რა ვნახოთ

აღმოაჩინეთ მაიორი 7 გაჩერებაში

მაიორიზე დასვენებისას ჩაიძირებით ბუნების და სანაპიროების სილამაზეში, კულტურაში და გემრიელ სამზარეულოსაც დააგემოვნებთ. აქ სანაპიროები კრისტალივით სუფთა წყლით და გამოქვაბულებითაა გარშემორტყმული. მთები სალაშქრო ბილიკებს და პანორამულ ხედებს გვთავაზობენ. მაიორი ამალფის სანაპიროს ქალაქია, სალერნოსთან ახლოს. თუ როსელინის ცნობილი ფილმები გიყვართ, ამ ქალაქის ქუჩებს მისი ფილმებიდან ადვილად ამოიცნობთ. ჩვენ 7 ადგილს გთავაზობთ, სადაც უნდა გაჩერდეთ და მაიორი შეიგრძნოთ.

წმ. მარიამის ეკლესია (Collegiate Church of St Mary)

ეს ულამაზესი ეკლესია ქალაქის ცენტრს გადმოჰყურებს და საუკუნეების ისტორიას აღბეჭდავს. ის შუა საუკუნეებში აშენდა. მისი არქიტექტურა, საათის კოშკის ფერები და კონტრასტული ფორმები ნამდვილად აღსანიშნავია.

სან ნიკოლა დე ტოროს ციხესიმაგრე (Castle of San Nicola de Thoro)

მაიორიში ყოფნისას თუ მთებზე აიხედავთ, ამ არაჩვეულებრივ ციხესიმაგრეს შენიშნავთ. მასზე ასვლა ფეხითაც შეგიძლიათ. ღიაა ყოველდღე დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

ციხესიმაგრე ლა ტორე სარაკენა (La Torre Saracena)

მაიორის ეს ანტიკური ნაწილი მაიორის სანაპიროსთან მდებარეობს. სანაპიროზე დასვენების შემდეგ ადით მის კოშკურებზე და დატკბით ზღვის ხედებით.

ლიმნის ხეების ბილიკი (Il Sentiero dei Limoni)

ეს უძველესი გზა სოფელ ტორეს გავლით მაიორს მინორისთან აკავშირებს და ცნობილი ტურისტული ბილიკია, სადაც ლიმნის მოსავალს და ულამაზეს ლიმნის ხეებს დაათვალიერებთ. ბილიკის გავლის დაახლოებით დროა 1 სთ და გზად მინორის მშვენიერ ხედებს იხილავთ გადმოსახედი პლატფორმებიდან.

სალიერქის სანაპირო და სულფური გამოქვაბული (Salicerchie Beach; Cave of Sulfur)

თუ პატარა გამოქვაბულს ეძებთ დღის მშვიდად გასატარებლად, მაიორი სულფურ გამოქვაბულებს გთავაზობთ კრისტალივით სუფთა წყლით და სალიერქის სანაპიროთი.

გლაუკოს და სგარუპოს სანაპიროები (Glauco and Sgarrupo)

მაიორში ყოფნისას აუცილებლად მოინახულეთ 2 არაჩვეულებრივი გამოქვაბული: გლაუკო და სგარუპო. ეს პატარა სამოთხეა კრისტალივით სუფთა წყლით, სადაც ისევ ზღვით მოხვდებით. აქ განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის ჩასვლის ხედები.

სანტა მარია დე ოლეარია (Santa Maria de Olearia)

მაიორის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ეს ეკლესია შეგიძლიათ ფეხითაც მოინახულოთ, თუ კაპო დელ ორსომდე მიმავალ ბილიკს გაყვებით. ეს შუა საუკუნეების კომპლექსი მოიცავს 3 ეკლესიას და იდეალურადაა შერწყმული ლანდშაფტთან. აქ აღმოაჩენთ ხელოვნების ნიმუშებს ფრესკების სახით და დატკბებით ზღვის ხედებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

იტალიაიტალია
იტალია31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე