მადრიდი ისტორიული დედაქალაქია, რომელმაც მონარქების წარმატება, რევოლუციები და ხელოვნების მოძრაობები გამოსცადა. ამ წარსულის კვალს ქალაქის რესტორნებში, ბარებსა და კაფეებშიც აღმოაჩენთ, რომლებიც 100 წელს ითვლიან.

BODEGA DE LA ARDOSA (1892)

ეს ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი ლუდის ბარია, სადაც ჭიქა ღვინოსთან, ვერმუტთან თუ ევროპულ ღვინოებთან ერთად, გემრიელ ტაპასს დააგემოვნებთ. საუკეთესოა მათი კარტოფილის ომლეტი და პომიდვრის სუპი სალმორეჯო. საშუალო ფასი ტაპასისა და სასმლისთვის 10 ევროა.

LHARDY (1839)

მას შემდეგ, რაც ამ ისტორიული რესტორნის კარები 1839 წელს გაიღო, ის ბევრი რევოლუციის მომსწრე გახდა. პლაზა დე ლა პუერტასთან მდებარე ეს ბარი კოვიდის პერიოდში დახურვას ერთი ჯგუფის მიერ გადაურჩა, რომლებმაც ამ საკულტო რესტორანს ახალი სიცოცხლე შესძინეს. საჭმელ-სასმლისთვის აქ კაცზე დაახლოებით 40 ევრო დაგჭირდებათ.

POSADA DE LA VILLA (1642)

ამ ისტორიულ ქუჩაზე მდებარე უძველეს შენობაში ფქვილის ქარხანა იყო. მის შუაგულში ხის უზარმაზარი ღუმელი მდებარეობს, რომელიც სამი საუკუნის მიუხედავად მაინც წარმოსადეგად გამოიყურება. კერძის და სასმლის საშუალო ფასი 40 ევროა.

POSADA DEL DRAGÓN (1868)

პოსადა დელ დრაგონი მე-19 საუკუნეში შექმნილი ბისტროა, რომლის ეზოსაც აივნები გადმოჰყურებენ. შიდა სივრცეში მდებარე შუშის იატაკის საშუალებით მე-12 საუკუნის ქრისტიანულ ნაშთებსაც იხილავთ. ერთი პორცია საკვებ-სასმლის ფასი 35 ევროა.

SOBRINO DE BOTÍN (1725)

ამ კაფეს კი განსაკუთრებული ისტორია აქვს. აქ ერთ დროს ჰემინგუეი, თრუმან კაპოტე და გოია მუშაობდნენ. გირჩევთ ხორცის კერძების დაგემოვნებას. ეწვიეთ მის უძველეს ღვინის მარანსაც. ერთი კაცის საკვების და სასმლის ფასი დაახლოებით 40 ევროა.

CAFÉ BARBIERI (1902)

ბარბიერი გამოირჩევა მაღალი ჭერით, განსხვავებული დიზაინის იატაკით, თაღებით და კლასიკური ჭერით. ის თითქოს წარსულში გადაგანაცვლებთ. უიქენდებზე ხშირად ჯაზის ლაივ საღამოებიც აქვთ. დააგემოვნეთ მათი არაჩვეულებრივი კარბონარა! ერთი ადამიანის ხარჯი აქ 10-20 ევრო იქნება.

CASA ALBERTO (1827)

კასა ალბერტო მდებარეობს შენობაში, სადაც მიგელ დე სერვანტესმა დონ კიხოტი დაწერა. მისი კედლები მწერლის შავ-თეთრი ფოტოებითაცაა მორთული. გირჩევთ ტაპასების მირთმევას. ფასები მერყეობს 25-დან 35-მდე.

BODEGAS RICLA (1867)

ეს ღვინის ბარი კი თავისი მყუდრო ატმოსფეროთი სასიამოვნო შეგრძნებებს მოგანიჭებთ. ფასები დაახლოებით 10-20 ევროს ფარგლებში მერყეობს.

CHOCOLATERÍA SAN GINÉS (1894)

მზად იყავით გრძელი რიგისთვის, რადგანაც მადრიდში მდებარე ეს კაფე ცნობილი ტურისტული წერტილია, ცნობილი გემრიელი ჩუროსით. აქ მისი დაგემოვნება ყოველდღე, 24/7-ზე შეგიძლიათ. შოკოლადის სიროფით მისი ფასი 7-10 ევროა.

TABERNA ANTONIO SÁNCHEZ (1787)

1787 წელს დაარსებული ეს ტავერნა საინტერესო ინტერიერით მოგხიბლავთ. მშვენიერი ადგილია ესპანური კერძების დასაგემოვნებლად. ერთი ადამიანის კვება დაახლოებით 25-30 ევრო დაჯდება.

CASA CIRIACO (1897)

ეს ტავერნა კი 1906 წელს, მეფე ალფონსო მე-13 მმართველობის ეპოქაში გამოგზაურებთ. გირჩევთ დააგემოვნოთ მათი საავტორო კერძები. საშუალო ფასი ტაპასის/კერძის და სასმლის 10-20 ევრო იქნება.