არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისაა ბავშვი ან რა ინტერესები აქვს, შრილანკური თავგადასავლები მას ნამდვილად მოეწონება. შრილანკურ კულტურაში ოჯახი ცენტრალურ როლს თამაშობს და აქ ბავშვებს თბილი ღიმილით ესალმებიან. თუ ბუნება გიყვართ, შრი ლანკა ბევრ ბავშვებზე გათვლილ აქტივობებს შემოგთავაზებთ. შრი ლანკას ნამდვილი შარმი კულტურულ მრავალფეროვნებაში, ველურ თავგადასავლებში და მზიან სანაპიროებშია. “ინდოეთის ოკეანის მარგალიტს” ყველასთვის აქვს თავშესაქცევი. შრი ლანკა იდეალური ოჯახური მიმართულებაა ყველა ბიუჯეტზე გათვლილი დასარჩენით და მრავალფეროვანი ტრანსპორტით.

რა არის საუკეთესო გასართობი ბავშვებისთვის შრი ლანკაში? კოლომბო დინამიურ ქალაქის ცხოვრებას და მრავალფეროვან ურბანულ გამოცდილებებს გვთავაზობს, თუმცა აქ შეძლებთ მშვიდი ცხოვრების რიტმითაც და ქალაქის სანაპიროებითაც დატკბეთ. ქვეყნის სამხრეთით კი ეწვიეთ ბენტოტას წყლის სპორტისთვის და ზვიგენებზე დაკვირვებისთვის. ბავშვებს მოეწონებათ გალის ციხესიმაგრეც (Galle Fort).

საუკეთესო აქტივობები შრი ლანკაზე ბავშვებთან ერთად

კუნძულის ზომის მიუხედავად, შრი ლანკა მრავალფეროვან ველურ ცხოვრებას გვთავაზობს და იდეალური ადგილია ბავშვებმა ეკოლოგიის შესახებ რომ ისწავლონ. ჰიკადუვას კუს სანაპიროზე (Turtle Beach Hikkaduwa) კუებს იხილავთ, მირისაში კი დონდრას ნავსადგურზე შეგიძლიათ ზვიგენებზე სადამკვირვებლო ტურებს შეუერთდეთ. არ გამოგრჩეთ ასევე საფარიმ რადგანაც შრი ლანკაში ბევრი ეროვნული პარკია, სადაც მაიმუნებს, ლეოპარდებს, სპილოებს და სხვა ცხოველებს იხილავთ.

გამოსცადეთ კულინარიული თავგადასავლები და უცნობი გემოები

შრი ლანკური სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია და ცხარე ქარის აქ ყველა რესტორანში აღმოაჩენთ. ბავშვებოსთვის საყვარელი ფრი და მსგავსი საკვებიც “შრილანკურად” ასევე ყველგან დაგხვდებათ. შეგიძლიათ შეუერთდეთ შეფების კულინარიულ კურსებსაც და მთელმა ოჯახმა ერთად მოამზადოთ საკვები.

ჩაიძირეთ თავგადასავლებში და აღმოაჩინეთ ჯერ კიდევ უცნობი სამყარო

შრი ლანკას სანაპირო ზოლი თავისთავად გასართობია და ბევრ აქტივობას გვთავაზობს. შეგიძლიათ გამოსცადოთ სერფინგი არუგამის სანაპიროზე (Arugam Bay) და ჰიკადუვაში (Hikkaduwa), ასევე კიტსერფინგი კალპიტიაში (Kalpitiya) ან ველას კუნძულზე (Vella Island). ტურები ყველა ასაკის ბავშვებზეა მორგებული.

საუკეთესო აქტივობები შრი ლანკაზე თინეიჯერებთან ერთად

უფროსი ბავშვებისთვის კი აქ შეგიძლიათ დაკავდეთ ცოცვით სიგირიაზე (Sigiriya), საკულტო ციხესიმაგრეში, სნორკელინგით პიჟონის კუნძულის გარშემო ნილაველის სანაპიროზე (Nilaveli Beach) და ველოსიპედით ანტიკურ ქალაქ ანურადჰაპურას (Anuradhapura) ირგვლივ. ცხენით ჯირითისთვის კი საპორტო ქალაქ კოლომბოს მიაშურეთ