რომიდან 1 დღიანი გასვლებისთვის ბევრი არაჩვეულებრივი მიმართულებაა. ნაკლებად ცნობილია ჩივიტავექია, რომელიც იტალიის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. დღეს ის ცნობილია როგორც საკრუიზო პორტი, მაგრამ ქალაქის ისტორია ეტრუსკული დროიდან იწყება. თანამედროვე ღირსშესანიშნაობებით და ანტიკური მნიშვნელობით ჩივიტავექია პოპულარული ადგილია ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის.

შენი მეგზური: 

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

ჩივიტავექია (Civitavecchia) კულტურისა და ტურიზმის ჰაბია, რომელიც განსაკუთრებით ცოცხალია ზაფხულში. რომთან სიახლოვის გამო, მას ხშირად სტუმრობენ ტურისტები სარელაქსაციო ატმოსფეროსთვის იტალიის დედაქალაქში სიარულით და შთაბეჭდილებებით დაღლის შემდეგ. რომიდან ჩივიტავექიაში მატარებლები საათში ორჯერ დადიან.

ჩივიტავექიას შეგიძლიათ ეწვიოთ სანაპიროებითვის ან ისტორიული ძეგლებისთვის, მაგრამ მოერიდეთ ზაფხულს, რადგანაც პიკი სეზონზე განსაკუთრებით დატვირთულია. საუკეთესო დროა გაზაფხული და შემოდგომა, როდესაც ამინდი შედარებით რბილია და ხალხი იკლებს. სექტემბერში შეგიძლიათ “რომის გემოების” ფესტივალს შეუერთდეთ, სადაც რეგიონის გემრიელობებს დააგემოვნებთ.

ჩივიტავექია მოცულია ისტორიული ძეგლებით. იმპერატორ ტრაჯანის მიერ მეორე საუკუნეში დაარსებულმა საზღვაო პორტმა ბევრ შემოსევას გაუძლო. მეცხრე საუკუნეში, პაპმა ლეო მეოთხემ ქალქათან ახლოს, ალუმიერის მთებში ციხე-სიმაგრე ქალაქი ააგო. თავად სახელწოდება ჩივიტავექია ნიშნავს “ძველ ქალაქს”.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ისტორიულმა ცენტრმა დიდი ზიანი მიიღო, ქალაქს კვლავ აქვს შუასაუკუნეების შარმი. მისი რელიგიური მონუმენტები საჯაროდაა ღია, მაგალითად ჩივიტავექიას კათედრალი. ქალაქის ძველი შესასვლელია The Archetto. მის უძველეს პორტში ისიამოვნებთ ბარ-რესტორნებსა და მაღაზიებში ვიზიტით.

მიქელანჯელოს ციხესიმაგრიდან პირგომდე გაჭიმული სანაპირო ზოლი ფართო ბულვარს გვთავაზობს. პირგოს ტერასას პანორამული ხედები აქვს ქალაქზე და მის სანაპირო მშვენებაზე. ახლომდებარე სანაპიროები უფრო ნაკლებადაა დატვირთული ვიდრე ისინი, რომლებიც რომთან ახლოს მდებარეობენ. თუ მზის ჩასვლის ყურება სანაპიროდან გსურთ, გირჩევთ: Spiaggia il Pirgo და Bumba Beach.

ჩივიტავექიაში ნახავთ ფიკონჩელას აბანოებსაც. ეს ღია სივრცეში მდებარე ანტიკური თერმული აუზები გვთავაზობენ ხედებს ზღვაზე და ვულკანურ მთებზე. ამ წყლებით ტკბებოდა იმპერატორი ტრაჯანი. გავრცელებული ინფორმაციით, ის არჩენდა დერმატიტს, ართრიტს და რესპირატორულ დაავადებებს. ზაფხულობით აბანოები გვიანობამდეა ღია.

ჩივიტავექიას დათვალიერების შემდეგ, აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი უგემრიელესი საკვები, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტები. პიაცა რეჯინა მარგარიტაზე მდებარე ავთენტურ სან ლორენცოს ბაზრობაზე ჯანსაღი პროდუქცია იყიდება. სასიამოვნო საღამოს გასატარებლად გირჩევთ Corso Centocelle-ს მაღაზიებით და რესტორნებით.