იქამდე, სანამ ნორვეგიის დედაქალაქს, ოსლოს მოინახულებთ, აუცილებლად განიხილეთ ქალაქი ტრომსო, რომელსაც “არქტიკაში გასასვლელს” უწოდებენ. მას თქვენთვის ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია, უნიკალური და მაგიური შთაბეჭდილებების. თუ არქტიკაზე და ჩრდილოეთ ნორვეგიის ბუნებაზე მეტის გაგება გსურთ, ტრომსო იდეალური მიმართულებაა. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ის თბილი ადგილი არაა.
აქ მეტი შანსია, რომ ჩრდილოეთის ციალი იხილოთ
ტრომსოს ლოკაცია ჩრდილოეთის ციალის დასაკვირვებლად მშვენიერი ადგილია. ადგილობრივი ტურ-ოპერატორები ბევრ ექსკურსიას გვთავაზობენ, რათა ეს გასაოცარი ფენომენი საკუთარი თვალით ვიხილოთ.
ის იდეალურ არქტიკულ გამოცდილებას გვთავაზობს ისე, რომ არ გავიყინოთ
ტრომსო სანაპიროსთან მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შედარებით რბილი კლიმატია. ზამთარში ტემპერატურა -5-დან +5-მდე მერყეობს. იგივე ტემპერატურაა ოსლოშიც და რატომ არ უნდა მოინახულოთ არქტიკული წრე? სოფელ სამიში ვიზიტორებს შეუძლიათ შეეხონ ირმებს და დააკვირდნენ არქტიკულ ველურ ცხოვრებას. ნოემბრიდან იანვრამდე კი აქ პოლარული ღამეებია.
ის იდეალურად აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე ნორვეგიას
ტრომსო ტრადიციების და თანამედროვეობის შერწყმაა. აქ შეისწავლით ქვეყნის კულტურას, ისტორიას, დააგემოვნებთ ტრადიციული სამზარეულო, ასევე შეუერთდებით თანამედროვე ფესტივალებს, მათ შორის მუსიკის და კინოს ფესტივალს.
ნახავთ შუაღამის მზეს
20 მაისიდან 20 ივლისამდე ტრომსოში ღამეები გრძელი აღარ არის. ადგილობრივები ამ დროს ბევრ აქტივობას ანხორციელებენ: სპორტულ მარათონებს, კაიაკის და ნავით ცურვას, ლაშქრობებს. ამ გამოცდილებებისთვის ტრომსოში ვიზიტი ნამდვილად ღირს.
ეს მეგობრული, ცოცხალი და მოსახერხებელი ადგილია
არქტიკული წრიდან 350 კილომეტრში მდებარე ტრომსოში ჩასვლა ძალიან მარტივია. აქ აეროპორტიც მდებარეობს, ბორანებიც დადიან და ხმელეთის ტრანსპორტიც. ადგილობრივებს ტურისტები უყვართ და მათთან შეხვედრა სიამოვნებთ. ქალაქში ბევრი სასტუმრო და რესტორანია, რაც აქ დარჩენას კომფორტულს ხდის.
აქ ყველასთვის გამოიძებნება რაღაც
ტრომსო ყველა მოგზაურს დააკმაყოფილებს. ბუნების მოყვარულებს ნორვეგიის მშვენიერი ბუნება დახვდებათ. კულტურის მოყვარულები ფესტივალებს დაესწრებიან და მუზეუმებს მოინახულებენ; მოისმენენ სიმფონიურ ორკესტრს კათედრალში, გურმანები არაჩვეულებრივ საკვებ ადგილებს ესტუმრებიან, ხოლო ბავშვები ბევრგან გაერთობიან. საყვარელ ადამიანთან ერთად ავრორას ხილვა ხომ საოცრად რომანტიკულია.
მოინახულებთ ფინურ ლაპლანდიას
ტრომსო ფინეთში ყველაზე ახლოსაა ლაპლანდიასთან და მის დათვალიერებას ძალიან ადვილს ხდის. ქვეყნის ეს ჯადოსნური ადგილი ბევრი ადამიანის საოცნებო მიმართულებაა. გაატარეთ დრო ჰასკებთან, ისრიალეთ თხილამურებით და ციგით, დატკბით თოვლიანი საოცრებათა სამყაროთი. აქ ვიზიტი ცხოვრებაში არასდროს დაგავიწყდებათ.