თუ რიჩარდ ლინქლეითერის ფილმი Before Sunrise გაქვთ ნანახი, ორი უცნობის რომანტიკული ისტორია, რომლებიც ერთმანეთს მატარებელში ხვდებიან, ავსტრიის დედაქალაქში მსგავსი სცენარის გამეორება ალბათ თავადაც ისურვეთ. ვენა ტრანსპორტით ადვილად ხელმისაწვდომია და ყველა ღირსშესანიშნაობას 24 საათში ადვილად მოივლით.
დილა
ვენაში დღე 1 ჭიქა ძლიერი ესპრესოთი იწყება. ქალაქთან სასიყვარულო კავშირის დამყარება რომელიმე ყავის სახლით უნდა დაიწყოთ, სადაც მირთმეული საუზმე შუადღემდე გაგყვებათ. ავთენტური გამოცდილებისთვის, მიირთვით ვიენური ფრუჰსთაქი(Frühstück). მას სხვადასხვა ვარიაციით ამზადებენ.
თუ შაბათი დილაა, Café Sperl-ს მიაკითხეთ, სადაც პიანისტი უფასო კონცერტებს მართავს.
შუადღე
ეწვიეთ MuseumsQuartier-ს – კულტურის თავმოყრას ერთ მოედანზე. თანამედროვე ხელოვნება, კლასიკური ხელოვნება და არქიტექტურა მუზეუმადაა გაერთიანებული და ნებისმიერ ხელოვნების მოყვარულს ასიამოვნებს.
ფოტოგენური პარკები
თუ მზე კაშკაშებს, ვენის ღია სივრცეებით დატკბით. აუგარტენი, ლეოპოლდშტადტის უბანში, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პარკია. ბაროკოს სასახლის გვერდით მდებარე ბაღი ზაფხულობით ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებსაც აწყობს.
ალტერნატივის სახით, ტურისტებს შეუძლიათ ქალაქის უფრო უჩვეულო ნაწილი გამოიკვლიონ. მე-6, მე-10 და მე-15 უბნები ტურისტებისთვის ნაკლებად ცნობილია და საინტერესო ქუჩებში გაგიყვანთ.
საღამო
აუცილებლად დააგემოვნეთ ავსტრიული სამზარეულო რომელიმე რესტორანში.
როგორც კი მზე ჩადის, ეს ერთი შეხედვით წყნარი ვენაც ხმაურიან ევროპულ დედაქალაქს ემსგავსება. ბარები და კლუბები დილის 4 საათამდეა ღია და ამ ქალაქში ღამის გათენებაც შეგიძლიათ.
ალტერნატიული იდეაა, მეშვიდე უბანში რომელიმე კაფეში ლუდის ან კოქტეილის მირთმევა. კაფეები: Café Espresso (Burggasse 57), Wunder-bar (Schönlaterngasse 8), Kaffee Alt Wien (Schleifmühlgasse 23) და Café Einhorn (Joanelligasse) ნამდვილად ღირს სტუმრობისთვის.
აღსანიშნავია, რომ წლის თბილ თვეებში ვენის ქუჩებში ბევრი უფასო კულტურული ღონისძიება იმართება, მათ შორის მუსიკალური კონცერტები.
შეგიძლიათ ვენაში გატარებული ერთი დღე საკულტო ეშმაკის ბორბალზე დასხდომით დაასრულოთ. ამისათვის პრატერის გასართობ პარკს ეწვიეთ.