ესპანური ღვინოები თავისებურად გამორჩეული და უნიკალურია. აქ 100-ზე მეტი ოფიციალურად აღიარებული ღვინის რეგიონია. ესპანეთში ღვინის ტურის მოსაწყობად საუკეთესო დრო აგვისტო-ოქტომბერია. დაესწრებით რთველს, დაათვალიერებთ ისტორიულ მარნებს, შეისწავლით ღვინის წარმოების უნიკალურ მემკვიდრეობას. ჩვენ აქ საუკეთესო რეგიონებს გირჩევთ.
რიოა/Rioja
ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე პატარა რეგიონი ღვინის მსხვილი მწარმოებელია. აქ ვენახები ავანგარდულ არქიტექტურას ერწყმის. გამორჩეულია რეგიონის დედაქალაქი, ლოგრონო. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ ღვინის თერაპიულ პროცედურებს.
რიბერა დელ დუერო/Ribera del Duero
მდინარე დუეროზე მდებარე ღვინის რეგიონი ცნობილია წითელი ღვინით – ტემპრანილოთი. ვენახები მიყვება მდინარეს პენაფიელიდან სან ესტებან დე გომეზამდე, სადაც ასობით მარანს ნახავთ. აქ ბევრი სასტუმრო და სპაა. ასევე, მოინახულებთ ღვინის მოზეუმს, რომელიც მეათე საუკუნის სასახლეში მდებარეობს. რიბერა დელ დუერო მადრიდიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს და დედაქალაქიდან შეგიძლიათ გაყვეთ ტურებს ექსკურსიაზე ვალიადოლიდის, ბურგოსის და სეგოვიას მახლობლად მდებარე ვენახებში.
პენედესი/Penedés
წაყევით მატარებელს ბარსელონადან და ერთ საათზე ნაკლებ დროში ვალ დე პენედესს ეწვევით. აქ ბევრი მევენახეობაა, რომლებიც სხვადასხვა სტილის ღვინოს აწარმოებენ. ესპანეთის საკულტო შუშხუნა ღვინოების უმეტესობა სწორედ ამ ველებზე იწარმოება. წამყვანი მევენახეობებია: Llopart და Pere Ventura Cava. ზოგიერთი მარანი აქ ანტიკური ხანიდან არსებობს.
ლა მანჩა/La Mancha
ლა მანჩა არის მიმართულება, რომელსაც ესპანურ ღვინოზე საუბრისას ვერ დააიგნორებთ. დონ კიხოტის და მანჩეგოს ყველის მიწაზე ნატურალურ ღვინოს წარმოებაზე ფოკუსირებულ საოჯახო მევენახეობებს ნახავთ. ვალდეპენასი არის ქალაქი ასობით ისტორიული ღვინის გამოქვაბულით. აუცილებლად მოინახულეთ ცნობილი ქარის წისქვილები, რომლებმაც სერვანტესი შთააგონეს.
რიას ბაიჩა/Rias Baixas
ესპანეთის ჩრდილოეთში გალისიური თეთრი ღვინო, ალბარინო მზადდება. ესპანეთის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, გალისია ცნობილია ღრუბლიანი ცით, ხშირი ტყეებით და დრამატული კლდეებით. ამ მხარის დედაქალაქი კამბადოსი შუასაუკუნეების არქიტექტურით გამოირჩევა. ამ ქალაქის მე-17 საუკუნის სასახლეში მდებარეობს საოჯახო მევენახეობა გილ არმადა. დაგეგმეთ ვიზიტი ივლისის მეორე ნახევარში ან აგვისტოს დასაწყისში. ამ დროს აქ ადგილობრივი ღვინის ფესტივალია.
სანგრია, ვერმუტი და ტინტო დე ვერანო
ყველამ იცნობს ესპანეთს მისი სანგრიით. მას ყველა ტურისტულ წერტილში ნახავთ. თუ უფრო ავთენტურ სასმელს ეძებთ, დააგემოვნეთ ტინტო დე ვერანო. ის ლაიმის წვენით და გაზიანი წყლით მზადდება. ტინტო დე ვერანო სანგრიას ჰგავს, მაგრამ ნაკლებად ტკბილია. ასევე, აქ დასაგემოვნებლად გირჩევთ ვერმუტს. მას ზეთისხილს ან ფორთოხალს აყოლებენ.