ცნობილი მიკონოსი და სანტორინი პოპულარობის გამო არც ისე იაფი ბერძნული კურორტებია. თუმცა, ულამაზესი სანაპიროებით, გემრიელი საკვებით და შთამბეჭდავი ლანდშაფტით, ქვემოთ ჩამოთვლილი კუნძულებიც არანაკლებ შთაგაგონებენ და საბერძნეთში ბიუჯეტურად გამოგზაურობენ.
აგისტრი/Agistri
ეს კურორტი ათენის მახლობლად მდებარეობს და მშვენიერი გადაწყვეტილებაა ამ ქალაქთან ახლოს დაისვენოთ. ეს პატარა ბიუჯეტური კუნძული პირაეუსის პორტიდან ბორნით 60 წუთის გზაზე მდებარეობს. დაათვალიერეთ სოფელი შკალა და დაისვენეთ რომელიმე ავთენტურ კაფეში. აქ ბევრი სალაშქრო ბილიკი და სამოთხის მსგავსი სანაპიროა.

კითნოსი/Kythnos
ეს კუნძული მიკონოსსა და სანტორინის ძალიან წააგავს. ის მათზე უფრო მშვიდი მარგალიტია და პატარა კუნძულების გარემოცვაში მყოფი, ბევრად უფრო იაფი ჯდება. ამ განსაკუთრებულ არქიპელაგს 70-მდე სანაპირო წარმოადგენს. სოფელ მესარიაში თეთრი სახლები, ქვაფენილიანი ქუჩები და ულამაზესი კაფეებია. აქვეა თერმული წყლები.

ლეფკადა/Lefkada
არაა საიდუმლო, რომ ლეფკადაზე მთელ საბერძნეთში გამორჩეული სანაპიროებია. აქ გამჭვირვალე ზღვა, ფირუზისფერი ბუნებრივი აუზები და ჩანჩქერებია. ამასთან, აქ დარჩენა მეზობელ კორფუსთან შედარებით კიდევ უფრო იაფია.

იკარია/Ikaria
ამბობენ, რომ იკარიის მაცხოვრებლები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ საბერძნეთში. აქ ჩასვლისას ეს ფაქტი არ გაგიკვირდებათ. გასაოცარი ფერის წყალი, ქვის ხიდები, ჭადრის ხეები… ამ პატარა სამოთხეში ანტიკური არტემისის საყდარი და ნასის ბრწყინვალე სანაპირო იმალება. დაათვალიერეთ იკარიას სოფლები და საღამოს იცეკვეთ ადგილობრივ ბარებში.

ასტიპალაია/Astypalaia
ასტიპალაია პოპულარული ბერძნული დასასვენებელი მიმართულებაა არაა, მაგრამ ბიუჯეტური სასტუმროებით და წყნარი სანაპიროებით გამოირჩევა. თეთრ შენობებთან ერთად ქარის წისქვილები დგანან და კლასიკურ ბერძნულ ატმოსფეროს ქმნიან.

ჰიდრა/Hydra
ეს ბიუჯეტური კუნძული ბოჰემური ცხოვრების სტილით გამოირჩევა. მშვიდი პორტი და ლამაზი სანაპიროები ცნობილ მუსიკოსს, ლეონარდ კოენს წლების მანძილზე შთააგონებდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰიდრა სრულიად თავისუფალია მანქანებისგან.

სიფნოსი/Sifnos
ბერძნული ეკლესიების გულშემატკივრებს ეს კუნძული ნამდვილად აღაფრთოვანებთ. მათგან გამორჩეული 7 მოწამის ეკლესიაა, აგებული სოფელ კასტროში ზედ კლდის თავზე. ის ამაყად გადმოჰყურებს ეგეოსის ზღვას. აქ ეკლესიების გარდა, ბევრი ტავერნა და ბარია, ასევე სალაშქრო ბილიკები და ზღვაზე გადმოსახედი ადგილები.

ტინოსი/Tinos
ხელოვანების საყვარელი კუნძული მიკონოსთან ახლოს მდებარეობს და ისინი ერთმანეთს ბორნებით უკავშირდებიან. აქ სერფერებიც ისიამოვნებენ და მშვიდად რუჯის მიღების მსურველებიც, რადგანაც ტინოსი თავგადასავლებს და წყნარ დასვენებას ერთდროულად მოიცავს.

ალონისოსი/Alonissos
იდილიური სანაპიროები და ლანდშაფტები ალონისოსის დამახასიათებელი ნიშანია. აქ უბრალოდ ყოფნითაც კი ბედნიერებას იგრძნობთ, ასე რომ, მშვენიერი არჩევანია ბერძნული არდადეგები სწორედ ალონისოსზე დაგეგმოთ. ევროპის უდიდეს ეროვნულ საზღვაო პარკში დელფინები და იშვიათი წყლის ბინადრები სახლობენ. აქ სკუბა-დაივინგის დიდი არჩევანია. ხოლო ტყეები სხვადასხვა ტიპის ხეებს აერთიანებენ.











