გადაჭარბებული ტურიზმი ევროპის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს იპყრობს, ამიტომაც მოგზაურები ეძებენ მშვიდ ადგილებს, სადაც დატკბებიან ბუნებით და მშვიდი დასვენებით. ბოლო კვლევების თანახმად, ნორვეგიის არქიპელაგი სვალბარდი სწორედ ასეთი, ერთ-ერთი საუკეთესო წყნარი გასაქცევია. აღმოჩნდა, რომ სვალბადი ევროპაში ყველაზე ნაკლებად ხალხმრავალი კუნძულია. არქტიკულ სარტყელთან მდებარე სვალბადი ნორვეგიასა და ჩრდილოეთ პოლუსს შორის მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე ის ცოტა მოწყვეტილი ჩანს, მარტივად ხელმისაწვდომია ფრენით ოსლოდან ან ტრომსოდან.

აქ დაგხვდებათ მყინვარები, ფიორდები და ტუნდრა. თუ ნაკლებად დატვირთულ ადგილებს და სანაპიროებს ეძებთ, სვალბარდი ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება თქვენთვის. მისი უდიდესი ნაწილი ხელშეუხებელია. არქიპელაგის ორი მესამედი დაცული ეროვნული პარკი და ბუნების ნაკრძალია. მის კუნძულებზე ბინადრობენ მელიები, ირმები და პოლარული დათვების კი. ექსკურსიები იგგეგმება გიდებთან ერთად.

სვალბარდის ამინდი აქ ჩამოსვლის შესაფერის პერიოდებს განაპირობებს. თბილ თვეებში, აპრილის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე, მზე ფაქტობრივად ბოლომდე არასდროს ჩადის. სწორედ ამ გახანგრძლივებული სინათლის დროს ჩამოდის აქ ყველაზე მეტი მოგზაური. ზამთარში კი პირიქით, სვალბადს სიბნელე და სიცივე მოიცავს. იდეალური დროა ჩრდილოეთის ციალის სანახავად. ტურისტები აქ ძირითადად ლონგიარბიენში რჩებიან, ეს პატარა ქალაქი სვალბადის ადმინისტრაციული და ტურისტული ჰაბია, ბევრი რესტორნით და ღირსშესანიშნაობებით, მათ შორისაა სვალბადის მუზეუმი.

მართალია სვალბადი ევროპის ყველაზე “ცარიელი” კუნძულია, მაგრამ ჩვენ ათეულში მოხვედრილ სხვა ალტერნატივებსაც წარმოგიდგენთ:
- სვალბარდი, ნორვეგია
- ალანდი, ფინეთი
- გოთლენდი, შვედეთი
- ქიოსი, საბერძნეთი
- ეუბოეა (ევია), საბერძნეთი

- ჩრდ. ეგეოსის კუნძულები (ლესვოსი, ლიმნოსი), საბერძნეთი
- ელ ჰიერო, ესპანეთი
- ფუნენი, დანია
- აზორესი, პორტუგალია
- ბორნჰოლმი, დანია











