მადრიდი ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. მისი პარკები მოგზაურებს საშუალებას აძლევს დატკბნენ მწვანე სივრცეებით ქალაქის დატოვების გარეშეც. შენი მეგზური 10 აქ საუკეთესო რეკრეაციულ ზონას გირჩევთ:

ელ რეტიროს პარკი (Parque de El Retiro)

ეს მადრიდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პარკია ფართო ბილიკებით და სასახლით. ვიზიტორებს შეუძლიათ იქირაონ ნავი და ტბაში შეცურონ. აქ ხშირად ტარდება კონცერტები და გამოფენები. შესვლა უფასოა.

კასა დე კამპო (Casa de Campo)

ეს მასიური პარკი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მეტი სიცხადისთვის, ნიუ-იორკის ცენტრალ პარკს ზომით ის 5-ჯერ აღემატება. აქ აქტიურადაც დაისვენებთ და რელაქსაციასაც შეძლებთ. ბევრი ვიზიტორი კასა დე კამპოში სხვადასხვა სპორტით კავდება. ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე ეს პარკი შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია.

დასავლეთის პარკი (Parque del Oeste)

ეს ნაკლებად მონახულებადი პარკი ფარული მარგალიტია მწვანე ხეებითა და ვარდის ბაღებით. დასავლეთის პარკი ვარდების და სხვა ყვავილების ყვავილობის გამო, განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე. აქ ნახავთ ანტიკურ ეგვიპტურ საყდარსაც.

ალფონსოს სახელობის ბოტანიკური ბაღი (Real Botanical Garden Alfonso XIII)

ეს ბოტანიკური ბაღი ფლორის საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ალფონსოს ბოტანიკურ ბაღში ხელოვნური გეიზერი შესაფერის ეკოსისტემას ქმნის მცენარეებისთვის. პარკი ღიაა სამუშაო დღეებში დილის 8 საათიდან შუადღის 3 საათამდე.

ელ კაპრიჩოს პარკი (El Capricho Park)

ეს უნიკალური პარკი 3 სექციადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი ფრანგული სტილის პარკს მოიცავს, რომელიც ვერსალის ბაღის მსგავსია. დანარჩენი სექციებიც ტრადიციული ესპანური პარკის სტილისგან განსხვავებულია და ინგლისურ და იტალიურ სტილს ასახავენ. ღიაა მხოლოდ შაბათ-კვირას, 9-დან 9-მდე.

კინტა დე ლოს მოლინოსის პარკი (Quinta de los Molinos Park)

ეს პარკი ცნობილია მისი ნუშის ხეებით, რომლებიც თებერვალსა და მარტში ყვავიან. მოლინოსში ათასზე მეტი ნუშის ხე ხარობს. ღიაა საღამოს 10 საათამდე.

ბერლინის პარკი (Parque de Berlín)

ეს პარკი გერმანულ მონუმენტებს და ისტორიას გვაცნობს. ის მადრიდში მცხოვრებმა ადგილობრივმა გერმანელებმა გააშენეს. აქ ნახავთ ბერლინის კედლის მინი მოდელსაც და ბეთჰოვენის ქანდაკებას.

საბატინის ბაღები (Jardines de Sabatini)

ეს პარკი ერთ დროს სამეფო სასახლის ნაწილი იყო. აქ ნახავთ ლაბირინთის ფორმის ბაღს, რომელიც სამეფო ბაღებს ახასიათებს, გეომეტრიული ფორმის ბუჩქებს და ქანდაკებებს. საბატინი საკმაოდ ახლოსაა ქალაქის ცენტრთან და ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე.