ვენის ღამის ცხოვრების სცენა ისეთი დატვირთული არაა როგორც ბერლინის და უფრო მშვიდია, ვიდრე პარიზის, მაგრამ ამ ქალაქს ბევრის შემოთავაზება შეუძლია. ავსტრიის დედაქალაქი დაბნელების შემდეგ სხვანაირად ცოცხლდება. აქ ელეგანტურობის და ენერგიის საოცარი ბალანსია და ყველა გემოვნების, ხასიათის და სტილის ადამიანს ერგება. აქ გაატარებთ ტრადიციულ საღამოსაც კოქტეილით, საცეკვაოსაც კლუბში, მშვიდსაც ტერასულ კაფეებში და ხმაურიანს აქაურ ბარებში.

ბარები

If Dogs Run Free: აქ ვენის ინოვაციური და ვიზუალურად გამორჩეული კოქტეილებია, ტრადიციულ სასმელებთან ერთად. 

Tian am Spittelberg: გემრიელი ჭიქა ღვინისთვის კი ამ ბარს მიაშურეთ მეშვიდე უბანში. აქ ღვინის დიდი არჩევანი დაგხვდებათ, მათ შორის ადგილობრივი მარნებიდან.

Top Kino: ეს ძველი არტ-ჰაუს კინო ბარით ძველ ვენურ ატმოსფეროს შეგიქმნით თანამედროვე აქცენტებით.

Das Loft Bar & Lounge: დატკბით სასმლით პანორამულ ხედებზე დედაქალაქის თავზე. აქ საავტორო კოქტეილები და შამპანიურის სახეობების დიდი არჩევანია.

ღამის კლუბები

შესაძლოა ვენის კლუბებს არ აქვთ გლობალური რეპუტაცია, თუმცა აქაური ღამის ცხოვრება მდინარისპირა ტერასებზე, გლამურული შვეულებებით და ელეგანტური კლუბებით ბევრ დასამახსოვრებელ გამოცდილებას შეგძენთ. ზოგიერთი წვეულება სრულიად უფასოცაა.

Fluc & Fluc Wanne: ეს მყუდრო ადგილი პრატერის პარკთან მშვენიერი ალტერნატიული კლუბია ვენაში, სადაც ეკლექტური ელექტრონული საღამოები და წვეულებები იმართება. აქ უკრავენ ფანკს და ინდი როკსაც.

Das Werk: აქ დახურული საცეკვაო მოედანი დაოთახები დაგხვდებათ სადაც ტექნო და ელექტრო მუსიკას უკრავენ.

Venster 99: თუ განსაკუთრებით ხმამაღალ საცეკვაო სივრცეს ეძებთ, მაშინ ამ კლუბს მიაკითხეთ.

O club: ოპერასთან მდებარე ეს სახლი დრესკოდით, კოქტეილებით და ელეგანტური ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ მოისმენთ ელექტრო მუსიკას, ჰაუსს და დისკოს.

ლაივ მუსიკა

ვენა ცნობილია კლასიკური მუსიკით, თუმცა აქ გვიანი საღამოს როკის და ჰიპ-ჰოპის ლაივ შესრულებებსაც მოისმენთ.

Wiener Staatsoper (ვენის ოპერა): მსოფლიო დონის საოპერო შესრულებებისთვის, მოცარტიდან პუჩინიმდე, ამ ადგილს უნდა მიაკითხოთ.

Musikverein Concert Hall: კლასიკური მუსიკის შოუებისთვის კი ფილარმონიული ორკესტრის შესრულებებს მოუსმინეთ.

Celeste: ჯაზის მშვიდი საღამოები ამ ბარში დაგხვდებათ.

Pony Club at the Rote Bar: ვენის ცენტრში მდებარე ეს კლუბი უკრავს ფანკს, დისკოს და სხვა ჟანრებს.

Flex: ამ უზარმაზარ მდინარისპირა ტერასაზე, კომფორტული სკამებითა და ქუჩის მხატვრობით კი ლაივ მუსიკის ბევრ საინტერესო ჟანრს მოისმენთ.

ღამის რესტორნები

Market: ეს პოპულარული რესტორანი ღიაა ყოველდღე ღამის 2 საათამდე.

Die Wäscherei: ბურგერები, ფრი, სალათები, ვრაპები და სუპები აქ ღამის 1-მდე შეგიძლიათ მიირთვათ.

Mozart’s Restaurant: ტიპური ვენური საღამოსთვის სწრაფი კვების მენიუთი ამ რესტორანს ეწვიეთ მატარებლის სადგურზე. Ის ღიაა ღამის 2 საათამდე სამუშაო დღეებში და დილის 6-მდე უიქენდებზე.

ფესტივალები

ვენაში ბევრი წლიური ფესტივალი ტარდება. ზაფხულში დატკბებით ღია ცის ქვეშ ფილმების ყურებით კარლშპლაცზე და უფასო მუსიკის კონცერტებით Donauinselfest-ზე – მდინარისპირა ღნისძიებაზე, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს.

თუ ლუდის დაგემოვნება გიყვართ, ვენის ლუდის კვირეულს და კრაფტ ლუდის ფესტივალს დაესწარით ნოემბერში. 

ვენის ღვინის ფესტივალი კი ადგილობრივ მარნებს წარმოგვიდგენს ყოველ გაზაფხულზე, ძირითადად მაისის დასაწყისში. 40-ზე მეტი ღვინის დახლი დილიდან საღამოს 9-მდე მოგცემთ საშუალებას, რომ აქაური ღვინო დააგემოვნოთ. (ლოკაცია: Museumsquartier)

ვენის  საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა მთელი კვირის მანძილზე გვიანობამდე დადის. ტრამვაები და მიწისზედა მეტრო შუაღამემდე დადიან.