როცა საქმე ბერძნულ კუნძულებს ეხებათ, მიკონოსი და სანტორინი სიის ლიდერები არიან. მაგრამ, საბერძნეთში ბევრი მათი ანალოგია არანაკლები სილამაზით და ნაკლები ტურისტული ქაოსით. ამჯერად, ციკლადებში გეპატიჟებით, სადაც ბორნებითაც და თვითმფრინავითაც მოხვდებით. ანტიპაროსი პაროსიდან ბორნით 7 წუთის გზაზე მდებარეობს. ის პატარა, მშვიდი კუნძულია ეგეოსის ზღვაში, რომელიც ფარულ სამოთხეს ჰგავს. აქაური გარემო საოცრად სარელაქსაციოა და დროის შეგრძნებას ადვილად დაკარგავთ. შენი მეგზური აქ სასურველ მოგზაურობას დაგიგეგმავთ.
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 895 895 – სოფი
საუკეთესო აქტივობები
ნავის დღე
ანტიპაროსის ზოგიერთ ულამაზეს ნაწილს უმჯობესია თუ წყლიდან ეწვევით. კერძო ნავი საშუალებას მოგცემთ გამოიკვლიოთ სხვადასხვა სანაპიროები და მოიწყოთ პიკნიკი. ალტერნატივაა შეუერთდეთ მცირე ჯგუფურ ტურებს.
ფანერომენის სანაპირო/Faneromeni Beach
ამ ველური სილამაზის მქონე სანაპიროზე ქვიანი გზით მოხვდებით, ქალაქიდან 20 წუთის სავალ გზაზე. აქ ინფრასტრუქტურა არაა, ამიტომაც წამოიღეთ წასახემსებელი, ქოლგა თუ სხვა ნივთები, რაც სანაპირო დასვენებისთვის გჭირდებათ.
აგიოს ჯორჯოს სანაპირო/Agios Georgios Beach
ამავე სახელწოდების პატარა სოფელში მდებარე ეს სანაპირო კრისტალივით სუფთა წყლით და ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. აქ მზის საწოლებს და ქოლგებს ვერ იქირავებთ, მაგრამ დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ.
სოფელი ანტიპაროსი
ეს მომხიბვლელი ნავსადგურთან მდებარე სოფელი პატარა და საფეხმავლოა. გაისეირნეთ მის მთავარ ქუჩაზე, იშოპინგეთ, ისადილეთ და მიირთვით გემრიელი ნაყინი.
დესპოტიკო
ანტიპაროსიდან სამხრეთით მდებარე ეს პატარა კუნძული მხოლოდ თხებითაა დასახლებული. აქ აპოლოს ანტიკური საკურთხეველი და ქვიშიანი სანაპიროებია. მშვიდი სუფთა წყლები იდეალურია საცურაოდ.
საუკეთესო რესტორნები
- Casa Fistiki – ამ რესტორანში მექსიკა ხმელთაშუა ზღვას ხვდება. ის ელეგანტური საკვები ობიექტია ზღვის ხედებით.
- Kalokeri – ამ რესტორნის მფლობელები ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და საკუთარ სერვისზე ზრუნავენ. კერძებს ავთენტური ეგეოსის რეგიონისთვის დამახასიათებელი გემოები აქვთ. ღვინოების არჩევანი დიდი და მრავალფეროვანია.
- Sapou – ეს კუნძულის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია, სადაც თანამედროვე ხმელთაშუაზღვიურ სამზარეულოს დააგემოვნებთ აზიური გავლენებით.
- Zombos – აქ ფოკუსი ჯანსაღ ინგრედიენტებზე კეთდება და საკუთარ ბაღში მოყვანილ პროდუქტს იყენებენ.
- Taverna Yorgis – ეს მყუდრო ტავერნა ბერძნული კლასიკური კერძებით გამოირჩევა. როგორებიცაა, ტაძიკი, მუსაკა, სუვლაკი და აშ.
საუკეთესო დრო ვიზიტისთვის
ივნისი საუკეთესო თვეა იმისათვის, რომ ანტიპაროსს ეწვიოთ. ამ დროს აქ თბილა, ძალიან არ ცხელა და სიმშვიდეა. გართობისთვის ივლისი და აგვისტო იდეალური თვეებია. ზოგადად, პიკი სეზონზეც კი, ეს კუნძული არასდროსაა ძალიან გადატვირთული. სექტემბერიც სასიამოვნო თვეა აქ დასასვენებლად.
როგორ მოხვდებით: როგორც წესი, აქ მიყვებიან ბორანს პარიკიადან, პაროსის მთავარი პორტიდან. მაგრამ, უფრო სწრაფი და იაფი ვერსიაა პუნდას პორტი. მგზავრობა 7 წუთს გასტანს და ღირებულება მხოლოდ 1 ევროა.