს აშენდა და იმ დროის ესთეტიკას წარმოგვიდგენს. ორთქმავლები აქ დღემდე დადიან.

შოტლანდია: Glencoe, Argyll
სცენა: ჰაგრიდის კოტეჯი
ფილმების მესამე ნაწილიდან აუცილებლად გემახსოვრებათ ჰაგრიდის კოტეჯი, რომელიც შოტლანდიის შთამბეჭდავ ბუნებაში მდებარეობს.

შოტლანდია: Glenfinnan Viaduct, Inverness
სცენა: რკინიგზის ხაზი ჰოგვარტისკენ
მატარებლის ეს გზა შოტლანდიის მთებში მდებარეობს. ეს პოპულარული სალაშქრო გზაცაა პოტერჰედებისთვის. სარკინიგზო ხაზი ლონდონს ჰოგსმიდთან აკავშირებს.

შოტლანდია, ედინბურგი: George Heriot’s School
როულინგის ინსპირცია წერისას
მართალიაა ეს სკოლა ფილმის სცენებში ნაჩვენები არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია პოტერის ფანებისთვის, რადგანაც ავტორმა ინსპირაცია სწორედ ამ სკოლიდან მიიღო. აქ წერდა როულინგი მის ნოველებსა და ჩანაწერებს.











