ნეაპოლი მეხსიერებაში ჩასაბეჭდი ადგილია სარკისებრი წყლით, რომელიც გეგებებათ, ვულკანური მთით, რომელიც ბუტბუტებს და ფერადი ურბანიზაციით, რომელიც თვალს გჭრით. აქ უძველესი რომაული ცივილიზაციების კვალია – პომპეისა და ჰერკულანეუმის. მშვენიერი სანაპიროები და ლამაზი კუნძულები კი ამ პატარა დასახლებას მეტ ხიბლს სძენენ.

პროჩიდა/Procida

პროჩიდა პატარა კუნძულია, რომელსაც ფეხითაც კი მოივლით. აქ ორი ნავსადგურია: პირველი სამხრეთში მდებარეობს და იახტებითაა სავსე, ხოლო მეორე კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და სათევზაო იალქნების თავშესაფარს წარმოადგენს.

ისკია/Ischia

ისკია მაგიური კუნძულია, სადაც რამდენიმე მშვიდი და სუფთა სანაპირო დაგხვდებათ, სანაპიროზე დაპარკინგებული ნავებით. აუცილებლად ესტუმრეთ ზღვის მუზეუმს, რომელიც სათევზაო ინდუსტრიის ისტორიას გაგაცნობთ.

პომპეი/Pompeii

პომპეი ნავსადგურიდან ტრანსპორტით 15 წუთის გზაზეა, ფეხით კი 1 საათის. არქეოლოგებმა აქ დიდი სამუშაოები ჩაატარეს: გამოაჩინეს რომაული ფორუმი, კერძო ვილები და მთავარი ქუჩა. ჰერკულანეუმიც იქვეა, მატარებლით საკმაოდ ახლოს.

არაგონეზეს ციხესიმაგრე/Castello Aragonese

თუ შთამბეჭდავი ხედები, ანტიკური ნანგრევები და ქვიანი კუნძულები გიყვართ, აროგენეზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ. პატარა კუნძულზე მდებარე ციხეკოშკი ისკიას ხიდით უკავშირდება. ტყე ცისფერი წყლითაა გარშემორტყმული და იკარგება ჰორიზონტი ზღვასა და ცას შორის.

მილისკოლა/Miliscola

ეს გრძელი ქვიშიანი ნაპირია ლამაზი ხედებით ტირენიის ზღვაზე. იქ მოსახვედრად Acquamorta-ს პორტიდან 1 საათი ფეხით უნდა იაროთ, თუმცა გზად მშვენიერ ნაკრძალს,  Laghetto di Torrefumo-ს დაათვალიერებთ. სანაპიროს ბარებით და ლაუნჯებით აქაურობა ნამდვილად ცოცხლობს.

გაიოლა/Gaiola

გაიოლა ნეაპოლიდან საათნახევრის გზაზე მდებარეობს და ის რომაული ნანგრევებით, ანტიკური თეატრით და პირველი საუკუნის დროინდელი ვილით მოგხიბლავთ. სანაპირო ქვიანი და უსწორმასწოროა, თუმცა ლურჯ ზღვასთან პატარა ქვიშიან ნაპირს აღმოაჩენთ. აქ შეგიძლიათ კაიაკის ან დაივინგის ტურები აიღოთ და სარკისებურ წყალს ნავით დააკვირდეთ.

ნუოვოს ციხესიმაგრე/Castel Nuovo

ეს შუასაუკუნოვანი შედევრი ამინდის მიერ თუ საზოგადოების მოუვლელობით, საუკუნეების მანძილზე ზიანდებოდა. დღეს, კოშკი სამოქალაქო მუზეუმს და ნეაპოლიტანურ ბიბლიოთეკას მასპინძლობს, ისტორიული ფრესკებით. იარაღის ოთახში შეგიძლიათ აღჭურვილობას შუშის იატაკქვეშ დააკვირდეთ.

ბანიო ელენა/Bagno Elena

ცნობილი მწერლის, ოსკარ უაილდის და კომპოზიტორის, რიჩარდ ვაგნერის საყვარელი ადგილი საოჯახო დასვენებისთვის ზედგამოჭრილი ვარიანტია. ეს კლასიკური იტალიური სანაპირო კურორტი მშვიდი წყლით და სარელაქსაციო აურით გამოირჩევა. ერთ მხარეს მე-17 საუკუნის სასახლეს დანახავთ, მეორე მხარეს კი ანტიკურ საათის კოშკს. აქ საქორწილო ცერემონიებსაც კი მართავენ.

რეჯინა ჯოვანა, სორენტო/Bagni della Regina Giovanna, Sorrento

ბუნებრივი ქვის თაღები საბანაოდ დიდ აუზებს ქმნიან. აქ ყველა სანაპირო უფასოა და შეგიძლიათ სორენტოდან ფეხითაც მიხვიდეთ, გზად კი ზეთისხილის და ლიმნის ხეები გაიაროთ.

სან ელმოს ციხესიმაგრე/Castel Sant’Elmo

სან ელმო ყოფილი ციხეა, რომელიც ვულკანურ ქანებზე მდებარეობს და ვიზიტორებს ლამაზი ტყით აჯადოებს. კოშკი 1275 წლით თარიღდება და მასთან ვომეროს გამზირით მოხვდებით. ესტუმრეთ მუზეუმს, სადაც მე-20 საუკუნის ხელოვნების ნიმუშები ინახება.

ბაია დი ლერანტო/Baia di Leranto

ეს ნაკრძალი სათევზაო სოფელ, ნერანოსთან მდებარეობს, ნეაპოლიდან საათნახევრის გზაზე. აქ პანორამული ხედები დაგხვდებათ ზღვაზე და კაპრიზე. სანაპირო ყოველთვის წყნარია, შუა ზაფხულშიც კი.

დელოვოს ციხესიმაგრე/Castel dell’Ovo

ეს იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული შენობაა. შესვლა უფასოა და მოიცავს სხვადასხვა გამოფენებსაც და სპეციალურ ღონისძიებებსაც, რომლებიც აქ ტარდება. დელოვო საქორწილო ცერემონიალების ჩატარების მიმართულებითაც საკმაოდ პოპულარულია.