შტუტგარტი სამხრეთ გერმანიის დედოფალია და მას კარგად ჩაცმული და საოცრად კომპეტენტური და პროფესიონალი მაცხოვრებლებით სავსე ქალაქის რეპუტაცია აქვს. შტუტგარტი ყველა ვიზიტორს ასიამოვნებს. ჩვენ აქ 10 საუკეთესო აქტივობას გირჩევთ.

მერსედესის მუზეუმი

ეს მუზეუმი მანქანის ენთუზიასტების სამოთხეა. შენობის თითოეული სართული შთამბეჭდავი ინჟინერიის ნიმუშია და იმ შთამაგონებელ და ლამაზ მანქანებს ეძღვნება, რომლებიც კი ამ ბრენდის მიერ შექმნილა. მუზეუმი წარმოაჩენს მერსედესის მოდელების ევოლუციას და ბრენდის დამფუძნებლის გარდამტეხ როლს თანამედროვე გერმანული ისტორიის ჩამოყალიბებაში.

მისამართი: Mercedesstrasse 100

ვილჰელმას ზოოპარკი და ბოტანიკური ბაღი

ამ ზოოპარკსა და ბაღში სრულ რელაქსაციას მიაღწევთ. ეს გასაოცარი მწვანე სივრცე სათბურებით და მე-19 საუკუნის არქიტექტურით, საინტერესოა გამოსაკვლევად. აქვე ნახავთ ცხოველებს, რომლებისთვისაც ეს პარკი მშობლიური სახლია. სპილო, ცხენები და ფერადი ჩიტები ნამდვილად მოგხიბლავთ.

მისამართი: Wilhelma 13

შტუტგარტის ბიბლიოთეკა

შტუტგარტის ბიბლიოთეკა საკულტო ადგილია მინიმალისტური დეკორითა და უამრავი წიგნით. თუ დრო გაქვთ გასაყვანი, შეგიძლიათ ბარგი სეიფებშიც დატოვოთ. შეიარეთ ბიბლიოთეკის კაფეტერიაში, რომელსაც ღია ტერასა აქვს ლამაზი ხედით და სასიამოვნო ატმოსფეროთი.

სამარხის სამლოცველო

შტუტგარტის ამ ლამაზ შენობას სახელად: Sepulchral Chapel ტრაგიკული ისტორია აქვს. ეს საყვარელი სამლოცველო მეფის, დედოფლის და მათი ახალგაზრდა ქალიშვილის საფლავია. ლეგენდის თანახმად, ახალგაზრდა დედოფალი გულის შეტევით გარდაიცვალა, როდესაც გაიგო, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა. მეფემ მონანიების მიზნით, ეს სამლოცველო ააგო და ცოლის სამარხის გარშემო ვენახი დარგო. აქედან ლამაზი ხედი გადაგეშლებათ.

მისამართი: Württembergstraße 340

შტუტგარტის სასახლე

ამ სასახლეს გერმანელები Schloss Solitude-ს უწოდებენ. თუ მის მონახულებას გადაწყვეტთ, თქვენ წინ პომპეზური შენობა აღიმართება. ინტერიერში ტურები რეგულარულადაა ხელმისაწვდომი. გარშემო საინტერესოდ გამოსაკვლევი ბაღები და ტყეებია, განსაკუთრებით წყვილებისთვის. აქაურ ბილიკებზე ქალაქს შორიდან გადახედავთ.

მისამართი: Solitude 1

წმ. ჯონის ტაძარი

გასაოცარი გოთიკური ეკლესია, რომელიც ფორსის ტბაში ირეკლება, მე-19 საუკუნითაა დათარიღებული. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტაძარს რესტავრაცია გაუკეთდა, თუმცა კოშკი დაუსრულებელი დატოვეს, ომის შედეგების თვალსაჩინოდ.

მისამართი: Gutenbergstraße 16

ისტორიის სახლი

ეს მუზეუმი ინტერაქციული სივრცეა საოცარი გამოფენებით. დიდი სიამოვნებაა იხილოთ ბადენ-ვურტემბერგის მდიდრული ისტორია. აქ ყველანაირი არტეფაქტი დაგხვდებათ: ფილმის ფრაგმენტები, ისტორიული დოკუმენტები, რეალური ინტერვიუები… თანამედროვე ტექნოლოგიებით კი ეს ყველა ინფორმაცია განსხვავებული მუზეუმის დათვალიერების გამოცდილებას განიჭებთ.

მისამართი: Konrad-Adenauer-Strasse 16

ნეკარ პარკი

ეს ცნობილი პარკი, სახელად Neckar Park – განსაკუთრებით ცოცხალია აპრილსა და სექტემბერში, როცა აქ ლეგენდარული ლუდის ფესტივალები ტარდება. შესვლა უფასოა და კარგ ამინდში აქაური ატმოსფეროთი ნამდვილად ისიამოვნებთ.

კილსბერგ პარკი

შტუტგარტის ეს ულამაზესი მწვანე სივრცე – Killesberg Park, მინიმალისტურ სტილშია გაშენებული. აქ რუჯის მიღებას, ღია აუზში ბანაობას, მინი მატარებლით სეირნობას და მოწესრიგებულ ბილიკებზე სეირნობას შეძლებთ. დატკბით ბუნებით და დაისვენეთ რომელიმე ღია კაფეში.