რა ვნახოთ

7 საუკეთესო აქტივობა სარდინიაზე

ბუნებით მდიდარი სარდინია აერთიანებს გამოქვაბულებს, თეთრი ქვიშის სანაპიროებს და დრამატულ კლდეებს ოკეანეზე. ის იტალიის სიდიდით რიგით მეორე კუნძულია, სიცილიის შემდეგ. სარდინია დაატკბობს მათ, ვინც გეოგრაფიულ მრავალფეროვნებას და კულტურულ კომპლექსურობას ეძებს.

1. შეცურეთ დელა მადალენას არქიპელაგთან

სარდინიას პირველი ეროვნული პარკი, რომელიც 1994 წელს გაიხსნა, შვიდ კუნძულზეა განაწილებული და სარდინიის შთამბეჭდავ ლანდშაფტს გვთავაზობს. მადალენას კუნძული ეროვნული პარკის გულია. ბორნები კუნძულებს ერთმანეთთან 15 წუთში აკავშირებენ. ისინი რეგულარულად გადიან ლა მადალენადან და პალაუდან.

2. გაისეირნეთ ასინარას ეროვნულ პარკში

ბორნით მოკლე მანძილზე მდებარე ეს დაცული ტერიტორია პოპულარული ადგილია ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით. წლის სხვა პერიოდებში კი ფაქტობრივად ცარიელია. ფირუზისფერი წყლის ხედების ფონზე შეგიძლიათ სასეირნო ბილიკებზე გადაადგილდეთ.

3. გამოიკვლიეთ ანტიკური ცივილიზაციები

Nuraghe Su Nuraxi – ადრეული ცივილიზაციების ნანგრევებია, რომლებიც ჩვ.წ.-მდე 1500 წლით თარიღდებიან. ეს არქეოლოგიური ძეგლი 1949 წელს აღმოაჩინეს და სინათლე დაუბრუნეს.

4. დააგემოვნეთ ადგილობრივი ყველი

სარდინიაზე 3 მილიონზე მეტი ცხვარი ბინადრობს და არაა გასაკვირი, რომ ყველი აქ რეგიონის დელიკატესია. აუცილებლად გასინჯეთ ტრადიციული ყველი და შეუერთდით დაგემოვნების ტურებსაც. აქაური ფერმები ყველს პირდაპირ მომხმარებლებზე ყიდიან. ამიტომაც დააკვირდით გზებზე გამოტანილ ბანერებს წარწერით “ყველის მაღაზია”.

5. დალაშქრეთ კამინო დი სანტა ბარბარა

Cammino di Santa Barbara – გრძელი სალაშქრო ბილიკია, რომელიც სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს და გზად ბევრ საინტერესო ადგილს განახებთ. სანტა ბარბარას ოფიციალურ საიტზე დეტალური ინფორმაციაა სალაშქრო გზის გეგმის შესახებ. გირჩევთ გაზფახულის ან შემოდგომის სეზონს.

6. სნორკელინგი და დაივინგი

სარდინიის გარშემო არსებული ხმელთაშუაზღვა მდიდარია წყალქვეშა ბინადრებით და მცენარეებით. აღმოსავლეთ სანაპირო ნაკლებად ქარიანია და დამწყებთათვის უკეთეს ლოკაციად ითვლება.

7. გროტა დი ნეტუნოს გამოქვაბულები

Grotta di Nettuno – იგივე “ნეპტუნის გამოქვაბული” 2.5 კმ სიგრძეზე გრძელდება და საოცარ სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს წარმოგვიდგენს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იღებდნენ ფორმას. გამოქვაბულში მოხვდებით გზასთან დაკავშირებული კიბეებით ან ზღვით, რადგანაც შესასვლელამდე ბორნები დადიან.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ევროპაევროპა
ევროპა17 სექ 2026

6 ნაკლებად ცნობილი ხმელთაშუაზღვის მიმართულება სანტორინის და ამალფის სანაპიროს ნაცვლად

პორტო-ერკოლე, კორჩულა, პაროსი, სენ-ჟან-კაპ-ფერა, მენორკა და მალტა: ხმელთაშუა ზღვის 6 ალტერნატივა სანტორინისა და ამალფის ნაცვლად.

ევროპაევროპა
ევროპა31 აგვ 2026

6 მიმართულება, რომელიც ჰომეროსის “ოდისეას” ცნობილი მითების შთაგონებად იქცა

ითაკა, ჩირჩეოს ეროვნული პარკი, მესინის სრუტე, აჩი-ტრეცა და გოზო: რეალური ადგილები, რომლებმაც ჰომეროსის „ოდისეას“ მითები შთააგონა.

იტალიაიტალია
იტალია20 აგვ 2026

დაუწერელი კანონები, რომლებიც იტალიაში ვიზიტამდე უნდა გაითვალისწინოთ

მისალმება, ჩაცმა, საუზმე, ყავა ბართან, კაპუჩინოს წესი და რესტორნის გადასახადები: რა უნდა იცოდეთ იტალიაში წასვლამდე. იმოგზაურეთ „შენს მეგზურთან“ ერთად.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები