ზაფხულში სარდინიაზე ბორნები და კურორტები ხალხით ივსება, რადგანაც ამ ულამაზეს კუნძულზე ჩამოსასვლელად ბევრი ტურისტი და ადგილობრივი მოისწრაფვის. აქ ანტიკური ტრადიციები, მრავალფეროვანი ლანდშაფტები, კლდეები და მთები ერთმანეთს ცვლიან. დაგეგმეთ სარდინიული არდადეგები შენ მეგზურთან ერთად.
1. დარჩით 1 კვირით მაინც
სარდინია შესაძლოა რუკაზე პატარა ჩანს, მაგრამ ყველაფერი რომ მოინახულოთ რასაც კუნძული გთავაზობთ, კვირეები დაგჭირდებათ. აღმოაჩინეთ ნურაგიჩის ცივილიზაციის ანტიკური ნანგრევები, სანაპიროები და ვენახები. 1 კვირის მანძილზე შეძლებთ რომ მისი გამორჩეული ადგილები მოიაროთ.

2. თავი დაიცავით ხალხმრავლობისგან და მაღალი ფასებისგან
სარდინიაზე მოგზაურობა ივლისსა და აგვისტოში ნიშნავს იტალიურ პიკ სეზონს. ეს არამხოლოდ წლის ყველაზე ცხელი დროა, არამედ პერიოდი, როცა იტალიელები თავის არდადეგებს აქ იწყობენ. ელოდეთ ხალხმრავლობას და მაღალ ფასებს ბორნებზე, სასტუმროებზე და მანქანის ქირაობაზე. ზაფხულამდე ან ზაფხულის შემდეგ, თქვენი ვიზიტი სარდინიაზე უფრო სასიამოვნო იქნება.

4. სარდინიაზე გადაფრინდით ან გადადით ბორნით
სარდინია კარგადაა დაკავშირებული იტალიასთან და ბევრ ევროპულ მიმართულებასთან. მას 3 აეროპორტი აქვს: კალიარი, ოლბია და ალეგრო, კუნძულის 3 სხვადასხვა კუთხეში. კალიარი სარდინიის დედაქალაქია, ალგეროში კი რეინეარის ფრენები დადიან. შეგიძლიათ გადახვიდეთ ბორნით ლივორნოს და პიომბინოს პორტებიდან (ტოსკანა), ჩივიტავექიადან (რომი), ნეაპოლიდან და პალერმოდან. ბორნები სარდინიაზე ასევე დადიან ბარსელონას პორტო ტორესის პორტიდანაც.
5. მანქანა საუკეთესო გზაა მის მოსავლელად, მაგრამ ავტო კომპანიების სიმცირეა
სარდინიაზე დადიან მატარებლებიც და ავტობუსებიც, მაგრამ აქ ასევე არის ისეთი მოწყვეტილი არეალები, სხვადასხვა ბუნების სილამაზით, სადაც მანქანა დაგჭირდებათ. თუ სარდინიაზე ბორნით გადახვალთ, შეგიძლიათ მანქანა იტალიიდან წაიყვანოთ. პიკ სეზონებზე განსაკუთრებით რთულია ადგილზე ავტომობილების ქირაობა.

6. იყავით მზად სხვადასხვა ენის მოსასმენად
სარდინია არამხოლოდ გეოგრაფიულად მრავალფეროვანი, არამედ ლინგვისტურად მდიდარიცაა. აქ საუბრობენ იტალიურად, სარდინიულად, ნეო-ლათინურად, კატალონიურად…
7. შენელდით რათა შეიგრძნოთ სარდინია
ტურისტებს სარდინია ნაკლები სამანქანო მოძრაობის და სანაპირო გზების გამო უყვართ. აქ განვითარებულია საველოსიპედო გზებიც. თავისუფლად იქირავებთ ველოსიპედებს, რადგანც ეს სერვისი აქ თითქმის ყველგანაა.











