მირისა სამხრეთ შრი ლანკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო მიმართულებაა. ამ არეალს ყველაფერი აქვს: ლამაზი სანაპიროები, ტალღები სერფინგისთვის და მდიდრული ზღვის ცხოვრება. გაატარეთ დღეები ჰამაკში, ქოქოსით ხელში, მიირთვით გემრიელი საკვები სანაპირო რესტორნებში და აშ. 4 დღე იდეალური იქნება მირისაში არდადეგების მოსაწყობად.
1. საიდუმლო სანაპირო/Secret Beach
შესაძლოა ეს საიდუმლო სანაპირო საიდუმლო სულაც აღარაა, მაგრამ ნამდვილად მოწყვეტილი სამოთხეა. ამ პატარა სანაპიროზე მოხვედრა ცოტათი რთულიცაა, ამიტომაც მას არც ისე ბევრი ვიზიტორი ჰყავს. ის უნიკალურია მისი ქოქოსისა და პალმის ხეებით და კრისტალივით სუფთა წყლით. აქ მოსახვედრად Google Map-ში ჩაწერეთ: Secret Beach bar და შეგიძლიათ გაყვეთ ტუკ-ტუკის მძღოლებს.

2. Parrot Rock
ეს საკულტო ადგილი მირისას სანაპიროს წინ მდებარეობს და ლამაზ ხედებს წარმოგვიდგენს. წყალში შესულ კლდეზე კიბის ნაფეხურებით შეძლებთ ასვლას. აქედან მზის ჩასვლა განსაკუთრებით შთამბეჭდავია,

3. ქოქოსის ხეების გორაკი
Coconut Tree Hill – ეს შრი ლანკაზე ყველაზე “ინსტაგრამული ფოტოების” ადგილია. გორაკი მირისას სანაპიროდან 15 წუთის ფეხით სავალ გზაზეა. ლოკაციას Google Maps-ზე შეგიძლიათ მიყვეთ. ნუ დადგებით ზუსტად ხის ქვეშ ან იყავით ყურადღებით, რადგანაც ხანდახან ქოქოსები ცვივა.

4. ველიგამა/Weligama
ველიგამა პატარა სანაპირო ქალაქია, რომელსაც სერფინგის დედაქალაქს უწოდებენ. სერფინგის მოყვარულები აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და ფანტასტიკური ტალღებით და თეთრი ქვიშით ტკბებიან. აქ მშვენიერი ტურისტული ინფრასტრუქტურაა ბევრი კაფე-რესტორნით.

5. ზვიგენებზე დაკვირვება
მირისაში ძალიან მრავალფეროვანი საზღვაო ცხოვრებაა. ის ცნობილია ზვიგენების სახეობების მრავალფეროვნებითაც, რომელთა ნახვაც ნოემბრიდან მარტამდეა შესაძლებელი. შეუერთდით ტურებს, რომლებსაც სანაპიროებზე მიაგნებთ.

6. უნავატუნას და გალის ციხესიმაგრე
Unawatuna & Galle Fort – შრი ლანკის პოპულარული სანაპირო დასახლებაა ქვიშიანი სანაპიროებით, ჰიფსტერული რესტორნებით და ცოცხალი ღამის ცხოვრებით. ის მირისადან 50 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს და მშვენიერი ვარიანტია ერთდღიანი ვიზიტისთვის.

7. მირისას სანაპირო/Mirissa Beach
ეს სანაპირო ცნობილია მათთვის, ვისაც რელაქსაცია და ცურვა სურს. ის ხანდახან ძალიან დატვირთულია, მაგრამ მაინც მშვიდი.

9. მატარა/Matara
გამოსცადეთ შრი ლანკური ადგილობრივი ცხოვრება მატარაზე. ეს დატვირთული კომერციული ქალაქი არაა ცნობილი როგორც ტურისტული მიმართულება, ამიტომაც აქ უფრო შეიგრძნობთ ავთენტურ კულტურას. ერთ-ერთი ტოპ სანახაობაა ფარავი დუვას ბუდისტური საყდარი.











