ევროპის სასაფლაოები ამავდროულად ულამაზესი ადგილებია მოსანახულებლად. დროდადრო ისინი ტურისტულ ღირსშესანიშნაობებად იქცნენ. ზოგი აქ საყვარელი ცნობილი ადამიანის საფლავის მოსანახულებლად ზოგი კი უბრალოდ გასასეირნებლად მოდის. ჩვენ საუცხოო სასაფლაოებს გირჩევთ:
პერ-ლაშეზის სასაფლაო (Cemetiere du Pere Lachaise),
პარიზი
ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი სასაფლაოა. ამ მთაზე გაშენებულ სასაფლაოზე ცნობილი ადამიანები განისვენებენ. მათ შორის არიან: ოსკარ უაილდი, მარსელ პრუსტი, ჯიმ მორისონი, შოპენი და ედიტ პიაფი.

ძველ ებრაული სასაფლაო
პრაღა
ეს კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სასაფლაოა. აქ დაახლოებით 100 000 სხეულია დამარხული. ძველ ებრაული სასაფლაო პრაღის ებრაული ნაწილის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

Merry Cemetery
სოფელი საპანტა, რუმინეთი
ამ სასაფლაოზე ფერადი საფლავის ქვებია ჩამწკრივებული და ის ღია ცის ქვეშ მუზეუმად და ეროვნულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა.

ამერიკული სამხედრო სასაფლაო,
ნორმანდია საფრანგეთი
ამ სასაფლაოზე 10 000 ამერიკელი სამხედროა დაკრძალული. მისი დიზაინი საკმაოდ მარტივია: აქ ერთნაირი ზომის თეთრი ჯვრებია ჩამწკრივებული.

მსიდას ბაღი
ვალეტა, მალტა
ეს ცნობილი სასაფლაო მალტას დედაქალაქის, ვალეტას ნავსადგურს გადაჰყურებს. ის საუკუნეების წინ ნაპოლეონის შემოტევებისგან თავდასაცავ ადგილად აშენდა, მაგრამ შემდეგ განსასვენებელ ადგილად იქცა. 1993 წლიდან სასაფლაო ტურისტებისთვის პოპულარულ მიმართულებად იქცა. ის გამორჩეულია მცენარეებითაც.

ჰიეტანიემის სასაფლაო/Hietaniemi Cemetery
ჰელსინკი
ეს სასაფლაო ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან 15 წუთის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს, ჰელსინკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროს მიღმა. ხეებს შორის დამალულ სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცები განისვენებენ.

მიროგოჯის სასაფლაო/Mirogoj Cemetery
ზაგრები, ხორვატია
ამ უმშვენიერეს ადგილას 106 ნომერი ავტობუსით მოხვდებით. აქ ხორვატიის ისტორიას და კულტურას გაეცნობით და ქვეყნის ისტორიაში ბევრი ცნობილი ადამიანის საფლავს მოინახულებთ.

პრაზერესის სასაფლაო/Prazeres Cemetery
ლისაბონი, პორტუგალია
ბევრი ადამიანი ადის ტრამვაის 28 ნომერში ლისაბონის ქუჩების გასავლელად, მაგრამ ცოტა თუ რჩება ბოლომდე. ეს სასაფლაო გვთავაზობს მშვენიერ ხედებს და გაგაცნობთ ცნობილ პორტუგალიელ მოღვაწეებს. პრაზერესში ევროპის უდიდესი მავზოლეუმია.











