უკანასკნელ წლებში აზია ტურისტულად ცხელ წერტილად გადაიქცა, ტაილანდი კი ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. თუმცა, თუ ტაილანდის მსგავს ადგილს ხალხმრავლობის გარეშე ეძებთ, ჩვენ ფილიპინებში მდებარე პალავანის კუნძულს გირჩევთ. ის იმაზე შთამბეჭდავია, ვიდრე ტაილანდის ცნობილი მიმართულებები: ფიფის კუნძულები, კრაბი და ფუკეთი.

პალავანი ტაილანდს ნაკლები ტურისტით, დაბალი ფასებით და მეგობრული ადგილობრივებით ჯობნის. ის ასევე უფრო ხელშეუხებელ ბუნებას წარმოგვიდგენს. პალავანს საუკეთესო წყალქვეშა სამყაროც გამოარჩევს, რის გამოც ის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა დაივინგით დაინტერესებულებისთვის. 2023 წლის მონაცემებით, ტაილანდს 30 მილიონამდე ტურისტი ეწვია, ხოლო პალავანს მხოლოდ 2.

ივლისსა და აგვისტოში აქ ტემპერატურა 31 გრადუსის გარშემო ტრიალებს, ლუდის ფასი კი დაახლოებით 3 ლარია. აქ კუნძულის საუკეთესო სანაპიროებით ისიამოვნებთ. ელ ნიდო (El Nido) პალავანის ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, ცნობილი სუფთა თეთრი ქვიშით, კამკამა წყლით, კლდეებით და მრავალფეროვანი წყალქვეშა ბინადრებით.

ქვიშიანი სანაპიროების მიღმა, პალავანი აუცილებლად სანახავ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს წარმოგვიდგენს, მაგალითად ელ ნიდოს საზღვაო პარკს და ველური ბუნების ნაკრძალს სადაც აფრიკული და ენდემური ცხოველები ბინადრობენ. აქ ასევე აღმოაჩენთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს: პუერტო-პრინცესას მდინარის ეროვნულ პარკს (Puerto-Princesa Subterranean River National Park), რომელსაც ბუნების საოცრებას უწოდებენ და ტუბატაჰას რიფების საზღვაო პარკს (Tubbataha Reef Marine Park), სადაც ჩიტების და კუების უნიკალური სახეობებია. ცურვის მოყვარულები ბარაკუდას ტბის მშვიდ წყლებშიც იცურავებენ.

პალავანს ყველაფერი აქვს რაც მშვიდი და იდილიური დასვენებისთვის გჭირდებათ, რათა ხმაურს თავი აარიდოთ.