შრილანკა მრავალფეროვანი კუნძულია სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური და კულტურული შერწყმით. მას “პატარა ინდოეთსაც” უწოდებენ. ის სანაპიროების, ტყეების, მთების, ცხარე საკვების და მეგობრული ადგილობრივების წყალობით ბრწყინვალე სამოგზაურო მიმართულებაა. უსაფრთხოა კი? დიახ! შენი მეგზური დიდი სიამოვნებით დაგიგემავთ შრი-ლანკაში ვიზიტს და სასარგებლო რჩევებსაც მოგცემთ.

1. ორი კვირა აქ სამოგზაუროდ კარგი დროა

შრი ლანკა მსოფლიო რუკაზე პატარაა, თუმცა აქ ბევრი რამაა გასაკეთებელი და სანახავი. 1 კვირა გაატარეთ სამხრეთ სანაპიროების და საფარის ველური ცხოვრების გამოკვლევაში, შემდეგი კვირა დაუთმეთ კენდის და ცენტრალურ ლოკაციებს.

2. აარჩიეთ სეზონი გონივრულად

ბევრი ვიზიტორი შრი ლანკას დეკემბრიდან აპრილამდე სტუმრობს. ეს პიკი სეზონია და საუკეთესო დრო რომ უნავატუნას და ტანგალის სანაპიროები აღმოაჩინოთ მშვიდი ზღვით და მზიანი ცისფერი ცით. თუმცა, ამინდი განსხვავებულია იმის მიხედვით თუ კუნძულის რა ნაწილში იმყოფებით. წვიმიან სეზონზეც რომ ჩამოხვიდეთ, არ ნიშნავს რომ აქ მთელი დღე წვიმს. მოგზაურობას მაშინ, როცა სეზონი არაა, თავისი დადებითი მხარე აქვს, ფასები ეცემა და ღირსშესანიშნაობებთან დიდი რაოდენობით ხალხი არ იყრის თავს. შრი ლანკაში არამხოლოდ სანაპიროებზე დასასვენებლად, არამედ ბრინჯის მინდვრების, პატარა სოფლების და მთების დასათვალიერებლად ჩამოდიან.

3. იყავით მზად სიცხისთვისაც და ტენიანობისთვისაც

ჩაალაგეთ ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებული ტანისამოსი: გრძელი ქვედაბოლოები, ტილოს შორტები, თავისუფალი დგომის შარვლები, ქუდები და სანდლები. ადგილობრივებს ფერადი და ყვავილოვანი პრინტებით მორთული სამოსი აცვიათ. სვიტრი და საწვიმარიც აუცილებელია.

4. დაჯავშნეთ მთის მატარებლები წინასწარ

ლურჯი მატარებლები, რომლებიც ჩაის ბაღებში გადიან, კენდიდან ელამდე, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მატარებლის მარშრუტებად ითვლებიან. თუ შრილანკაში სეზონზე აპირებთ წასვლას, დაჯავშნეთ ბილეთები წინასწარ. ამას შრილანკის რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოახერხებთ. გზად მოინახულებთ ჰინდუს საყდრებსაც.

5. ზოგი სასტუმრო დასარჩენად არ გამოიყენება

Hotel De Plaza; Hotel De Pilawoos… – არსებობს “სასტუმროები” რომლებიც აქ დასაძინებლად არ გამოიყენება. აქ ადგილობრივები ბიუჯეტური წახემსებისთვის მიდიან. არავინ იცის ეს ტრადიცია საიდან იწყებს სათავეს, მაგრამ თუ ადგილობრივების გვერდით გინდათ სადილობა, ვახშმობა ან რძიანი ჩაის დალევა, აუცილებლად მიაკითხეთ.

6. სავსემთვარეობისას ალკოჰოლი აკრძალულია

შრილანკელი ბუდისტები სავსემთვარეობის დღეებს წმინდა დღეებად მიიჩნევენ. ამ დროს მოსახლეობა სტუმრობს საყდრებს და ესწრება რელიგიურ აქტივობებს. სუპერმარკეტებში, ბარებსა და რესტორნებში ვერ იყიდით ალკოჰოლს.

7. აქ იციან ინგლისური

შრი ლანკაზე 3 ოფიციალური ენაა: სინჰალა, თამილი და ინგლისური. ბევრმა ადგილობრივმა იცის საბაზისო ინგლისური და აქ ტურისტად ყოფნა არ გაგიჭირდებათ. მაგრამ რამდენიმე სიტყვას თუ ისწავლით, მათ ძალიან გაუხარდებათ.

8. ჩაიცვით შესაბამისად, განსაკუთრებით რელიგიურ ძეგლებთან

დაიფარეთ მხრები და მუხლები; გაიხადეთ ფეხზე თუ ბუდისტურ და ჰინდუ საყდრებში შეხვალთ. დააკვირდით მითითებებს შესასვლელთან. იცოდეთ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც აკვირდებიან თუ რა გაცვიათ და ნუ იმგზავრებთ მხოლოდ საცურაო კოსტიუმის ზედით.

9. ჩაის დატოვება აუცილებელი არაა, მაგრამ მიღებულია

არავინ მოელის რომ ჩაის აუცილებლად დატოვებთ, მაგრამ მძღოლები და სერვისის თანამშრომლები ამას დაგიფასებენ. ამიტომაც, თუ კმაყოფილი იქნებით მომსახურეობით, შეგიძლიათ სიმბოლურად რამე დატოვოთ.

10. არ დალიოთ ონკანის წყალი

შრილანკის მაცხოვრებლები ჯერ ადუღებენ და შემდეგ ფილტრავენ წყალს იქამდე, სანამ დალევენ. მინერალურ წყალს აქ ყველგან იპოვნით.

11. ერიდეთ ტუკტუკის მძღოლების შემოთავაზებებს

ტუკტუკის მძღოლებს შემუშავებული აქვთ მეთოდები, რომლებიც ხანდახან ჭრის. ისინი შესაძლოა დაგპირდნენ სპაში, ბუტიკში ან ქალაქის ღირსშესანიშნაობების სანახავად წასვლას. ამის შემდეგ დაგიმატებენ გადასახადს.

12. დაიჭირეთ დისტანცია ველურ ბუნებასთან

შრი ლანკა ტროპიკული კუნძულია. თუ გზად სპილოს შეამჩნევთ, შორიდან დააკვირდით, დაიჭირეთ დისტანცია და არ გამოკვებოთ ისინი. ეს ეხება მაიმუნებსაც.